ალისტერ

Lam

დუელის ერთი სახეობა იყო გათვლა, სადაც გამორიცხულს იარაღს აძლევდნენ, ქოხში რომ შესულიყო და თავი მოეკლა. ერთი ჭკვიანი კაცი ყოფილა, შენობიდან საღ-სალამათი გამოვიდა და თქვა: – ამცდა. სულ მინდოდა რომ ტაში დამეკრა.

ერთმა ცრუ პოეტმა თავის ცრუ წიგნში ლექსი დაწერა, მთელი კვირაა სიმღერად რომ ამეკვიატა:
“დაფლითე, დაფლითე, დაფლითე,
შენი ქსოვილი, კედლებზე, ო ზღვაო!”
მელანდება თითქოს დრამზე მტევნებს ურტყამენ და კაცები გრძელ თმებს რიტმულად ატრიალებენ. თან გროულინგის ვოკალით წაკითხული სიტყვები:
“დაფლითე, დაფლითე, დაფლითე”.

ჰოლში ამოდის მზესუმზირა ღამით და ოპერის ვოკალით კივის, ასფალტზე მთვარის ჩრდილის მზერაში კივისს:
“ჩემი ერთადერთი აზრი წავიდა.
ჩემი თავი უკვე დაფქვილია ქაღადად,
მასზე გაზეთია დაბეჭდილი.”

მე შევეხე მთვარეს, წყლიან ჯამში არეკლილს. ჯამი ემალგაცლილი იყო, ზოლებით.
მე ის ღმერთი მყავს, ყველა გზა ტაძრამდე რომ მიმიყვანს.
მე სუნთქვის სასწაულის მჯერა, წლების შემდეგ რომ არ დაძველდა.
ჯამში არეკლილ მთვარეს ვუბერავ.
მაკითხავს ქმარი ხელისგულებით სავსე მარწყვებით. სხვისი ქმარი და მამა და შვილი.
თმაგაწეწილი ქალის კადრი შიშვლად კარზე ჯვარივით აფარებული:
– ის მჯობია?
“ნაცვალსახელი კი მხოლოდ ცვლის, უფრო სწორედ კი აღაშფოთებს მას”.

ალლაი ეს მე ვარ, ოღონდ როცა ზღაპარში ტექნიკა ორგანულს უბრუნდება, სავარცხელი ტყედ იქცევა, სალესი ქვა – კლდედ და სარკე ყინულად, მე სარკეში ვიყურები და ყინულს ვხედავ. ახლა იმდენად ცივი ვარ, დავტყდები.

მერე ისევ მისამღერია:
“დაფლითე, დაფლითე, დაფლითე,
შენი ქსოვილი, კედლებზე, ო ზღვაო”.

ცრუა მოჩვენება რომელსაც ეძებ, ღმერთი შეიძლება თიხისაც იყოს. კაცმა მიწა წყალს შეურია და მოზილა, იმდენი სული შთააბერა, მირონი მოსდის. მისი ნეკნისგან კი გამოვიდა სატანა.
აღდგომის კვერცხებისთვის გადარჩეული ხახვის საფარველი დარბაზში ყრია. ხახვივით დამჭრა, რომ ავატირო.
იქნებ ჩემი მოძრაობაც ილუზიაა, როგორც მზის ბრუნვა.
ხელში თიხის ღმერთი მიჭირავს და საკუთარი ქმნილებების ხიბლში ვართ იმდენად, რომ არ შეგვიძლია ღმერთის გარდა სხვა რამის შექმნა”.

მერე ბეღურის სისხლით მოხუცი ბაბუა და მოხუცი შვილიშვილი მოვიდნენ. დრამი განაგრძობდა მტევნებზე დაკვრას.
“აი, პური შენი.
შეგვიყვანე შენ ცდუნებაში.
აგვაცდინე ჩვენ ბოროტება და სიკეთე”.
ზღვის კედლებზე დაფლეთის ხმა იყო.

“იეჭვიანე.
შეიტანე ეჭვი საკუთარ თავში.
იეჭვიანე იმაში, რომ ეჭვიანობ საკუთარ თავზე.
იეჭვიანე ყველაფერში.
იეჭვიანე იმაშიც კი რომ ყველაფერში ეჭვიანობ. ხანდახან გეჩვენება, რომ ყველა ამ შეგნებული ეჭვიანობის მიღმა იმალება ღრმა თვითდაჯერებულობა. მოკალი იგი, დააღრჩე გველი. დეე აღიმართოს ეჭვიანობის თხის რქა.”
მერე რაღაც იყო მელაზეც.

“ჭუჭყი ეს მატერიაა, მოხვედრილი არასწორ სივრცეში”.
გზაზე იმდენი ვიარე, რომ გზა გავხდი.
წარმოვიდგენ, თუ როგორ წრიალებს აზრები სისხლწაჭერილ თავში, სხეულის ნაწილებზე სითხედ ჩამოდენილი, ხელის და ფეხის თითებიდან გამოჟონილი, როგორ ეხეთქება ზღვასავით კლდეებს.

კაცის სანახევროდ აღგზნების რიტუალი იყო, თოკზე დაკიდების პირობით. ხრჩობას როცა დაიწყებდა და სიკვდილის პირას იქნებოდა, ჩამოხსნიდნენ და ქალები რიგ-რიგობით დააჯდებოდნენ, ქალები და კაცები. ამბობდნენ, თვითგადარჩენის მუხტი იმდენად იმატებს, სიამოვნება ენით აღუწერელია. ეს ბურჟუაზიულ საფრანგეთში ხდებოდა, არა, ცოტა მერე.
“მიიღე ათასი საყვარელი,
გააჩინე მხოლოდ ერთი ბავშვი”.
ვოკალისტი გადახტა დარბაზში.
“ისროლე ღამის მინდორში თესლი”.

ალლაი მიაჯდა თეთრ ცხენს. ცხენი სიმბოლური ნათქვამია.
მიუხედავად იმისა იგი დარჩა იმად, ვინც იყო. დასანანია.

სპექტაკლის ფინალში თავის მოკვლა უნდა.
“შენი ქსოვილი კედლებზე, ალლაი!”
“შენი ქსოვილი კელდებზე”.
“შენი ქსოვილი”.
“შენი”.
ზღვაში გადახტა, დავიხრჩოო და მას ზღვა ასცდა.
ზღვასავით იქცა. გამოექანა კლდეებისკენ და ეს კლდე ასცდა.
თავში გასროლილი ტყვიასავით. ცრუდ.

მიუხედავად ამისა, იგი დარჩა იმად, ვინც იყო. დასანანია.

გამოთქვით აზრი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s