დირე

და გააჩინა ღმერთმა თვალი და უთხრა, რომ დაინახავდა მთელ სამყაროს, მაგრამ არა საკუთარ თავს.
სპირიდონ ტრიმიფუნტელი ცოლის სიკვდილის მერე სასწაულებს ახდენდა და ეშმაკებს დევნიდა. მის დროს კვეთებულს იშვიათად თუ ვინმე მიმართავდა. გადმოცემის თანახმად, მისი სხეული ჯერაც უხრწნელი და თბილია. ხოლო მისი ფაჩუჩები პერიოდულად ცვდება. დღეს ღამიდან რამდენიმე დღიანი ვიზიტის შემდეგ მისი ნეშტი საქართველოს დატოვებს. დღემდე მსურველებს შეეძლოთ მოელოცათ, ეამბორათ მისი მკლავისთვის, ფაჩუჩის ნაწილები ოჯახში წაეღოთ. ადამიანებს გვჩვევია კაცის ზებუნებრიობის რწმენა და ხიბლი. ბუდიზმიც კი, თითქოს უღმერთო რელიგია, ბუდას გაღმერთებით დაგვირგვინდა. სადაც წმინდანები არ არიან, წმინდანებს ყიდიანო.
დილით მე და დედა სიონის საკათედრო ტაძარში წავედით. მრევლი ერთმანეთს ასკდებოდა. ბავშვებს თავი კედელზე ეჭყლიტებოდათ. ვიფიქრე, რომ არაფერი შეცვლილა რესპუბლიკურის მერე. წლების მანძილზე იქ არსებულ პატარა ტაძარში დავდიოდით და ბინის შეცვლასთან ერთად წლებია არ დავსწრებივარ წირვას. ისევ იყო რიგში მოსასულიერებელი გოგონები ( ვიცი, არც მე ვარ ჯანმრთელი) და მაგინებელი ქალები. კიდევ იერუსალიმში აღდგომას რა მოხდებოდა მეთქი ვიფიქრე. მიზანს ხომ არ აქვს მნიშვნელობა, მადლის მოპოვებაშიც ეგოიზმი გვჩვევია. სამოთხეში ათეისტები უნდა ხვდებოდნენ, მხოლოდ მათ აქვთ უანგარო სიკეთის შანსი. ისე არავინ თმობს უფალთან მიახლოების ეგოისტურ საწყისს. ადამიანი რიგში მდგარი უნდა გამოსცადო.
THE_FIRST_COUNCIL_OF_NICEA
მეოთხე საუკუნის ხატზე დაწერილია სპირიდონის არიოზთან ურთიერთობა.

One response to “დირე

  1. “სამოთხეში ათეისტები უნდა ხვდებოდნენ” :)) ჩემი არ იყოს, არც შენ აგცდება სასამართლო პროცესი :))))

გამოთქვით აზრი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s