მშვიდობაში

გქონიათ შემთხვევა, როცა სახლიდან გასულს აღმოგიჩენიათ, რომ მარშუტი უნდა შეიცვალოს? კი? მე კი ასე ვცხოვრობ. “how will i die” ლისტში ერთი პუნქტი გადახაზულია: პუნქტუალობით ნამდვილად  არ მოვკვდები.
მოვითხოვ, საავადმყოფოებში მოსაცდელთა გაუქმებას, ამდენი სევდიანი სხვაგან ვერასდროს შეიყრება. აღრენილ ხასიათზე დავდექი, ექიმთან აღარ შევედი, ფული მაინც დამრჩა მეთქი და წიგნის მაღაზიას მივაშურე. გავცდი. ტანსაცმლის მაღაზიაში შევედი და გამოვედი. მეგობართან წავალ მეთქი და წამოვედი. il_fullxfull.346503414 (2)

მაგრამ ბოლოს მივხვდი რა მინდოდა: შინ “ქენონ ეოს 300”-ით დავბრუნდი, – ზუსტად ზეგ შეუსრულდება “ზენიტს” ნახევარი წელი რაც ჩემს სიმთვრალეს შეეწირა (1 ოქტომბერი დამამახსოვრებელი თარიღია).
თან ქენონი იმიტომ, რომ სახლში მისი ობიექტივების კოლექციაა და გადამყვანი არ დამჭირდება და თან იმიტომ, რომ ბუნების გადაღება მაინც არ მიყვარს, ოთახი მირჩევნია. მიყვარს, მაგრამ იხტიბარს არ ვიტეხ, ამბობენ, იხტიბარს ბასრი ნამსხვრევები აქვსო. მაგრამ ფირი იმიტომ, რომ უპიქსელნაკერებ კვართს ჰგავს, მთლიანია.  მაგრამ “ეოს 300” იმიტომ, რომ საფულემ მოითხოვა.
მზით გადაღებაში მე. თუ მზით გადაღებაში არა, ღია დიაფრაგმით გადაღებაში მაინც.

7 responses to “მშვიდობაში

  1. როგორ მიყვარს მე ეს შენი “გზიდან გადახვევები” ^_^ მშვიდობაში 🙂

  2. მე ის მომეწონა განსაკუთრებულად, იხტიბარს რომ ბასრი ნამსხვრევები ჰქონია :))

გამოთქვით აზრი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s