წერილები დედამიწას

ნასა აწარმოებს ბლოგს თავისი კოსმოფილებისთვის, სადაც მისი ასტრონომების წერილები ქვეყნდება და საკუთარ შთაბეჭდილებებს გვიზიარებენ. რუბრიკაში “წერილები დედამიწას” დონალდ პეტიტი თავის ლექსს ასე ამთავრებს: “Oh how does one spend your last day in Space.
What would you do?” – და მე ოცნებებში მივდივარ.
ჰოდა, ეს დონი სავსე დედამიწაობისას რაკეტის სარკმელთან დამჯდარა და წერს იმაზე, რაკეტაში შემთხვევით ქალის წინდები როგორ ჩაიცვა და უგრავიტაციოდ დატანტალებდა, ორბიტაზე გატარებული ორი თვის მერე ფეხები მიდნება, მაგრამ მოდას დავამკვიდრებ და კოსმოსში კაცებმა პატარა წინდები, ქუსლებამდე რომ ვერ წვდებათ, ატარონო (თურმე ფეხისწვერებს დაცვა სჭირდებათ და ქუსლი კი ღია სივრცეში უქსოვილოდ დაავადებებს აცილებს). რომ შემეკითხონ, რა მისამართზე ცხოვრობ, რა ვუპასუხოო. სანტა კლაუსს ვგავარ, უმისამართოდ რომ უწერენ წერილებს, ოღონდ თხოვნების ნაცვლად შეკითხვები აქვთო.
“კოსმიური სხივები ატომების ფრაგმენტებია”, – და შარშან მეც დონისთან ერთად ვიკვლევდი გაელვებები მის თვალში ხდებოდა თუ კოსმოსში. პლატონის არ იყოსო, თუ ჩვენ რეალობის მხოლოდ ჩრდილს ვხედავთ, რა ლამაზია ჭეშმარიტებაო. ჭეშმარიტება კი იმხელაა და ნუთუ ჩვენ მხოლოდ ერთი პლანეტისთვის ვართ განწირულებიო. მიუტოვებია ცოლი და ორი შვილი. ჯადოქარი ვარ, შემიძლია პური დავაგდო და კარაქის მხრიდან არ დაეცესო და თითქოს ერთად გამოგვდიოდა ფრენა ფრთების გარეშე. ეს ის “სქილზია” დედამიწაზე რომ ვერ ისწავლიო. თან მის მეთოდებს თუ ხრიკებს, როგორ უნდა დაიმორჩილო სხეული, ისე გვასწავლიდა, კითხვისას ლამის ვბაძავდი. და “How does one pee?”
ეს დონიც დგას და მკითხველთან ერთად უგონებს ექსპედიციებს სახელებს და გვანახებს ატმოსფერო მხოლოდ ლურჯფერა ცისარტყელას როგორ ქმნის მთვარეზე ან მეტეორის წვიმაში მოხვედრილები როგორ მივარდნენ კამერებს, როგორ ცდილობდნენ მიწიდან წამოყვანილი მზესუმზირა გადაერჩინათ, პარალელურად როგორ ვერ მოწყვიტეს თანაგუნდელი კომპიუტერულ თამაშებს. და “უსირცხვილოებს” სინამდვილეში რატომ სდომებიათ მცენარის გადარჩენა: “I have new leaves!  I am no longer naked to the cosmos.”

http://blogs.nasa.gov/cm/newui/blog/blogs.jsp

imagesdon

One response to “წერილები დედამიწას

გამოთქვით აზრი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s