ლეღვის ყვავილობისას

მას აქეთ იუდა ეძებდა მარჯვე შემთხვევას, რომ გაეცა იგი.
ვინც კი ოდესმე ყიდულობდა, ყველა გაყიდა.
სანაცვლოდ სამოთხეს შეპირებული ქრისტეც.

მანამდე თუნდაც სარეცელზე მიჯაჭვული ეშმაკეული პეტრეს სიდედრით, გაელვებული პერსონაჟების ხიბლში ვარ.
მინდება ავიყვანო და სქელყრდიანი წიგნი ვუწერო როგორ შეიკრიბდნენ ეშმაკეულნი და მოარჩინეს.
სიტყვით, რომელიც უცვლელი იყო.
ხოლო როცა ანიმაციის სწავლა დავიწყე, პირველი რაც გავაკეთე პილატეს წყალში ჩაწყობილი ხელები იყო.
ნატურალისტურად აწყობილი დაბანა:
იმდენი იბანა, წყალი გაწითლდა.

კიდევ სიმთვრალის ხიბლში ვარ, როგორც საკუთარი ცხოვრების ანონსის.
როცა საკუთარ ძირს ხასიათის გაქრობით წყვეტილად ხედავ, მიმოსახილველ კადრებად, თან ცხოვრების მნიშვნელოვანი მომენტები მაშინ გახსენდება.
ჰო, მთლიანი ცხოვრების ანონსია სიმთვრალე, შეგიძლია უყურო ხუთი წუთი მთვრალს და ცხოვრების სიუჟეტი უკვე გაიგო.

გახსოვთ, იესომ სერობაზე რომ დალია, ლოცვა მოუნდა.
მოწაფეებმა კი მიიძინეს, სამჯერ გააღვიძა.
გახსოვთ, მათ ღვინო რომ დაალევინა, რა უთხრა:
“ყველამ შესვით აქედან,
ვინაიდან ეს არის ჩემი სისხლი ახალი აღთქმისა,
მრავალთათვის დაღვრილი ცოდვათა მისატევებლად.
მე გეუბნებით:
ამიერიდან აღარ შევსვამ ამ ვაზის ნაყოფისაგან
იმ დღემდე, როცა თქვენთან ერთად შევსვამ
ახალს მამაჩემის სასუფეველში”,(მათე,20,28) –
მოკლედ, რა მინდა რომ ვთქვა: ფაქტია, რომ სამოთხეში ღვინო დაგვხვდება.

4 responses to “ლეღვის ყვავილობისას

  1. “მოკლედ, რა მინდა რომ ვთქვა: ფაქტია, რომ სამოთხეში ღვინო დაგვხვდება.” 🙂 გამახარე

  2. 1. მოვიხიბლე.
    2. კითხვა რომ დავასრულე, გავიფიქრე, რომ ფინიკის გაუხარდებოდა – ღვინოს ღირსეულად აფასებს 🙂 მე კი, სამწუხაროდ, ღვინო მხოლოდ ლიტერატურაში მიყვარს და სამოთხე ამით ნაკლებად მოსაწყენი არ გახდება ალბათ.
    მეშინია სამოთხის, მეშინია ჯოჯოხეთის.

გამოთქვით აზრი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s