ჩემი ბიოლოგიური ანნა

იაპონელები როგორც ხატავენ საკურას, მისი აყვავებული ფურცლები ქაღალდზე საზღვრებს რომ ვერ გებულობს და ცალი რტო ჩარჩოზე რომ აქვს გადმოშვერილი, ჩემთვის პიროვნების გარემოში გადასვლის სიმბოლო გახდა. ამიტომაც არ მყვარებია დასავლური ლექსები, რითმითა და რიტმით გამოხატული მარგალიტები სიუჟეტის დაბოლოების გამყიდველად აღვიქვი და იდუმალების ეფექტი დაუკარგა. გაგეღიმებათ და ჩემი ტრაგედია იმაშია, რომ ფერი ვერ დავკარგე. ცნების პირდაპირი გაგებითაც, როცა თმა ნატურალური წაბლისფერიდან, თითქოს ისედაც გარდამავალი ფერია, რადიკალური ცვლილება ვერ განვუცადე. ყველაფერი თითქოს უწყინარი პროცედურით, თმის შეღებვით დაიწყო, იდეით, რომ საკუთარ თავზე რაც კი არსებობს ყველა ფერი გამომეცადა: ორი წლის მანძილზე ნელი გადამყვანიც ვცადე და რამდენჯერმე ყველაზე ძლიერი გამაღიავებლებითაც შევიღებე, სხვებს მიზერულ წასმაზეც რომ უთეთრებს, – შედეგად, არც ფერი შემცვლია მაინცდამაინც და არც ხარისხს დატყობია რამე. მღებავი მეუბნება, რომ ეს თმის ბირთვის ძლიერ პიგმენტზე მეტყველებს, დროთა განმავლობაში რომ კვდება, ამჯერად რომ არსებობისთვის ებრძვის ქიმიას. ამჯერადაც მოერიაო. ჩემი პიგმენტების გადარჩენისთვის ბრძოლა ცნობისმოყვარეობის მიზნით დაგეგმილ ქიმიურ ნაერთებთან იმდენად დრამატულად აღწერა, ჩემში ბიოპანკური შთაგონება გამოიწვია, მომინდა მთელი დღეები მეწერა ორგანიზმის მედიცინასთან შეგუება/შეუგუებლობაზე, – გადაჭიმულ კანზე, რომელიც დროთა განმავლობაში ისევ ჩამოიწევა, გადარჩენილ სიცოცხლეზე, რომელიც დროთა განმავლობაში მაინც მოკვდება.. ამაზე ისიც მახსენდება, რომ მთელი ბავშვობა სტომატოლოგებთან გავატარე, ძვლები მენგრეოდა და ტკივილის დასათრგუნად გამაყუჩებლები კანფეტები იყო. ახლა კი აღარ ვიცი მინდა თუ არა თავზე ყველა ფერი ვცადო, მათი შეცნობით შინაგანობა ზარალდება, სამშვინველური საწყისი, რომლის გამოხატულებაც ორგანიზმია, მაგრამ, მეორეს მხრივ, მისი დათმობით გარემოსაც იმეცნებ. ზოგჯერ რასაც გულით ვერ იგრძნობ, სხეულით იგრძნობო და მე ჩემში ჯიუტი საწყისი აღმოვაჩინე. თურმე ძლიერი ორგანიზმი მქონია სისუსტეში მაინც. მერე გამახსენდნენ ადამიანები, მაინც არ შეიცვლებიო და ჩემგან წავიდნენ, რომ მიჭირდა შეცვლასა და ევოლუციას შორის ზღვარი.  გემოვნების ამბავია, ზოგს    წინა საუკუნის “რედი მეიდის” ორგანულობა მოეწონება, ზოგს კი – რენესანსის “ჰენდ მეიდი” ხელოვნების ნიმუში. დღევანდელ ეპოქაში ორივე ადამიანი მისაღებია. მე კი რატომღაც იაპონელები მახსენდებიან, თავიდანვე ხელოვნების ნიმუშებად ქცევას რომ ცდილობდნენ და ჩარჩოზე გადასული საკურაც    კანონიკის ჩარჩოებიდან ანარქისტულ გამოსვლას ნიშნავს. ანარქისტული ერთი შეხედვით, თორემ ესეც ორგანულია.

3 responses to “ჩემი ბიოლოგიური ანნა

  1. მეც ყველა ფერი ვცადე საკუთარ თმაზე, 3 ლარიანი ფერის ჩამომყვანი და გამღიავებელიც, ერთ ღამეში ქერაც ვიყავი, თეთრიც, წითურიც და დილისკენ ისევ წაბლისფერს დავუბრუნდი. ჩემმა თმამ ვერ გაძლო და ხარისხზე აისახა ე.ი. მე არ მაქვს თმის ბირთვის ძლიერი პიგმენტი. ექსპერიმენტებს შევეშვი, ჩემ ბიოლოგიურ მეს ძალიან “დამყოლი ხასიათი” აღმოაჩნდა და ყველაფერზე ზედმეტად სტანდარტულად რეაგირებს.

  2. შევამჩნიე, რომ სტანდარტულობის კომპლექსი გაქვს.
    მე არ მინდა ერთ ღამეში ცვლილება. მინდა გაჭიანურდეს, რომ ყველა ფერის სიკეთე გამოვცადო ყველა ვარცხცნილობა/ტანსაცმელზე. მაგრამ მთლად ასეც არ ჭიანურდებოდეს 🙂 ბუნებრივი ფერი როგორი გაქვს? შევამჩნიე ბლოგიდანაც რომ სტანდარტულობის კომპლექსი გაქვს 🙂

  3. ბუნებრივად ყავისფერი თმა მაქვს (აი წაბლისფერს რომ ეძახიან ეგეთი) 🙂 ეს 2008–ში იყო, ოპერაცია ახალი გაკეთებული მქონდა, საზიზღარ განწყობაზე ვიყავი და ყურადღების გადატანა მინდოდა, ჰოდა თმის ფერის რადიკალური შეცვლა და ექსპერიმენტები საუკეთესო ალტერნატივად მეჩვენა 🙂

გამოთქვით აზრი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s