მოდით, საჩუქრებზე ვისაუბროთ

არის ერთი თეორიტიკოსი, ველოსიპედს ბავშვის სიმაღლიდან ფოტოებს რომ უღებს, ამბობდა, სამყაროში არ არსებობს პირობა რომელიც შესრულებულაო. ამ ნეოპლატონური ფრაზით კვერცხის პირველადობის აპოლოგეტი გახდა. ჩემი აზრით, პირობა მეოცნებე ადამიანებისთვისაა, ხოლო სურპრიზი, თუნდაც სასიხარულო, – მეოცნებეთა მტერი, – შეუმზადებლად აყენებს ფაქტის წინაშე. ყოველ ჯერზე როცა თქვენ სურპრიზს მიკეთებთ, მისპობთ გეგმვის პროცესისგან გამოწვეულ სიამოვნებას.

კიდევ არის ერთი ფოტოგრაფი ფანჯრებს შავ მატერიას რომ აკრავს ოთახის ჩაბნელების მიზნით. მხოლოდ ჭუჭრუტანას უტოვებს, სადაც ლინზას ამაგრებს და კედლებისკენ უშვერს. თუ ფანჯარას ობიექტივად განვიხილავთ, ნატურალურ მდგომარეობაში დიაფრაგმა იმდენადაა გახსნილი, რომ ოთახი გადანათებულია, დახურვის და ნახვრეტის დატოვების შემთხვევაში ფანჯრის გარეთა ფონი ოთახში აღწევს და კედლებზე ირეკლება. მერე ეს ფოტოგრაფი დგება და ოთახში შემოსულ ვენეციის ფონს იღებს. ასეთი სახლი მინდა.

კიდევ არის ჩემი ოჯახი, რომელიც ყოველ დღესასწაულზე თავზე ხელს მისვამს და მიხსნის, რომ უზრდელობაა არმოწონებული საჩუქრის დაბრუნება და მთავარი ყურადღებაა. მე კი მაინც მგონია, მთავარი ყურადღება კი არა, ფაქტია თუ რამდენად გიცნობს ესა თუ ის ადამიანი.

მზა პროდუქციას გასაჩუქებლად ყოველთვის ხელთნაკეთი ნივთები მერჩივნა. მაგალითად, ჩემი პორტრეტი უჩემოდ დღესაც მოგზაურობს ჩეხეთში. თუმცა, გამოვტყდები და, უდიერი ვარ. მხოლოდ ის მოთხრობები და პორტრეტები შემომრჩა, რომლის ციფრული ვერსიაც არსებობს, საკუთარ დე დისკზე თუ ვერ ვპოულობ, ავტორებთან მაინც. დღე არ გავა რომ ნივთი არ დავკარგო, მაგალითად, უკვე მეორე ფოტოკამერა, ორი თვის მანძილზე მეხუთე მეტრომანი და სხვა.

მაინც საუკეთესო საჩუქარი ჩემთვის მგზავრობაა. საჩუქარი, რომლითაც საკუთარ თავს ხშირად ვანებივრებ: დგები და ნებისმიერ მარშუტზე მიდიხარ, სადაც პირველივე გამვლელი წავა. არის ერთი სახლი თბილიში, რომელიც მე და  მეგობარმა იმდენად მივისაკუთრეთ, რომ ყოველ კვირა ერთიდაიმავე დროს მივდიოდით, დღემდე არ ვიცით, ცოცხალი საკუთრება თუ იყო. შევდიოდით, ვამზადებდით სადილებს და ვსვამდით. ცოტას შესაძლო დიასახლისს ვუტოვებდით მადლობისთვის და საჩუქრად.

მოდით, საყიდლებზე ვისაუბროთ. სტრესის მოხსნის რიტუალი მეთქი, ასე ვეძახი. ასეთ საკითხებში ერთგულებას ვიჩენ, ერთიდაიმავე მაღაზიებში დავდივარ, კონსულტანტებს გასახდელიდან საათობით ვესაუბრები, ვერ გამოვყავარ. მახსოვს, მთელი ზაფხული ეპილაციაც არ გამიკეთებია, რადგან კოსმეტოლოგი დასასვენებლად იყო. მათთან ვსაუბრობ ისეთ თემებზე, რაც მეგობრებმაც არ იციან. ეს ისინი არიან, რომლებიც ყველაზე კარგად მიცნობენ.

კიდევ რა.. ვისაუბროთ იმაზე, როგორ იბადება საჩუქრის იდეა. არის ერთი მეგობარი, ვისთვისაც ენთუზიაზმი მინდა მეჩუქა, ვისაც მოთხრობების წერა უყვარს და ბალზაკი. ამიტომ გადავწყვიტე მისთვის შაგრენი მეჩუქა, ცხვრის ტყავისგან დამზადებული წიგნი, სადაც საკუთარ სურვილებს ჩაწერდა. ყოველთვის მინდოდა მქონოდა არა რვეული, არამედ წიგნი სუფთა ფურცლებით. მუსიკალური ზარდახშის არ იყოს, რაც მინდოდა მქონოდა, სხვებს ვჩუქნიდი, – ინერციის ძველი ჩვევაა, – ადამიანების გაჩუქებაზეც ჭრის. წიგნს ერთი თვე ვაკეთებდი. დავტვირთე ამულეტებდით და გავაჩინე იმ დღეს, როცა იღბლიანი ადამიანები უნდა დაბადებულიყვნენ. ვაჩუქე და ვუთხარი, რომ შაგრენის ნაცვლად სული მომცეს, შიგნით მომენტალური განწყობების სურვილები ჩაწეროს და მერე წიგნად გამოვცეთ. სიტყვებს ძალა აქვთო, და თუ სურვილები მაინც არ აუხდა, ბიბლიოფილებო, თქვენთვის საჩუქარიცაა, უკვე იცით, მალე ახალი წიგნი გამოდის.

5 responses to “მოდით, საჩუქრებზე ვისაუბროთ

  1. შემთხვევითი მარშრუტები, კიდევ ერთი რამ რაც ძალიან მინდა და არასოდეს გამიკეთებია

გამოთქვით აზრი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s