ერთადერთი, ვისაც ვუყვარვარ

დაწერეთ ხოლმე ოჯახების ისტორიები, აი, მე სულ ვწერ:
ოჯახის წევრებზე და აქ შემოსულ სტუმრებზე, სხვების ოჯახში რომ წავალ ან როცა მარტო ვარ, ერთადერთი წევრი ოჯახში.

იყო მოლარე ნიშნავს ტვინიდან მოდუნება გამოიწოვო. თუ ვინმეს აზრის, სმენის და ხედვის სისტემატიური კონცენტრირების სწავლა გინდათ, მედიტაციებზე მეტად ეს საქმე გიშველით.
ცურვის სასწავლად თითქოს ღია ზღვაში საცურაოდ ჩამაგდეს. იგივე მითხრეს, როცა ჩამაგდეს.
არ დაგვავიწყდება შენი სახე პირველად სალაროსთან რომ იჯექიო.

აი, ჩემთან უკვე სიზმარიც კი აღარ სიზმარობს,  კოსმოსის მტვერში კარტოფილივით ასტეროიდებს აღარ ვწვავ (ხომ კარგი სიზმარია? დღემდე ჩემი ფავორიტია), სხივებს რომ გემოვნებით ვაყრიდი ჩაშუშულ იუნონას. ამჯერად, მთელი სიზმარი ფულს ვითვლი და ვითვლი და ვითვლი და.. მორიგ ღამეს გაჩერებულ ფულთან მივდივარ და ვაგრძელებ დათვლას.

ჯერ იყო და დედა მძინარე მზეთუნახავების ამბებს მიყვებოდა თუ ბაბა იაგას ინდაურფეხება სახლზე, კვერცხები რომ დაყარა, დაწერეო მთხოვდა. ერთ ოთახში გვძინავს, რამეს მოიფიქრებს ხოლმე და მთხოვს რომ დავწერო.
თვითონაც წერდა, სანამ ხედავდა.
ახლა მხოლოდ სახეებს არჩევს.
უძილობა აქვს. ცდილობს, დამიმეგობრდეს.
ვეუბნები, ნუ მელაპარაკება. დათვლა მერევა.

რიცხვები შემიყვარდა.66734_571526339528533_467742698_n

დასვენების დღეებშიც შემიძლია ვიფიქრო, რომ ცხრიანისა და უსასრულობის ნამრავლის რიცხვთა ჯამი ცხრის ტოლია.
ან იმისთვის, რომ ცხოვრება ნულიდან დავიწყო, მიღწეული ცხოვრება ნულზე უნდა გავყო.
ერთხელაც იმდენი ფული მექნება, დედას ვუმკურნალებ, დაწეროს ხოლმე.
უანგარო მსხვერპლზე დაწერდა.

ან მასზე დავწერ, როგორ მიდის კონტროლიორთან ბილეთით ხელში, მაშინაც კი, როცა არ სთხოვენ და სთხოვს დააკვირდეს; იმაზე, მოკლედ, მიშას დედა აღარ ჰყავსო, ნაცნობებმა რომ უთხრეს ციხის მიტინგების გამო და მან შეიცხადა: უი, როდის გარდაიცვალაო? – ყველაზე გულუბრყვილო ქალია ვისაც კი ვიცნობ; ან იმაზე, რომ შეუძლია ცეცხლის გადმოსვლაზე იტიროს, მაგრამ ჩვენ რომ ვინმემ გვაწყენინოს, ნებისმიერს მოკლავს.

მისი ნაწერები ვიპოვნე, ჩემხელა რომ იყო, მზეებზე წერდა, ერთხელაც წაგაკითხებთ.

2 responses to “ერთადერთი, ვისაც ვუყვარვარ

  1. მომწონს ეს სევდიანი ამბები. გლობუსად ნაჩუქარი დედამიწაც მახსოვს.

გამოთქვით აზრი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s