მედეა XX და XXI საუკუნეებში

225450_225950160752821_7943937_n“მედეას კომპლექსი” გაქვსო, სიზმრების შესახებ რომ ვუყვებოდი, ერთმა ლექტორმა მითხრა. ამიტომ შარშან ამ დროს ვიჯექი თუ ვიწექი ვუყურებდი ფილმებს და ვკითხულობდი წიგნებს ამაზე. მაინტერესებდა რა იყო. რომ შევაჯამოთ მისი პოსტმოდერნული ინტერპრეტაცია, სურათი ასე გამოიყურება:

ეს მითი თურმე გამოყენებულ იქნა ფემინისტი მწერლის ჩერი მორაგას ”მშიერ ქალში” ნაწარმოებში მედეა ფსიქიურად შეშლილი ქალია. მწერალი ხაზს უსვამს თავის შეხედულებას პატრიოტიზმზე, სექსუალობასა და გენდერულ ბალანსზე. სცენარში მედეა მექსიკელი ქალია.

ბრიტანელი ავტორი სტუარდ ჰილი თავის ნაწარმოებში ”ცეცხლის პირი”,  2007 წელს გამოვიდა. ავტორი ფანტასტიკის ჟარში ხშირად მიმართავს მითოლოგიურ სიუჟეტებს და მათ თანამედროვე სამყაროში აცხოვრებს. ნაწარმოებში დამატებულნი არიან ვამპირები და გამოკლებულნი – მითის არსებული პერსონაჟები.

ქრისტინა ვულფმა გერმანულ ენოვან ნაწარმოებში ”მედეა” 1993 წელს ერთდროულად ძლიერი და თბილი ბუნების ქალის სახე შექმნა. სიუჟეტი ძირითადად კრეონისა და მედეას პერსონაჟებს შორის მიმდინარეობს.

ავტორმა მითი სუფთა პოლიტიკური და სოციალური კუთხით დაინახა. მწერალი თითქოს ცდილობს გააერთიანოს ხელთ არსებული სხვადასხვა მითი და პრობლემა სხვადასხვა კუთხიდან გვაჩვენოს. წიგნი უნდა გავიგოთ ისე, რომ მასში გაცოცხლებულნი არიან მე-20 საუკუნის დიდი პოლიტიკოსები, მაგალითად, სტალინი, ჰიტლერი და მუსოლინი. შემდგომ კრიტიკოსებმა, წიგნი გაიგეს, როგორც აღმოსავლეთისა და დასავლეთის დაპირისპირება. ამის გამო მითის ეს ვარიანტი პოსტმოდერნულ სივრცეში თითქმის ყველაზე განსხვავებულია.

ჰ. მ. ჰუვერის მიხედვით,  მედესა და იასონი ამბავი ცალმხრივი სიყვარულია ქალის მამაკაცის მიმართ, რომელიც მას პირადი მიზნებისთვის იყენებს. იასონი ჯერ ქალს მზრუნველობას ჰპირდება და ბოლოს შორდება. მწერალი აღწერს განათლებულ ქალს სამყაროში, სადაც ქალობა მონობას უტოლდება. ამ სამყაროში მამრობითი სქესი რელიგიაშიც კი დომინანტურია. ავტორი მედეას მითს, მელოდრამული ფონით, განიხილავს რელიგიური და გენდერული კუთხით.

ოთარ ჭილაძის რომანში „გზაზე ერთი კაცი მიდიოდა“ საუბარია აიეტის და მის შთამომავალთა კოლხეთზე, ანუ იმ დროინდელ ამბავზე, როცა ვანი ზღვისპირა ქალაქი იყო, კოლხეთის მიწაზე პირველმა ბერძენმა დაადგა ფეხი და მორიდებულად ითხოვა თავშესაფარი. მედეა განხილულია, როგორც ბუნების შვილი და მესაიდუმლე, მაგიის ძალა რომ იცის მამიდამისისგან.

მედეას შესახებ ფილმები: მაგალითად, დონ ჩეფის რეჟისორობით ფილმში „იასონი და არგონავტები“ მოცემულია მითის სრული ვერსია. იგი გამოვიდა 1963 წელს და დიდი ხნის მანძილზე საუკეთესო ფანტასტიკურ ფილმთა რიცხვში შედიოდა.

იგივე სახელწოდებისაა 2000 წელს გამოსული სატელევიზიო სურათი „იასონი და არგონავტები“ ნიკ ვილინგის რედაქტორობით. ეს ფილმიც, ისევე როგორც წინა აღწერს ძველ ბერძნულ სამყაროს სათავგადასავლო კუთხით. მაგრამ წინასგან განსხვავებით მინისერიალია.

     პიერ პაულო პაზოლინის ფილმი „მედეა“ გამოვიდა 1969 წელს. პაზოლინის ხელწერაა შეულამაზებელი რეალობის წარმოჩენა თავისი სისასტიკითა/ამაზრზენობით. მედეას ხალხი გამოყვანილია სასტიკ ტომად, რომელთათვის უცხოა შემწყნარებლობა და ასრულებენ სასიკვდილე რიტუალებს.

ფილმის დასაწყისში მედეა ცეცხლში კივილით გადის, რათა სამოსზე ცეცხლი შეინარჩუნოს და შემდგომ სასურველი ადამიანები დაწვას. ამ მაგიური რიტუალის გარდა აღწერილია მედეას ფარისევლური ხასიათიც. ასევე მისი ფემინურობა პატრიარქატულ სამყაროში. პერსონაჟი ხშირად აღნიშნავს, რომ ქალია კაცთა სამყაროში და ესაა მისი უბედურებაც. ფილმის ბოლოს, როცა მედეა დახოცავს შვილებს, იასონს მიმართავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ თავი გაიუბედურა, კმაყოფილია, რომ ისიც უბედურია. ეს განწყობა მათი ხვედრია.

     ლარს ვონ ტრიერის ფილმში მედეა დაცულია ქალის არსება მისი ტანჯვის ნახვით. იგი ქალია, რომელსაც უღალატეს და დაამცირეს, როცა მან მისთვის ყველაფერი დათმო: ოჯახი, ეროვნება და რელიგია. იგი ცხოვრებაზე გაბოროტებული ქალია და  მის უფროს ვაჟსაც ესმის, რომ მათი სიკვდილი უკეთესი შედეგია.

დანის ტანოვიჩის ფილმში „ჯოჯოხეთი“(2005) მოქმედება თანამედროვე საფრანგეთში მიმდინარეობს. აღწერილია სამი ერთმანეთისგან განსხვავებული დის ცხოვრება, მათი ვნებები კაცთა სქესის მიმართ, ღალატი და ღალატის მსხვერპლები. ფილმში არ არის მოცემული გამწარებული დედის შვილების მკვლელობა, მაგრამ სიუჟეტის განვითარება გვაფიქრებინებს, რომ ყველაზე მეტად ბავშვები ზარალდებიან მშობლებს შორის აღმოჩენილ კონფლიქტში. ფილმი დანარჩენი ნაწარმოებებისგან განსხვავდება იმით, რომ ჩანს „მედეას კომპლექსი“ და არა მედეას და იასონის სასიყვარულო ისტორია. ნებისმიერი ადამიანი შეიძლება აღმოჩნდეს არგონავტების მითში გემის და ოქროს საწმისის გარეშეც. ამისთვის მან გამოიყენა, არა მკვლელობა, ცხოვრებისეული წვრილმანების აღწერა ოჯახურ ცხოვრებაში.

9 responses to “მედეა XX და XXI საუკუნეებში

  1. მიუხედავად ტრაგიკულობისა და ავბედითობისა მისი პერსონაჟი ერთ-ერთი საყვარელია ჩემთვის.

  2. ბაირონის ქალის იდეალი 🙂
    მედეასადმი პატივისცემა მაინც პოსტ ეპოქაში ჩნდება, სადაც პატრიოტიზმს გლობალური პოლიტიკა ანაცვლებს, კოსმოპოლიტური და წინა პლანზე პირადულობა იწევს.

  3. გააჩნია ზოგისთვის დღესაც ერთი კახპაა რომელმაც საკუთარი შვილები დახოცა.

  4. მახსოვს ძალიან პატარა ვიყავი , როცა ევრიპიდეს “მედეას” გავეცანი, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვთვლიდი ,რ ომ ფსიქიკურად გაუწონასწორებელი ქალი იყო, რომელმაც თან შვილები დახოცა მაგრამ ერთხელ უფროსებისს საუბარს შევესწარი და შემთხვევიტ მოვისმინე, რომ ევრიპიდემ ეს დანაშაული ჩაუმატა .

  5. ეს ხომ მითია, აქ იმაზე საუბარი აბსურდია რა არის რეალობა, არამედ, სიმბოლურად განიხილება: როგორც ოიდიპოსის მითი ტრადიციის უარყოფასა (მამის მკვლელობა) და ძალაუფლების ხელში ჩაგდებასთან (დედასთან აქტი) ასოცირდება, ასევე მედეას შემთხვევაში, – როდესაც ვერ კლავ გულში სიყვარულს, უნდა ჩაიკლა რაც თქვენ ორს გაერთიანებთ, საერთოს მოსპობით კი მომავალს ისპობთ, ეს საფასურია ღალატისთვის. ხოლო ისეთი ფსიქოპატი ჩემი მეზობელიც იყო, ევრიპიდე რომ წაიკითხა და შვილები ამოხოცა, დედამთილს ვერ ვუგებდი და ჩემი ქმარი დედიკოს ბიჭიაო. ახლა ზის საგიჟეთში ნაპოლეონებთან ერთად და გაიძახის, რომ მედეაა.

გამოთქვით აზრი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s