ანგელოზ მიქაელს შეესაბამება მზის ანგელოზი;
ანგელოზ გაბრიელს – მთვარის ანგელოზი;
ანგელოზ კასიელს – სატურნის ანგელოზი;
ანგელოზ ზაჰაელს – იუპიტერის ანგელოზი;
ანგელოზ ანიელს – ვენერას ანგელოზი;
ანგელოზ რაფაელს – მერკურის ანგელოზი;
ანგელოზ სამუელს – მარსის ანგელოზი.
შესავალი
თილისმა ასტრალის ზუსტი გამოსახულების მხატვრული ფორმაა, ასტრალურ ძალებთან თანასწორუფლებიანი საუბრის საშვია. მისი სრული ცოდნა ერთგვარი ბაკალავრის დიპლომია მაგიის სამყაროსთვის. გამოიყენება როგორც მაგიური ჟესტი. თავმოყვარე მაგი არასდროს გამოიყენებს არანაკურთხ წყალსა და ცეცხლს, ანუ მოახდენს სიტყვისა და ჟესტის მაგნეტირებას, ხოლო ჟესტი დამოკიდებულია თუ როგორია სინთეზი სუბიექტის ნებისა და იმპულსის ქმედება და შესაძლებლობასთან.
თილისმის დამზადებისთვის საჭიროა:
– მატერია, რომელიც შეიძლება იყოს მეტალისგან დამზადებული, ქალწული ცხოველის კანისგან, პერგამენტისგან, ქაღალდისგან, რომელიც თავად მაგმა დაამზადა მასზე კეთილგანწყობილი გავლენით.
– საგნები, მაგალითად, ფანქრები, კომპასი, დანა კანისთვის, პერგამენტი, ქაღალდი, ლაქიანი სითხე, რომლითაც დაიწერება.
– და მცენარეები, რომლებშიც თილისმანი შეინახება.
კანი ნაყიდი უნდა იყოს მაშინ, როცა გავლენის ქვეშ ხარ, მაგალითად, ძველ ეგვიპტეში 23 ივნისს მკვდრად დაბადებულ ბატკანს იყენებდნენ, ამუშავებდნენ და თეთრ სახვევში ახვევდნენ. ხოლო ქაღალდი მაგის პირადი ხმარებიდან უნდა იყოს. თუ ნაყიდია, უნდა ჩავდოთ წყალში, მეტალის ფურცელზე მივაკროთ, მაკოპირებელი პრესი დავადოთ იმ პლანეტის ლოგოთი, შეგვიძლია, რომლის გავლენის ქვეშას ვიყავით შეძენისას.
მატერიალი თილისმებისთვის:
– სატურნისთვის – ტყვია;
– იუპიტერისთვის – კალა;
– მარსისთვის – რკინა;
– მზისთვის – ოქრო;
– ვენერასთვის – სპილენძი;
– მერკურისთვის – ვერცხლისწყალი.
სატურნის თილისმანი
შაბათის ანგელოზები: კეთილი – ორიფიელი, ბოროტი – ნაბამი, სული – არატრონი. ანგელოზები: დაფოკიელი, იოფილე, მეშვიდე ლეგიონიდან – ბოუელი.
მას, ვისაც ამ თილისმის ტარება უნდა, სატურნის თილისმა თავად უნდა ამოკვეთოს, მოწმეების გარეშე, თანაც არავის უნდა უთხრას შაბათს, როცა მთვარე კუროს ან თხის რქის პირველ 10 გრადუსს გაივლის და დადებით ასპექტს ქმნის სატურნთან. ასევე ის დღეა თილისმანისთვის წარმატებული, თუ ზოგადად ტრინსა ან სექსტილში იმყოფება სატურნი. გამორიცხულია კვადრატი ან ოპოზიცია. გვადგება თუ მთვარის მეორე ან 22-ე დღეები გადის შაბათს და სატურნთან პლიუსი მხარის ასპექტები აქვს. მხედველობაში ვიღებთ სატურნის საათებს: 1სთ 12-დან, 1სთ-მდე დღის, მე-8სთ 7-დან 8-მდე დღის, მე-15 2-დან 3-მდე შუაღამემდე და 22 სთ დილის 9-10სთ-მდე. საათი ასევე ასპექტებთან უნდა იყოს შეხამებული.
სატურნი იცავს ფეხის-ხელის მოტეხვისგან, პარალიჩისგან, გარშემო სატურნული საგნების რიცხვის ზრდას უწყობს ხელს. ეხმარება მიზნის მიღწევაში იმ პირებთან, რომელთაც მაღალი თანამდებობა აქვთ, ერთგულსა და ძალაუფლებიანს ხდის, კარგ შემთხვევაში. სამაგიეროდ, უბედურია სასოფლო საქმეებში, ჩხუბებსა და მშობიარობაში.
თილისმანის თავში ხშირად სატურნის ნიშანს წერენ, ეს ცალ მხარეს, მის ქვემოთ 5 ქიმიანი ვარსკვლავით, უფრო ქვემოთ წვერებიანი კაცია, ნამგალი უჭირავს, მეორე მხარეს ციფრების კვადრატია ან ამ რიცხვების კაბალური სახელები.
სატურნი მოხუცი კაცით გამოისახება, რომელიც ასო TAY-ზე დგას, თუ კაბალაა – ებრაულ ჯვარზე.
იუპიტერის თილისმანი
რიცხვი 34
ხუთშაბათის ანგელოზი: კეთილი – ზაჰარიელი, ბოროტი – ჰაბი, სული:ბეტორი, ანგელოზი: სადკიელი. სიკეთის გენია: ზაკიელი. ანგელოზ მბრძანებელი მე-6 ლეგიონის – საბიელი.
ხუთშაბათს კეთდება, როცა მთვარე იმყოფება სასწორის პირველ ათ გრადუსში და შედგება კეთილი ასპექტებისგან სატურნთან და იუპიტერთან. 1სთ 12-დან 1-მდე დღისით, 8საათი 7-დან 8-მდე საღამოს. 15 – 2-დან 3-მდე შუაღამისას, 22-9-დან 10-მდე მეორე დღის დილამდე (პარასკევს).
ეს თილისმანი იცავს დაბადების ჰოროსკოპში არსებული მოულოდნელი შემთხვევებისგან, სიკვდილის საშიშროებისგან. ნაღველს ქარს ატანს და ადამიანს იღბალს აძლევს. უმეტესად, ოქროზე იკვეთება, მაღლა იუპიტერი რომ ეწეროს, ისე. მის ქვემოთ ხუთქიმიან ვარსკვლავს სახავენ. დაბლა, უფრო ქვემოთ, მღვდელია გამოსახული ანაფორითა და ხელში წიგნით. მეორე მხარეს მაგიური კვადრატია 1-დან 16-მდე ციფრებით ან კაბალისტური ცხრილით.
არ მჯერა თილისმების და ამგვარი დებილობების)
შეხედე როგორც ტრადიციულ არტს
სადაც არტია არა მხოლოდ ნიმუში, არამედ მასთან დამოკიდებულება
გამოხმაურება: შვიდი ანგელოზის თილისმა: მზე და მთვარე « Merz AnnA Blume