სიმართლის ეპოქა

ფიცი მწამს, ჩეკი მაკვირვებსო. რამდენჯერაც ვცადე მეცრუა, ჩანთაში დაგროვილი ჩეკები მიპოვნეს, ქალაქგარეთ სულაც არ ყოფილხარ და სამსახური გააცდინეო, ამ ჩანთაში უფრო ძვირი მიგიციაო, მე კი მაინც სულ მავიწყდება ჩანთის ნაგვისგან ამოსუფთავება. ჰოდა, ჩემს საყვარელ ტყუილსაც ვეღარ ვიტყვი, რომ ხუთ წუთში ვიქნები: მეტროში კამერები დააყენეს და საიტის მომხმარებლებს შეგვიძლია პირდაპირ ეთერში ვადევნოთ თვალი მიმდინარე მოვლენებს: აქეთ ჩემი მეგობარი ზის და აკონტროლებს მეუღლეს, რომელიც იქვე მუშაობს. მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ თანამედროვე სამყაროში ტყუილი გაჭირდა.

ალბათ მთელ ქალაქში დაყენდება კამერები და საიტების მეშვეობით ვნახავთ ნებისმნიერი ვინმეს ოინებს. აქაოდა შემოვაო უნივერსალური პროგრამები კომპიუტერები ვინდოუსის გარეშე, ღიად რომ იმუშავებსო. ახალ ლიტერატურაშიც აისახა, დრაკონიანი გოგონა აიღე, ჰაკის მეშვეობით საიდუმლოებს ხსნიდა, მაგრამ იმ ტიპს უყვარდა თუ არა, ეს ვერ გაიგო. გულისმიერი მომენტი. არც ეს ნაწარმი განმიხილავს როგორც დეტექტივი მკვლელობის ან მსგავსი, არამედ, როგორც ზღვარი კომპიუტერიზებულ სამყაროში რა შეიძლება დაიმალოს. თუმცა ზოგი წიგნი იმასაც მიადგა, რომ ადამიანები სიცრუის დეტექტორით დადიან, – სამედიცინო ფანტასტიკა.

ბავშვობაში, როცა კომპიუტერები პენტიუმ 3 და 4 შემოდიოდა, მითხრეს, რასაც გინდა კითხავ, ყველაფერს გიპასუხებსო. მე კიდევ ძალიან მეშინოდა, რომ ჩემი ოინების შესახებ არ გაეგოთ, მაგალითად, წებო რომ გავაფუჭე ან რას ვფიქრობდი მეზობლებზე. მერე როცა გავიგე კომპიუტერი რა იყო, დავმშვიდდი, მივხვდი, რომ ჩემს შესახებ ისევ მოვიტყუები. მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ სამყარო სიმართლის ეპოქისკენ მიდის, თფუ, თფუ, ჭკვიანური ტყუილის ეპოქისკენ.

პ.ს. მატყუარა არ ვარ, მე ამას მსახიობურ ნიჭს ვეძახი.

3 responses to “სიმართლის ეპოქა

  1. მეც არ ვარ მატყუარა მხოლოდ გამოუვალ სიტუაციებში, როცა რომ არ მოვიტყუო, უფრო უარესი იქნება, ვიდრე რომ მოვიტყუო.

    იმ პატარა ეშმაკობებს სახლიდან რომ არ გამოვსულვარ ჯერ და უკვე გზაში ვარო-ტყუილს არ ვეძახი, გზაში ხომ ხარ და მიდიხარ და რა მნიშვნელობა აქვს კარებს კეტავ , მეტროში ხარ თუ გაჩერებაზე.

    ისე მეც მიყვარს ხოლმე იმაზე ნაკლების თქმა ვიდრე სინამდვილეში ნივთში გადავიხადე.

    უი მგონი მატყუარა ვარ:(

  2. ჰო, გააჩნია ტყუილს როგორ შეხედავ, როგორც ხელოვნებას თუ როგორც მიუღებელ საქციელს 🙂

გამოთქვით აზრი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s