საშემოდგომო

არაფერია იმაზე საზარელი, როგორც ღამე სამებაში მოხვდე, ამ დროს ქარისგან დროშები შრიალებს და ისეთი ხმა აქვს, გგონია, გაყრუებს. და როცა იცი, რომ ერთადერთი შველა პირჯვრის გადაწერაა, მაგრამ ხელში ძალა არა გაქვს. თითქოს გირები გიკიდია ხელზე და ქარი მიათრევს. სამებისკენ და დროშისკენ.
ნეტა, მოსახლეობა რამდენგზის გაწყდებოდა, ადამიანებს რომ არაფერი გვავიწყდებოდეს.

****

„ყოველთვის მაინტერესებდა საიდან მოჰქონდათ ავტორებს პერსონაჟების წლოვანება“, – ერთხელაც მკითხა, როცა სასაცილო ურთიერთობა გვქონდა: დასამტკიცებლად, რომ ოთახში მოჩვენება არ იყო, სიბნელეში სურათებს ვუღებდით გარემოს. პასუხი მომაფიქრდა: „ალბათ საიდანაც სახელები“. თქვენ შეგიფასებიათ წიგნები სახელების მიხედვით? აი, მე ჩვევა მაქვს: ვერასდროს მოვიწონებ ბევრი სახელით გატენილ წიგნებს, სივრცეს კარგავენ და მაღიაზიანებს.

„სულაც არ გაქვს ბნელი და საშიში გამომტყველება, მერე რა, რომ ყვავებმა.. რა ვიცი რა ქნეს ყვავებმა.. მერე რა, რომ ვამპირულად ფერმკრთალი ხარ, ფერმკრთალობა არ ნიშნავს, რომ საშიში ხარ, ადრე სინაზედ აღვიქვამდი, ახლა მინდა, რომ რამე საშიში დავინახო მდედრში. თან სიცივეში ისედაც წითლდები..“ – მეუბნებოდა, როცა მეპატიჟებოდა სახლში, – მერე რა, რომ მამამისი, დედამისი, მისი ძმა, ბაბუამისი, ბებიამისი სახლში იქნებოდნენ. ჰოდა, ყვავებზე იმას ამბობდა, რომ ერთხელ წრე შემომარტყეს, თავი ფილმში მეგონა, მერე ორი უხუცესი მოვიდა და ფეხებთან დამიდგა. ამ კადრს ხშირად ვახსენებ ხოლმე.

ის და მე ჩაის ვსვამდით, ბაბუამისმა რომ დააყენა, რომელიც მეჩაიე იყო; ვკერავდით ფოთოლს, რომელიც გავყავით. პეჩენიებისგან ვაგებთ სახლებს. ჩვენ ამას ოცნების კოშკები ვუწოდეთ და მერე ვანგრიეთ, მივირთვით ჩაისთან. მიყვებოდა მასწავლებელზე, რომელიც უიმედოდ უყვარდა და ბოლოს გათხოვდა.

მეორე დილით მომწერა: „თბილ საბანზე გადავედი, მაგრამ მძიმეა. ძალიან საყვარელია. დილით ნეკნები მტკივა. უცნაურია. სხვებს ალბათ არ სტკივათ. შენც თბილ საბანში ეხვევი ხოლმე?“– ძველ ნაწერებს გადავხედე და გამახსენდა.

One response to “საშემოდგომო

გამოთქვით აზრი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s