ვეჭვიანობ

“ჯერ კიდევ საკმარისად მთვრალი არ ყოფილხარ, თუ შეგიძლია იატაკზე ისე იწვე, რომ არ ეჭიდებოდე.”
ტელეფონი დამემტვრაო, ნასვამი იყო და ჩემი ვათხოვე, ოღონდ ჯერ მეგობარს დავურეკე, მეთქი თუა შესაძლებელი სიმის გარეშე აპარატით მფლობელზე რამე დადგინდეს. დაზვერვაში მუშაობდა და გაეცინა, ჩემზე ეჭვიანი ხარო. მეორე დილით მაინც მივეცი, თავისი ნომერი ჩადო და მკითხა: რატომ მაძლევ, რამეს მიჩალიჩებო? – ჩემზე პარანოიკია.
პარანოიკის განსაზღვრებას ვუკითხავდი, ავადმყოფობა არაა, არამედ ოცნება, რომ ვიღაც გაკვირდებოდეს.
ვიღაცას კი ყოველდღიურად ვკარგავ და მასთან ცხოვრებით სულ მარტო ვრჩები.
მარტოობა კი ისაა, როდესაც საკუთარი თავი დისკომფორტს გიქმნის.
ღმერთს კი თითოეული იმდენად ვუყვარვართ, რომ განზე დგება და არავის მხარეს არ იჭერს.
ის მომენტი მაქვს, როცა ვიცი, რომ მშვიდად ვარ, მაგრამ დილით ცრემლებით ვიღვიძებ.
ერთ–ერთი ჩვენთაგანი ყოველთვის მიდის და მეორე ისევ თავისთან ტოვებს. ასე დაშორების მუქარები ჩვევად გვექცა, თუმცა ემოციას მაინც ტოვებს: ყოველ ჯერზე მგონია, რომ ეს ბოლოა. და მაინც, მეორე წელია ვმეგობრობთ.
თავიდან გადაწყვიტა ყველაფერი მოეყოლა ჩემთვის, მაგრამ არ იცის, რომ მეორე წელია ბლოგი მაქვს და სულ მასზე ვწერ. სულ.
ერთხელ უნდა ვუთხრა. ალბათ მაშინ, როცა მე წავალ და ის არ დამტოვებს. და ალბათ მერე აქ აღარ მოვალ.

გამოთქვით აზრი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s