ალაჰის ქალი შირინ ნეშატის მიხედვით

შირინ ნეშატმა ფილმი გადაღოო, ”ქალები კაცების გარეშე”, მეგობარმა მითხრა და სათაური სულაც არ გამკვირვებია. ის ხომ თავიდან თბილი ქვეყნებიდან ცივ ქვეყნებში წავიდა, ვგულისხმობ, რომ ირანული არტის ვესტერნიზაცია მოახდინა. ისეთ ქვეყნებში, როგორიც მისი მშობლიურია, ეგზოტიკურობა შეკრიბა და ამერიკაც ამით დააინტერესა. ერთ ფოტო სერიაში თოფი და მზერა გამოიყენა, როგორც ინფორმაციის დამტკიცების საშუალება, – ხელებზე სიტყვები დააწერა და ლექსებად გადაშალა:

“პატარა ბაღში ხეების ნაცვლად,
დავრგე ხელები,
ვიცი, რომ გავიზრდები მწვანე.
და მელნისფერ თითთა
შორის ღარებში
ჩიტები დამიდებენ კვერცხებს”.

ფილმი ფოტოგრაფიული კადრებით აიგო და ტრაგიზმშიც ესთეტიურობის განცდა სდევს, რაც ავტორს მეტ ფემინურობას აძლევს. ეხება გენდერს ისლამში, რასაც სხვადასხვა ოჯახის ცხოვრების ჩვენებით აღწევს პოლიტიკური მოვლენების ფონზე. სცენარი ვინმე პარსიპურმა დაწერა და ნეშატმა ჩათვალა, რომ ეს ირანის ისტორიის მეორე მხარეა. მანამდე მოკლე ვიდეო ჰქონდა გადაღებული, “ტურბულანტობა” რომ ერქვა, რომლის მთელი არსიც ხმის გენდერულად განმასხვავებლობაზე იყო. საკუთარ თავს კი ერთხელ ერთი ექსპერიმენტი ჩაუტარა: ერთ სურათში თავი აღმოსავლელ და დასავლელ ქალად გააერთიანა. ერთი ჩვევა აქვს: საკუთარი თავის მუზაცაა და ავტორიც. გიტოვებთ მის ორ ვიდეოსა და რამდენიმე ფოტოს. მე ვფიქრობ, რომ თავისი აზრის გადმოსაცემად ფერები კარგად შეარჩია.






 

4 responses to “ალაჰის ქალი შირინ ნეშატის მიხედვით

  1. შირინ ნეშატი საოცარი ქალია, ნიჭიერი ხელოვანი და რაც მთავარია, იცის როგორ იყოს მუდამ ყურადღების ცენტრში და როგორ შეინარჩუნოს ცნობადობა. თუმცა, იმის ფონზე რასაც აკეთებს, ეს ძალიან ბოლოხარისხოვანია.

გამოთქვით აზრი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s