სახეები

ალბათ მოდა ერთადერთია, რაც ადამიანებს ერთმანეთთან გვაკავშირებს. შეკავშირებას კი ის ნაკლი აქვს, რომ პიროვნულობას კარგავს. ჰმ, პიროვნება, შეიძლება ეს ერთნაირობის სხვადასხვა გამოვლენაა და მოდაც პირველადობის ბუნებრივი მოთხოვნილებაა.
მიზანთროპი არ ვარ, რომ ვიყო, ხალხისადმი ემოცია უნდა გამაჩნდეს. მე კი მუდამ რაღაც შუალედში ვარ, ცნობისმოყვარეობა მომაკლეს და შუალედური დავრჩი. ასე იცის ადამიანმა, რომელიც მძაფრად არ ცხოვრობს.
ამ ბოლო დროს დამჩემდა წყალში ტირილი. ჯერ თავის გაკონტროლება ვისწავლე. ცრემლის შეკავება მართლა ერთადერთია, რაც არ მინდა გავაკონტროლო. როცა ვტირი, გაქვავებული სახე მაქვს და სველი სახე. გამოვტყდები და, ხანდახან მხოლოდ იმიტომ მიტირია, რომ სიტუაციას უხდება, შუალედურ პოზიციებს დრამატიზმს აძლევს, სცენიდან ჩამოსული საკუთარი ნაწილებისგან ტაშის საკრავად.
ვერასდროს ვუგებდი ადამიანებს, რომლებიც მხოლოდ იმიტომ მუშაობენ, რომ სახლში ჯდომა ბეზრდებათ, თითქოს ოფიციალური სამუშაო ერთადერთი საქმე ყოფილიყოს დედამიწაზე. არც ისინი მომწონდა, ძველი საყვარლების დასავიწყებლად ახლებს რომ იჩენენ, იმდენი მოვა, იმდენი წავა, ყურადღება უნდა გადავიტანოო, პრობლემებს, მოგვარების მაგივრად ახალს აწეპებენ და ჩიხში შესულები ახალ ჩიხს ელიან.
მგონია, მათზე მეტი ვარ. მაგრამ რახან ძალიან შუალედური ვარ, საშუალოდ მეტი.
მაგრამ როდესაც ჩემი თავი არ მომწონს, მაღიზიანებს, ვისაც ვუყვარვარ, უგემოვნობის გამო.
წერის ლომკა მაქვს. ხანდახან ჩემი ნაწერები მიყვარს და საკუთარ იდეებს თავზე მაღლა ვაყენებ, ღმერთივით ვაქცევ. ერთი სული მაქვს სხეული მივცე და ხატი შევქმნა. ალბათ ამიტომ დავიწყე წერა, საკუთარი იდეების შეხება ვცადო, დანახვა. ალბათ ჩემნაირი იყო ღმერთიც, იდეების ნახვა მოუნდა.
მგზავრობა მიყვარს.
იცით, რა მაკვირვებს? როცა აგვიანებენ და მაინც დინჯად დადიან, თითქოს სიამაყე არ უწყობთ ხელს ნაბიჯს უჩქარონ. თან ეს თვისება აღმაფრთოვანებს. მე კი გადავიკიდებ ხოლმე ზურგზე ჩანთას, ხელით კაბა მიჭირავს, რომ არ აფრიალდეს და მივქრივარ, არც შუქნიშნებს ველოდები და არც ტრანსპორტს. რატომღაც მგონია, რომ ლოდინით უფრო დავაგვიანებ. ახლა უკვე იცით, რაც მომკლავს.
დილით ერთ კომპანიაში ვმუშაობ, ბევრი საქმე არაა და ადრე ვრჩები. ალბათ არასდროს ვიმუშავებდი, ფული რომ მქონდეს. მერე კაფეში მივდივარ. არც კაფეში მუშაობა მომწონს, მითუმეტეს, რომ არც გამომდის. მხოლოდ ის მომწონს, შორიდან მოვლენების დაკვირვება რომ ხდება. ვხედავ, როგორ უყვარდებათ, მერე ღალატობენ, მერე შორდებიან, კამათობენ, რიგდებიან. ძირითადად, ერთი ხალხი დადის და მათი ცხოვრება ჩემს თვალწინ გადის.
ხანდახან სამსახურის მერე ვსვამ. ვსვამთ. ის ჯერ იაფიან არაყს მოიყუდებს, პირში დაიგროვებს და ფანტას შეატანს, თან იშმუშნება და ამ მიმიკას ფანტას აბრალებს.
ხანდახან მგონია, რომ დიდი ხნის მერე, ძალიან დიდი ხნის მერე, პირველად ზრუნავს ჩემზე ვიღაც და მიკვირს. იმდენად, რომ არც ვიცი თუ მომწონს. ზოგადად, როცა მეუბნებიან, რომ სიყვარულის არ სწამთ, არამედ, მეგობრობის, ვფიქრობ, რომ სიყვარული ყველას შეუძლია, მაგრამ არა საყვარელი ადამიანების გამო ბრძოლა, რაც უკვე მეგობრობაა, მე კი უშინაარსო სიტყვები არ მიყვარს. ის ჩემი არც მეგობარია, არც ვუყვარვარ, უბრალოდ ზრუნავს და ეს უფრო მეტად მიკვირს.
მერე მოვდივარ სახლში. მაცილებს. ვიცი, ჟურნალისთვის უნდა დავწერო და ყავას ვაცხელებ. როგორ მეზიზღება ყავა. ხანდახან ვუყურებ ტელეფონს. ვურეკავ ძველ ნაცნობს და უთქმელად ვუმეორებ საყვარელ ფრაზას: “დაგაზიანო ბოლოა რაც მინდა, მაგრამ მაინც სიაში”.

3 responses to “სახეები

  1. უსაქმურობის გამო მუშაობის დაწყება მშვენიერია, ხანდახან გინდა საკუთარი თავის რეალიზება ფიტნეს კლუბისა და ბავშვების აღზრდის გარეშე მოახდინო.

  2. თავის რეალიზება რომ გინდა მოახდინო, სხვაა და როცა რეალიზება არ გაინტერესებს და მთავარია დრო დახარჯო, ეს – სხვა. ვამბობ, რომ დრო უნდა გამოიყენო, და არა დახარჯო.. ახლა ალბათ უკეთ ავხსენი..

გამოთქვით აზრი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s