პირველი შვილი იმიტომ გავაჩინეთ, რომ ჯარში არ წავეყვანეთ,
მეორე იმიტომ მივაყოლეთ, რომ პირველი ეგოისტი არ გაზრდილიყო,
მესამე იმიტომ გავაჩინეთ, რომ პატრიარქს მოენათლა,
მაგრამ მეოთხე რატომ–ღა?
ადრე: – ბავშვებს გაფიცებ, არ გადამიხადო ისე ჩადი, მე გადავიხდი.
– არა, ძმის შვილს გაფიცებ, მე გადავიხდი, ეგ ფული ბავშვებს შეუნახე.
ახლა: – გსურთ იმგზავროთ საათნახევრის განმავლობაში ერთხელ გადახდილი საფასურით?
– გაგიჟდი? ეგ რა მაკადრე, მე მინდა სულ ვიხადო და ვიხადო, მაგას არავინაც არ მისცემს ხმას. აბა ახლა შენ მისცემ?
– შეუძლებელია აპოლიტიკური იყო, თუ ხარ, ე.ი. ცალკე პარტიას ქმნი.
იცით, რა ვერ გავიგე? როგორ ენდობიან ტელევიზორში ნანახ პოლიტიკოსებს, როცა მე მეგობრებსაც არ ვენდობი?
აი, ვინც თავს დებს რომელიმეზე, მართლა დებს თუ თავს იტყუებს? კი არა და