რეგულირების ბიურო

ნაწერის სათაური ჩემი არ არის, თანამედროვე ფილმიდან ავიღე, როცა ზეციური ბიურო სახელმწიფოს პოტენციურ მმართველს ეცხადება და პირობებს წარუდგენს: თუ გინდა მთავრობაში იყო.. მერე ეს კაცი დაიხურავს ქუდს, როგორც ცოდნის სიმბოლოს, ავა ცათამბრჯენზე, როგორც ბაბილონის გოდოლის სიმბოლოზე, რომ ღმერთს პირისპირ ჩახედოს და უთხრას: ორივე მინდა. მერე მოხდება დაპირისპირება ანგელოზებს შორის, ვიღაცა ბედისწერას განუდგაო და ამ კაცს წიგნი შეაჩეჩეს ხელში: აგერ, მთელი შენი ცხოვრება წერია, სხვაგვარად ვერ იზამო. ბოლოს ირკვევა, რომ ბედისწერა ბრბოსთვისაა განკუთვნილი, მხოლოდ ერთეულები თუ ცდილობენ დამოუკიდებელ ნაბიჯებს და ეს ღმერთს მოსწონსო.

ეს სათაურის ახსნისთვის მოკლე შინაარსად, ფილმი იქით და მაგიაზე ვფიქრობ, როგორც განგების შეცვლის ერთ, მაგრამ არა ერთადერთ საშუალებად და ვამბობ, მისი ცალსახად უარყოფა არ შეიძლება, მთავარია, როგორ გამოიყენებ. თუ დაკვირვებიხართ, თუნდაც წიგნებში ჭეშმარიტების შეცნობა ეშმაკისთვის სულის მიყიდვით იწყება, მაგრამ მასზე არ ჩერდებიან, მუდმივ მოძრაობაში არიან. აქ არ იმაზე, რამდენადაა მაგიურობა სარწმუნო, მხოლოდ მის მორალურ ასპექტებზე გავამახვილებ ყურადღებას.

შაგრენის ტყავი რომ ავიღოთ, როგორც სურვილების შემსრულებელი სიმბოლო, გამოხატული მატერიალურად, ცხვარი, მედეას თუ აბრაამის დროიდან, ოდითგანვე იმ სოციალურ კატეგორიაში გადის, სიცოცხლეს მსხვერპლად რომ ეწირება. ამ შემთხვევაში, აბრაამი შაგრენთან იდენტური ხდება, რამდენადაც სურვილისა და მოსურნეს საერთო აღქმა ხდება. სიცოცხლის ბოლოს ტყავი კაცთან ერთიანდება და მთლიანობაში ხდება დაღუპვა.

აღვნიშნავ, რომ გენეტიკური მდგომარეობის მიუხედავად, მისი პრაქტიკისთვის არასდროს მიმიმართავს. იმ მიზეზით არა, რომ ცოდვად მივიჩნევდი, ეკლესიაშიც კი სამიოდე სურვილი თუ მექნება ნათქვამი ხატისთვის. საქმე იმაშია, რომ მძაფრი სურვილები არ მაქვს და ჩემი პრობლემა შინაგანის დაზიანებულ აღქმაშია. დაზიანებული გარემოსთვის ითქმის, თორემ როგორც ფრთხილი, ისე აღვიქვამ, ვიცი, რომ ნებისმიერ სურვილს ნეგატიური მხარე მოყვება და მეშინია მათი ახდენის. ამიტომაც ვამბობ: კონკრეტული სურვილები არ მაქვს.

ვთვლი, რომ ”ვსიო კ ლუჩშემუ”, აი, როცა ერთმა ახლობელმა მაგიის მეშვეობით სურვილი ჩაიფიქრა, სასურველ თანამდებობაზე მოწყობისთვის, სხვაგან უკეთესი პირობები გამოუჩნდა, მაგრამ ვეღარ გამოიყენა, იმ ახდენილი წინა თანამდებობის გამო. ან როცა ჩემმა წინაპარმა საყვარელი ქმარი მოაჯადოვა, შემდგომში თავად გადაუყვარდა და მუდამ ღალატობდა. ეტყობა ის გამოჩნდა, ვისაც ის განგების ნებით უყვარდა. მაგრამ გამაღიზიანებელი ის არის, რომ როცა დროისა და ექიმის გაიგივებას ახდენენ, მგონია, მაფურთხებენ, რადგან ვთვლი, რომ იდეები არსებობს, რომლებიც დროსა და სივრცეზე მეტია. მე კი არ ვიცი, რომელი სურვილი საუკუნოდ მიღირს, ნებისმიერ ფასად, დროსა და სივრცეზე მეტად, ამიტომაც მძაფრი სურვილები არ მაქვს. თან მე ძალა არ მაქვს, რადგან სათანადო ხედვა არ მაქვს.

თან სწორედ გაიგეთ, წეღან ლოცვა ღმერთისადმი და მაგიის გამოყენება სათხოვნელად ერთ კონტექსტში მოვაქციე, – საბოლოოდ, ორივე შემთხვევაში სურვილი მაინც ღმერთამდე აღწევს, მხოლოდ მეორეში სურვილის ახდენისთვის სიტყვასთან ერთად მისი იდეის გამატერიალურება უნდა მოვახდინო, თუ პირველის შემთხვევაში მხოლოდ სიტყვის ძალა მოქმედებს.

მის მავნებლობაზე რომ გავამახვილო ყურადღება, ზოგი თვლის, რომ თხოვნის გაგზავნას უარყოფითი შედეგი არ აქვს. მე მაინც ვთვლი, რომ ორივე შემთხვევაში, სანაცვლოდ რაღაცის დათმობა გიწევს. ცხოვრებას ერთგვარ ”ლეველებად” აღვიქვამ, ანუ რაც უნდა დახარჯულიყო შენი ცხოვრების ერთ სფეროში, ენერგია იქიდან გადმოდის და ამ თხოვნისთვის ლოკალიზდება, ანუ საკუთარი საჭიროებებიც ყოველთვის ერთმანეთის პროპორციულია. ამიტომაა მაგია ბნელი, რადგან თვლიან, რომ სამყარომ უფრო იცის შენი საჭიროებები, ვიდრე თავად შეგიძლია მისი გარჩევა. მაგალითად რომ ავიღოთ სატურნის თილისმანის დამზადება, რომელიც ეხმარება მაღალი თანამდებობის მოსაპოვებლად, მის მატარებელს ენერგიულსა და ძალაუფლებიანს ხდის, სამაგიეროდ, უბედურების მომტანია სასოფლო სამეურნეობის საქმეებში, პირად კონფლიქრებში და მშობიარობის შემთხვევებში.

ხოლო ოკულტიზმსა და მაგიას შორის განსხვავება არა, უფრო საფეხურებია, რამდენადაც პირველი შეცნობაზე ლოკალიზდება და თეორიულია, ხოლო მეორე ამ თეორიის გამოყენებაა პრაქტიკაში. ეს ფაუსტური ლოგიკაა, რამდენადაც თეორიული ცოდნა ბედნიერების მომტანი არ არის ინტროვერსიული, გარემოსგან იზოლირებული ბუნების გამო. ოკულტიზმის დიდი წვლილი იმაშია, რომ მდგომარეობას ამყარებს შენსა და ზედა სამყაროს შორის. მაგია ერთგვარი გასროლაა იარაღის გარეშე. მისი მოქმედება იმაში მდგომარეობს, რომ გარეგნობა შინაგანის მკრთალი, მაგრამ მაინც ანარეკლია, ცოცხალი ორგანიზმები და მაგნეტიკური სხეულები გამოყოფენ ბნელ ფლუიდებს, სენსორების მიერ ხილულს. ეს ფლუიდები არის უხილავი ძალის გამოვლინება. ვფიქრობ, ცოდვა ის კი არ არის, რომ ეს ძალა იქნას გამოყენებული, არამედ ის, რომ ეს შექმნილი ძალა, გამოუყენებლად იკარგებოდეს, მასთან კონტაქტის გარეშე ვკვდებოდეთ. მთავარია  ხედვის, აღქმის მდგომარეობა, რეალობასთან იყოს კავშირში.

ეს ზოგადად, მაგიასთან დაკავშირებით აზრი რომ მეთქვა. თქვენს ნებისმიერ შეხედულებას ინტერესით მივიღებ. თუ სურვილი იქნება, შემდეგი თემებისთვის ვაპირებ, ძველ ქართული მაგიიდან რამდენიმე საქორწინო რეცეპტი გასწავლოთ, სასიყვარულო ელექსირები წავიკითხოთ ან ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით თილისმანები დავამზადოთ.

6 responses to “რეგულირების ბიურო

  1. ძალიან საინტერესო პოსტი იყო. დიდი სიამოვნებით გავეცნობი შემდეგ პოსტებს ამ საკითხზე. მე მგონია რომ ადამიანებს ყოველთვის გვიწევს რაღაცის დათმობა მეორე რაღაცის ფასად, გაცნობიერებულ არჩევანს ვაკეთებთ იმის მიხედვით გვიღირს თუ არა, თუმცა გარანტია იმისა რომ ამას არ ვინანებთ ბუნებრივია არასოდეს არ გვაქვს. იგივეა ამ სურვილების შემთხვევაშიც, ესეც გაცნობიერებულად უნდა გაკეთდეს. არსებობს სურვილები (რატომღაც სურვილი “კაპრიზთან” ასოცირდება, თუმცა ამას არ ვგულისხმობ), რომლებიც დათმობებად, უკურექაციებად ღირს. ისევე როგორც მედიკამენტი, რომელსაც უკუჩვენებები აქვს, თუმცა მაინც იღებ. ხშირად ვამბობ ხოლმე “ყველაზე დიდი სასჯელი შეიძლება სურვილის ასრულება იყოს მეთქი”, თუმცა ზოგჯერ ვეთანხმები ამას ზოგჯერ არა, სიტუაციას გააჩნია აქაც, ადამიანის ტიპსაც და კმაყოფილების დოზასაც რომელსაც იღებ. ადრე მე თავადვე ვთავაზობდი ხოლმე “სამყაროს” (აქ ყველაფერს ვგულისხმობ) ჩემი სუვრილის ასრულების საფასურს, საფასურის გადახდა ყველაზე ძნელი რამაა სხვათაშორის, როგორი მარტივიც არ უნდა იყოს ის (სასოწარკვეთის დროს საფასურის სიმძიმის შეფასება ჭირს). ძალიან საინტერესო თემა წამოჭერი და ძალიან დამაფიქრე.

  2. ვთავაზობდი ხოლმეო სამყაროს, აღნიშნე.. ამაზე ადრეც დავწერე, ჩინური ლოცვა მახსენდება: – ღმერთო, იხსენი ჩემი ცოლ-შვილი სენისგან და წაიყვანე ჩემი საქონელი.
    one month later: – ღმერთო, ომში დამეღუპა ცოლ-შვილი და საქონელს ხომ ვერ დამიბრუნებდი?

    სწორედ გაგიგია, ფინიკი, მაგიის ერთადერთ მინუსს იმას ვთვლი, რომ სურვილის ახდენა სხვა სურვილების პარალელურია ხოლმე, თუმცა ცხოვრებაშიც ასეა და გამოდის, ბუნებრივ იღბალსა და ხელოვნურს შორის არაა ამ მხრივ სხვაობა.

გამოთქვით აზრი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s