მახსოვს, ბებოს მილიონიანი კუპონი პენსიად რომ მისცეს, მილიონერი ვარო, ამბობდა. იმ დღეს არ ვიშიმშილეთ.
ჩემს უბანში ერთი ლიტერატურული კაფე იყო, მისი ბიბლიოთეკიდან, არ მახსოვს, ჰემინგუეი გამოვიტანე თუ მურაკამი. ქაღალდის ორ ლარიანი მქონდა, სანიშნედ ვიყენებდი და წიგნის დაბრუნებისას სადღაც შუაში დარჩა. ეს ბოლო ქაღალდის ორი ლარი იყო, რომელიც მქონდა. მერე მონეტებით შეენაცვლა.
ჯერ ვცდილობდი მონეტები შემეგროვებინა, ახალი იყო და მიკვირდა. შემდეგ ნოსტალგია ვიგრძენი ფალიაშვილისა და ფიროსმანის მიმართ. ჩემნაირი ადამიანები სიახლეს მალე ეგუებიან და სიძველეს მისტირიან.
რამდენჯერმე პეკინზე მისვლაც დავაპირე, იქნებ ჩემს მერე წიგნი არავის გამოეწერა ან გამოეწერა, მაგრამ ფული ადგილზე დაეტოვა, თუმცა იმედი არ მქონდა. იმასაც წარმოვიდგენდი, დამწყები მკითხველი წიგნს რომ გადაშლიდა და იქვე კოლაც მოუვიდოდა კაფეში.
ზოგი ქაღალდის ფულს ინახავს კიდეც. ვისაც ბოლო პერიოდი მოლარედ უმუშავია, შეჯახებია, ადამიანები ხელის კანკალით რომ იღებენ ყულაპიდან ფულს და რა ვქნა, გამიჭირდაო, – ამბობენ. საბედნიეროდ, ხმარებიდან არ გასულა და მშობლებისნაირ ისტორიებს არ ვისმენთ, როგორ გაუვიდა გატენილ მუთაქას ვადა და იღლიაში ამოსადებად ვარგა.
მე ჩემი ბოლო ორ და ერთ ლარიანი მეგობარს ვაჩუქე ))) თან წავაწერე რომ არავითარ შემთხვევაში არუნდა აიღონ ეს გამყიდველებმა და ტაქსისტებმა )))))
მე ვინახავ საფულეში 3 ერთლარიანს და 2 ორლარიანს და არაფრისდიდებით არ ვხარჯავ :))))
რას ერჩიან ფალიაშვილს? 🙂