ფლავი და შარბათი მოჰამარისას

ჩემი ყურანით დაინტერესება სკოლის ასაკში დაიწყო, როცა მშობლებმა დამბანეს, ჩამაცვეს, ხელი ჩამჭიდეს და ნათესავების გასაცნობად წამიყვანეს, ჩემი ასაკის გოგონების. მათი ბებია, ბაბუაჩვენის და, დაუბანიათ, დაუვარცხნიათ და მუსლიმანისთვის მიუთხოვებიათ, ჩვენი ხაზი კი იმ ბებიის ხაზზე იძახდა: გაგვეყო, აღარაფერი გვაკავშირებსო.

როგორც კი შევედით, გოგონებმა თავიანთი კაბები შემომაცვეს და სამკაულები ამიწყვეს. ალაჰმა თქვა, თუ რამეს გაჩუქებენ, რაც არ გითხოვია, მიიღე, ეს ჩემგან არისო. მრგვალი მაგიდა მახსოვს, დასვენებულზე ჩაი შემომთავაზეს. ვიაურე, მაგრამ დედამ ჩუმად მითხრა: სხვანაირი ჩაი ექნებათ, დალიეო. ცნობისმოყვარეობამ მძლია და თავი დავუქნიე, მერე კი იმედი გამიცრუვდა ”მარიამის” ერთჯერადი კოლოფი რომ ჭიქაში ჩადო, შაქარი დააყარა და წყალი დაასხა.

ლამაზი გოგონები იყვნენ, დაწყობილი სახის ნაკვთები ჰქონდათ და სითბოს არ მალავდნენ. არც ქუჩებში სახეს და გაბედული ნაბიჯებით დადიოდნენ. ერთი გამომიტყდა: ოცნება მაქვს ჯვარი ვატაროო, – მერე მოინათლა. მთელი ოჯახი მოინათლა. მე კი გადავწყვიტე ჩაის დაყენება თავად მესწავლა. მოიმარაგეთ ჩაი, ფლავი და შარბათი, მინდა ყურანზე გესაუბროთ.

ამასობაში, ყურანი ვიპოვნე, რომელიც არც დაფლეთილი ყოფილა და არც სიძველისგან გაყვითლებული. მაშინაც ასე მივიღე და ახლაც, რომ წიგნი რელიგიური ტრილოგიის მესამე სერია იყო, ძველსა და ახალ აღთქმას რომ მოსდევს. თუ ძველი აღთქმა ქრისტეს მოსვლის შემზადებისთვისაა განკუთვნილი, ახალში ქრისტეს მოსვლაა მოცემული, ყურანში გადმოცემულია ქრისტეს წასვლის შემდეგ ცხოვრება.

ცხოვრება, რომელიც მეტისმეტად გამკაცრდა. ჰოდა, მუსლიმებსაც სჯერათ, რომ სახარების დაკარგულის აღმოსაჩენად დაიწყეს კითხვა. რაღაც სანახევროდ ქრისტიანები არიან, ოღონდ მონათმფლობელურ ეპოქაში დაწერილი წიგნით, სადაც არც ადამიანები ვართ ღვთის ძენი და არც ქრისტე. ყველანი მისი მონები ვართ, ქრისტეს კიდევ ჰო და მუჰამედს, შუამავლის წოდება ჰქონდათ. წინა ორი რელიგიიდან განსხვავებით მეტად მკაცრია. მორიელის ზოდიაქოში შექმნილი. შეიძლება ითქვას, დესტრუქციის რელიგიაა. ყურანის მიხედვით, ღმერთი სამყაროს მოშორებულია დიდი მანძილით. ყურანის ღმერთი აღამებს და ათენებს, სიცოცხლე სიკვდილისგან გამოჰყავს და სიკვდილი სიცოცხლისგან. “ამბობენ, ღმერთს ძე ჰყავსო. მისმა დიდებამან არა. იგი კმარობს თავის თავსა”.

მისი მიხედვით, იესო არ მომკვდარა ჯვარზე, არამედ ჯვრიდან იქცა ცად აყვანილი. მუჰამედი ბიბლიას აღიარებს, წინასწარმეტყველებსა და მოციქულებს: ადამს, ნოეს, აბრაამს, მოსეს, ქრისტეს და თვლის, რომ თავს აგვირგვინებს, რომელმაც უნდა გამოასწოროს მათ მიერ დაშვებული ხარვეზები. მუსულმანი მორწმუნესთვის მტერი მხოლოდ არამორწმუნე შეიძლება იყოს. დღეში ხუთჯერ ლოცვამ მეტად დისციპლინებული გახადა ცხოვრება.

ყურანი, როგორც დოგმატიკათა კრებული რელიგიური საფუძვლით, მუჰამედის სიცოცხლეში წიგნის სახით არ არსებობდა. აწ არსებული ზნეობა მუჰამედისგან ალაჰის გამოცხადებად გასაღდა, შეიკრა და დამოუკიდებელი სახე მიიღო, დამძიმებული რიტუალებით. სურები და აიათები ცალკეულად იწერებოდა ბრტყელ ძვლებზე, პალმის ფოთლებსა და ქვებზე. ნაწილი მოწაფეებმა ზეპირად იცოდნენ და ისე ავრცელებდნენ.

ერთი მეზობელი მყავდა, კაკლის ხესავით მაღალი იყო. კაკალს კი იმიტომ ვამსგავსებ, რომ თავად უყვარდა მასზე ცოცვა. სლიკინა კანზე ეჯაჯღურებოდა და მუდამ ფოთლების სუნი ასდიოდა. ერთხელ, როცა ყულაპის ფუნქციის ბოთლი გაჭრა, ხურდები ქაღალდის ფულში გადაცვალა, მეძავთან წავიდა. მაშინ ბავშვებს ეზოში შტაბი გვქონდა მოწყობილი, შევიკრიბეთ და წაკითხული რჩევები მივეცით.

მაგალითად, მკითხავი ხალხისგან ემბრიონის სქესის დადგენის ერთი საშუალება ვიცოდი: ღმერთის სახელი იყო “აუმ”, ორგაზმის დროს, ჩასახვისას, რომ აღმოხდებოდა კაცს, ქალს კი ჩასახულის დაბადებისას. მედიტაციისას და ლოცვებისას ამ ბგერას ამიტომაც მიმართავდნენ, როგორც ენერგიის გამოყოფას და შთაბერვას. თუ კაცი წევს მარცხენა მხარეს, ქალი კი მარჯვენაზე, მაშინ კაცის სუსნთქვა მზისა არის, ჰაერი, ძირითადად, მარჯვენა ნესტოად შედის, ქალის სუნთქვა კი მთვარისაა, ამ შემთხვევაში ბიჭი გაჩნდება. ხოლო თუ კაცი წევს მარჯვენა გვერდზე, ქალი კი – მარცხენაზე, მაშინ კაცი იმყოფება მთვარის სუნთქვაში, ქალი კი – მზისაში. ამ შემთხვევაში გოგო გაჩნდება. თუ კაცი და ქალი მზის სუნთქვაში იმყოფებიან ფემინური ბიჭი გაჩნდება, კაცი და ქალი თუ მთვარის სუნთქვაში არიან, – ვაჟკაცური გოგონა.

ჰოდა, ჩვენს მეზობელს ერთი პანკისელი მუსლიმი ჰყავდა ამოჩემებული, სუფიზმს მისდევდა. რომ დაბრუნდა, მაისური გადაიხსნა, დასერილი ზურგი გვაჩვენა და თქვა: მოჰამარი ჩემზე ჩაატარაო. მაშინ ამ სიტყვის მნიშვნელობა არ ვიცოდი და თანდათან შევაგროვე ინფორმაცია. მეზობელს კი მერე ჭლექი დაემართა.

მოჰამარზე ცნობები ჯერ კიდევ მე-7-მე-8 საუკუნეების არაბულ ქრონიკებში გვხვდება. მისტერიაში იკვეთება ძირითადი მომენტები: როუზე, დასთე, თაზიე. იმართება ყოველწლიურად. მთვარის კალენდრის მიხედვით, პირველი თვის დასაწყისში. მოძრავი დღესასწაულია. მთვარის ფაზებზე დამოკიდებული და ხშირად შემოდგომას ემთხვევა. დროთა განმავლობაში პოლიტიკური და კლასობრივი ბრძოლის ფორმად გადაიქცა სამღვდელოებისგან. წარმოშობა უშუალოდაა დაკავშირებული ისლამის წარმოშობასთან.

იკერავენ ახალ ტანსაცმელს, ყიდულობენ ახალ ჭურჭელს, შლიან სუფრას. ამზადებენ ფლავსა და შარბათს. არ იხდიან ქორწილებს და სხვა ზეიმებს. ერიდებიან სქესობრივ კავშირსა და მოგზაურობას. კაცები წვერს არ იპარსავენ. იცავენ ”ნამაზის” (ლოცვის) რიგს და სხეულის რიტუალური განბანის წესს. ორმოცი დღე მარხულობენ. აივნებს, ფარდულებს, გზებს ფერადი ქსოვილებით 2-3 დღის განმავლობაში ფარავენ. მწვანე, წითელი და შავი ფერის დროშებს შლიან. სურათებსა და სარკეებს შავი ფერის საბურავებს აფარებენ. ალმებსა და ლამპიონებს სირაქლემის ბუმბულით აწყობენ. საუბრობენ შიიტ წმინდანებზე: ალიზე, ჰასანზე და ჰუსეინზე.

შიიზმი აიდიალებს მუჰამედის შთამომავლობას. ჭეშმარიტად მხოლოდ იმ ჰადისების ცნობას, რომელიც მუჰამედის ოჯახის წევრებს ეკუთვნის. განსაკუთრებულ უპირატესობას იჭერს ალის კულტი. ალაჰმა ერთხელ მუჰამედს უთხრა: “შენ თუ არა, არ შევქმნიდი სამყაროს, მაგრამ თუ არა ალი, არ შეგქმნიდი შენ.” მეორე ლეგენდის მიხედვით კი ალაჰს შეშლია, ყურანი ალისთვის უნდა მიეცა და მექანიკურად მუჰამედისთვის მიუცია. ამის მერე ამბობენ, ვის არ შეშლიაო.

მოჰამარის გარდა ტანჯვა–წამების სიხარულით შემცვლელი რიტუალები ნამაზით იწყება. ნამაზის მოძრაობები ვარჯიშის ფუნქციაა, წვრთნა. მე თავის გამოლაყებას ვეძახი, როცა სისხლი აქეთ–იქით მოძრაობს და ბრუნვას ექსტაზში შეყავხარ. ვიღაცას თუ ეზარება ნამაზის შესრულება, მუჰამედი, როცა კვდებოდა, ისევ ნამაზზე ფიქრობდაო, ამბობენ ხოლმე.

ზრდილობის დაუწერელი კანონები, ისლამში დაწერილია. მაგალითად, დაბანის წესია: კბილების გახეხვისას სამჯერ გამოივლოთ წყალი. მარხვის შემთხვევაში ყელამდე არ უნდა ჩაიდო ჯაგრისი. წყვილი ორგანოების დაბანვისას მარჯვენათი უნდა დაიწყოთ. ხელებისა და ფეხების დაბანისას თითის წვერებიდან დაწყებაა საჭირო. წვერების ძირის გამობანა არ უნდა დაივიწყონ. ცხვირი მარცხენა ხელით უნდა მოიწმინდონ, ნესტოებში წყალი სამჯერ უნდა შეისხას. ყოველი დასაბანი ორგანო სამჯერ უნდა დაიბანოს. თითზე ბეჭედი უნდა შეიქანოს, წყალმა რომ გაუაროს. დაბანილ ორგანოებზე ხელი უნდა მოისვას. თითებს შორის ადგილები უნდა გამოიბანოს. ჯერ ჭუჭყი სადაცაა, ის ადგილი უნდა მოიბანოოს. სასქესო ორგანოები არ დაივიწყოს.

მოჰამარს რომ დავუბრუნდეთ, უმეტესად, საღამო ხანს იწყება. მქადაგებლები შავ განიერ ხალათებს იცვამენ, თავზე შავ ან მწვანე ფერის, მრგვალ, დაბალ ქუდებს იხურავენ. თვითგვემის იარაღებია: ჯაჭვი, ხელის ტვიფრი, ხის ჭურჭელი, ”კაშკული” და როუზეხანის ქუდი.

ადრე როუზზე არამუსლიმის დასწრება აკრძალული იყო. ამ დროს სახლებს ისე აწყობდნენ, როგორც მეჩეთში. კამფეტების, ტკბილეულების, ხმელი ხილისა თუ ხურდის სანაცვლოდ პატარა ბიჭებს წყლით ამარაგებდნენ. წყალი არ უნდა შემოლეოდათ. ვარდის წყალს შუა როუზეს კითხვის დროს მომლოცველებს აპკურებდნენ ხელის გულებზე. ვინც ხანგრძლივად მარხულობს, ის არ მარხულობსო, მუჰამედმა. ერთი პერიოდი მუჰამედმა შარბათი აიკრძალა კიდეც ცოლების გამო, მაგრამ ალაჰი გამოცხადებია და უთქვამს, დალიეო. შენიშვნად ვიტყვი, რომ მარჯვნივ გადაწოდება საჭმლის, წესია. ოქროსა და ვერცხლისგან დამზადებული ჭურჭლით არ შეიძლება წყლის დალევა. სასმლის ჩამომრიგებელი სასმელს ბოლოს სვამს.

ადრე როუზე უფრო დიდხანს გრძელდებოდა. ზოგ ნაწილს მშვიდად კითხულობდნენ, ზოგ ადგილებში კი მიმიკების და ჟესტების დართვით. ხშირად გაისმოდა ხმამაღალი შეძახილები და ქვითინი. გავიხსენოთ, ვეფხისტყაოსანი, სანახევროდ, აღმოსავლურ მოტივებზე აწყობილი პოემა, ტირილისა და დახოკვის რა სცენებიცაა, მუსლიმანური გავლენითაა. ძველი ჩვევით, მუსულმანები ახლაც იფიცებენ მზეს, შენმან მზემანო, იტყვიან ქართველებიც. მზის კულტი ალაჰის მოსვლამდე წამყვანი რელიგია იყო.

მოჰამარისას სმის და ლოცვების შემდგომ გადიან ქუჩებში განიერი შარვლებით, წვეტიანი ჩხირები ჩაერჭოთ შიშველ სხეულებზე, ლურსმნები, ზანზალაკები, შუშის ნატეხები აქვთ ჩამოკიდებული, ზოგსაც ის ნივთები ტანში – გაყრილი. იძახიან: ”შაჰ ჰუსეინ”, ”ვაჰ ჰუსეინ”, ხალხი პასუხობს: ”მაჰზუმ-მაჰზუმ” (ტანჯულო-ტანჯულო).

გლოვა ხშირად მთელი თვე გრძელდება. გლოვის წინა დღეს კითხულობენ თასურის ხუტბეს, ჰასანისა და ჰუსეინის მწვალებლობის ისტორიას. ქალები მუხლის ჩოქვით დგებიან. ხორბლის კერძის ”ჰალალით” უმასპინძლდებიან რელიგიურ ექსტაზში მყოფ ხალხს. უშუალოდ დგამენ სცენაზე წამების სცენას. ყვიარიან: ”ომარ ქოშთ, ომარ ქოშთ(მოკლეს)”. ამ პროცედურის გამო ომარ ქაშანს ეძახიან. ღამის პროცესიის შემდეგ აბანოში მიდიან ჭრილობების დასაამებლად.

სამაგიეროდ, ალაჰი ლამაზ ქალიშვილებს ჰპირდება საიქიოში იმ მამაკაცებს, რომლებიც სააქაოში ერთგულებას იჩენენ ღვთისა და მუჰამედისა. ალაჰი ქალისთვის რამდენჯერმე გათხოვებას უშვებს, მაგრამ სამოთხეში კაცებს ცოლებთან ერთად მხოლოდ ქალწულები ელოდებიან. რიგ–რიგობით სარეცელზე წამოწოლილნი, იქ არიან დიდრონი შავთვალა ქალიშვილები, თვალად მორცხვნი, რომელთაც კაცი არასდროს მიჰკარებია, არც ჯინი. კარვებში დაცულნი ზრუნვით მოვლილი მარგალიტთა მსგავსი მზეთუნახავები. სამოთხის მზეთუნახავნი გაჩენილნი გვყვანან განსაკუთრებულის შემოქმედებით. გულმკერდიანნი, საამო საგრილნი ჰპოვონ წყლის ნაკადულით მორწყულ წალკოტებშიო. ასე რომ, ყურანი ღარიბებს სამოთხის ფანტაზიას უღვივებს. მომავალ შარბათამდე.

5 responses to “ფლავი და შარბათი მოჰამარისას

  1. “ტრილოგიის მესამე ნაწილი” მომეწონა ძალიან და “მომავალ შარბათამდე”.

    და ესეც “ალაჰმა თქვა, თუ რამეს გაჩუქებენ, რაც არ გითხოვია, მიიღე, ეს ჩემგან არისო”, ფრიად სიმპატიური ანდაზები და გამონათქვამები აქვთ არაბებს.

    ჩაი დამილევია ნამდვილ მუსლიმებთან, აზერბაიჯანის საზღვრისპირა სოფელში. საგანგებოდ ჩვენთვის დაკლული ცხვრის დაგემოვნების შემდეგ, დესერტად. მეგემრიელა ძალიან.

    მშვენიერი პოსტია, ანნა 🙂 მადლობა.

  2. გმადლობ შენ, მოლი, სივრცის მიუხედავად რომ წაიკითხე.
    ზაფხულში ვაპირებ ბოლნისში სტუმრობას და იქ ალბათ დავაგემოვნებ. ბლოგზეც აისახება.
    იმ კვირისთვის მუჰამედის ცოლებზე ვაპირებ სტატიას, თუ შემოივლი, არაბული ტკბილი გამონათქვამებით გაგიშვებ. ამ შარბათს ვგულისხმობ.

  3. ისლამი ყოველთვის მაინტერესებდა. ყურანი კი ჩემ სახლში ყოველთვის თვალსაჩინო ადგილს იკავებდა, არ წამიკითხავს, მგონია რომ არაბულად უნდა წაიკითხო ყურანი აუცილებლად (არადა ბიბლიაზე ეს მოთხოვნა არ მაქვს, უცნაურია!). გადასვლები მომწონს პირადიდან ზოგადამდე და ზოგადიდან პირადამდე, სასიამოვნო წასაკითხს ხდის, ასე მგონია წინ ახლად დაყენებული ჩაი მედგა წინ და გისმენდი. ვახსენე ისლამი ყოველთვის მაინტერესებდა მეთქი, ბევრი არ წამიკითხავს ამ საკითხზე, ძირითადად მოსმენილი ინფორმაციით მაქვს წარმოდგენა შეკოწიწებული, დიდი დრო მჭირდება ხოლმე იმის წასაკითხად და გასაცნობად რაც მაინტერესებს, უცნაურია, გაცილებით დიდი სიმარტივით ვუჯდები შესასწავლად საკითხებს რომლებიც სულერთია.
    სქესის დადგენის მეთოდი იყო საინტერესო.
    მუჰამედის ცოლებზე სტატია ^ ^

  4. გმადლობ, ზოგადად, ვცდილობ ხოლმე ზოგადისა და პირადის არევას ბლოგზე და ისეც. სქესის დადგენის მეთოდზე იმას დავამატებდი, რომ ძველ ნაწერებში ვნახე, ქართველებიც იყენებდნენ სადღაც მე-18 საუკუნეში მაინც. თუმცა არასდროს გამიზიარებია ორსული მეგობრებისთვის, მაინტერესებს თუ მუშაობს.

გამოთქვით აზრი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s