ტომ!

მღალატობს ხოლმე.
აი, ზუსტად ვხვდები, რომ მღალატობს. დილით დარეკა, შეხვედრაზე უარი ვთქვი და თუ ამ დღეებში შემთხვევით ვნახე, ქალის ხელებისგან დასერილი ზურგი ექნება. რომ მოკვდე, არ გამოტყდება, ალერგიას ან ეკლებს დააბრალებს. აი, ახლაც ეხება. მე კი, რადგან მისი მოძრაობები ზეპირად ვიცი, წარმოვიდგენ მის ღალატს: ჯერ მაჯაზე მოკიდებს ხელს, მერე კაბის უკანა მხარეს შეაცურებს, თან ტუჩებში კოცნას არ წყვეტს და ამბობს: გაიხადე. მაოცებს, – ყოველთვის რა ადვილად გამოსდიოდა ბიუსღალტერის გახსნა.

მე კი ტომი მყავს. იმ კაცთან ბევრი ვქექე თუ ცოტა ვქექე, ამგვარად გამოვქექე კატა. პირველად კარის ტილოზე მოკუნტული ვნახე, ხელი კისრის ბეწვში შევუცურე და ავწიე სახლის მიმართულებით. მას შემდეგ მე და ტომი ერთად ვიძინებთ: მე ზეწარში ვიკუნტები, ის კი ჩემი მუცლის ღრუს ნიკაპს ადებს და ღრუტუნებს. დროდადრო მკაწრის. დროდადრო შევამჩნიე, რომ გასუქდა. მუცელი ჩამოებერა და მივხვდი, ჩემამდე რა გარყვნილ ცხოვრებას ეწეოდა. ინტერნეტში ვეძიე კიდეც, კატებს ტოქსიკოზი თუ სჭირდათ.

კედლის ღრმულების გასწვრივ სათაგურები მედგა, აღარ დამჭირდება მეთქი, ავიღე. ჩემმა ტომმა გაორმაგებით უნდა იკვებოს. სათაგური ძველ ყუთში პირქვე შევინახე და დავაფინე ტილო ტომისთვის. წინა თვეში ერთჯერად ცხვირსახოცებზე მორბენალი თაგვები დავინახე, რიგობის მიხედვით დამწკრივებულიყვნენ და სოროდან სოროში გადადიოდნენ. მათ შორის ყველაზე პატარა მილიმეტრების თუ იყო. პირველად სწორედ მაშინ ამოვიღე ძველ ყუთში პირქვე შენახული სათაგური და კედლის ღრმულების გასწვრივ დავდგი, სიტყვებით: აბა, დამაცადეთ!

მაგრამ ხშირად ცნობილი დასაწყისი დასასრულისთვის მეტად გამოდგება.
– ტომ!
პასუხი არ არის.
– ტომ!
პასუხი არ არის.
– რა დაემართა ამ კატას?
თურმე ტომისა და ჯერის ერთმანეთისთვის შვილები მოუნათლავთ.
მე ცხვირზე ჩამოვიშვი სათვალე და სათვალის ზემოდან მოვათვალიერე ოთახი:
– რას ვამბობდი ქატო და ფქვილიო?

10 responses to “ტომ!

  1. ჩემთან ერთ-ერთი აუცილებლად ღალატობს ხოლმე :)))))))))) ერთ-ერთი რა, ძირითადად, ქალი :/ ერთხელაც იქნება, მივახრჩობ მაგ პერსონაჟებს :დ

  2. ლოგიკური დასასრული იქნება, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ დეპრესიის გამოვლინებებზე წერ, სიკვდილიც შემადგენილია. 😉

  3. ჰო :))

    დრაფტში მიდევს მორიგი აბდაუბდა და წესით რაღაც ძალიან უნდა გეცნოს, თუ თავი მოვანი და დღის სინათლე ვაღირსე :)))

  4. არ ვიცი, აზრი ექნება თუ არა – უკვე წლებია მგონია, არაფერი შემიძლია და ყველა პოსტის გამოქვეყნების მეშინია ხოლმე.

  5. მოვაბი თავი, მაგრამ არ ვიცი, გამოვაქვეყნებ თუ არა. თუ კი, ნახე, როგორ გამომადგა შენი კომენტარი ჩემს ადრინდელ პოსტზე 🙂

გამოთქვით აზრი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s