graduated

თავიდან ჰაერში აგდებული მონეტით დაიწყო, სად ჩამებარა.
მერე თამაშში ისე შევედი, მაგისტრატურისთვის სადაც კი გამოცდას ვიგებდი, აზარტისთვის ყველგან ვაბარებდი, მიღებდნენ, მოვდიოდი.
მერე მივხვდი, რომ საუკეთესო პროფესია ისაა, როცა პროფესიული და თავისუფალი დრო ერთია:
სწავლისას ან მუშაობისას მაინც იმას აკეთებ, რასაც ისედაც გააკეთებდი.
ჰო, დღეს მანტიები გვეცვა და ქუდები ჰაერში ავყარეთ,
მოვუსმინე როგორ უკრავდა ჩემთვის უცნობი ჯგუფი კარგი ვოკალისტით და
ალაფუშეტზე ღვინოები დავაგემოვნე.
მეტი არც არაფერი მინდოდა.
მაგრამ მაინც მგონია, რომ მოვა დრო სწავლისთვის სკოლები და უნივერსიტეტები აღარ იარსებებს,
ყველას საკუთარი მობილიზება ექნება
და ბაკალავრის კონსპექტებს ჩემსავით მაკულატურაში არ ჩააბარებს.
ნეტა, ტანსაცმელსაც ასე ვაბარებდეთ, ახლებს ვღებულობდეთ.
ვინ იცის, იქნებ დიზაინერიც გავხე.
ოდესმე.
ჯერ ხატვას ვისწავლი.
ისე, არალეგალურად.

11 responses to “graduated

  1. გმადლობ, მოლი ბლუმ.
    ჰო, სულ უფრო ხშირად ვფიქრობ, რომ იგივე დრო და ხარჯები დამოუკიდებლად სწავლისას მეტად შეიძლება გამოიყენო. უბრალოდ ისაა, რომ არალეგალურობა საბუთს ვერ მოგცემს. პლიუს, ადამიანში არსებული არასისტემატიურობა: მოდი, დღეს არა და მერე ვისწავლი.

  2. რა მაგარია! გილოცავ 🙂

    მე კვლავ გასტუდენტების იმედი მაქვს ზუსტად ამ ზაფხულს 🙂

  3. მაგისტრატურა, თუმცა არ ვიცი რა იქნება, ასე თავის ნებაზე მიშვებული მოვლენები არასოდეს მქონია

  4. ვცდილობ მივიღო სიამოვნება, როგორ გამომდის არ ვიცი. ცუდი პერიოდი მაქვს, არ ვიცი რა მინდა, ზუსტად ვიცი რომ ის არ მინდა რაც არის.

  5. აი, მე კი ზუსტად ვიცი რაც მინდა, მაგრამ არ მაქვს. ნეტა, რომელი ვარიანტი უარესია. არ ვიცი.
    შენთან ორი ვარიანტია: ან უნდა ელოდო, როდის გაჩნდება სურვილი და მერე იმოქმედო. ან უნდა იხეტიალო და რამე გამოჩნდება რაც გინდა. აქაც ორი ვარიანტით: წააწყდები და გული ფორიაქს დაგიწყებს ან გამორიცხვის პრინციპით.

  6. არადა იდეაში იმის ცოდნა რა არ მინდა წესით უნდა ნიშნავდეს იმის ცოდნას რა მინდა.
    ამჯერად დინებას მივყვები, ვნახოთ რა იქნება 🙂

    უარესია ალბათ როცა არ იცი რა გინდა, როცა იცი რა გინდა მიზანი გაქვს 🙂

  7. კი,იდეაში მაგას ნიშნავს,თუ რადიკალურ ოპოზიციებად დავყოფთ.მაგრამ მათ შორის იმდენი შუალედურია 🙂 გამოცდების პასუხი შემატყობინე 😉

გამოთქვით აზრი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s