დიანა და მარლო

ბევრი ეძებეს თუ ცოტა ეძებეს 78-ში ორი ქალი შეხვდა ერთმანეთს.
ოთხი წლის მანძილზე თემად შინაგანი ენერგია აირჩიეს და იმოგზაურეს.
შემდეგ გაიყვნენ, პარტნიორად სხვები აირჩიეს, მაგრამ წყვილის სახელი შერჩათ.
დიანა ფრიდა კალოს სერიით მამახსოვრდება:
ფრიდას მოდელი წყალში რომ წევს, ხელში ჯოხი უჭირავს და შემდგომ აჩრდილად დაძრწის.
ან სხეულის ლანდშაფტით, შიშველი სხეული შიშველ ბუნებაში რომ გადაიღო.
ფემინისტი და კომუნისტი იყო.
მარლო კი მოხუცი ქმრის პორტრეტით, თავი ცოლის ქვედა მუცელზე უდევს და მგონია, რომ დღემდე უყვარს.
კი, თუ ცოცხლები არიან, ახლაც უყვარს.
ასეთი სიყვარული მინდა.
კიდევ იმით, რომ მცენარეებს აგროვებს, ახმობს და გამხმარ ნარჩენებს პეიზაჟივით უღებს.
ერთად პიროვნების გაორებები გადაიღეს.
ეტყობა, იმდენად ერთად მუშაობდნენ, თავი ერთ სხეულად აღვიქვეს და 81-ში გაიყვნენ კიდეც.
დაათვალიერეთ:



გამოთქვით აზრი