გეძინოს კურდღელივით

– ანტონიუს!
მას შემდეგ, რაც კითხვა დაებადა, როგორ ხედავდნენ ცხოველები, რომელთა თვალებიც სხვადასხვა სიბრტყეზე იყვნენ გათავსებულნი, მაგალითად, კურდღელი, ყურების ადგილებზე მოთავსებული თვალებით, გადაწყვიტა ჯიბის ფული მოექუჩა და ზოომაღაზიაში წავიდა. მისმა მშობლებმა ჯერ არ იცოდნენ, რომ პოტენციურ კინორეჟისორს ზრდიდნენ და ანტონიუსი თავის გატაცებას სხვენში სამოყვარულო კამერასთან და სარკეებთან ერთად მალავდა. ოცნებობდა ხოლმე და ოცნებების დაფიქსირება სურდა, მაგალითად, როგორ ეძახდნენ:
– ანტონიუს! გადაღება იწყება!
მალე აღმოაჩინა, რომ ცალი თვალის ხედვის არე 160 გრადუსი იყო, ორივე თვალით კი კურდღელი მთლიანად ჭვრეტდა ტერიტორიას, მთელ 360 გრადუსს. მალე ისიც აღმოაჩინა, რომ ჩანჩქერის დიდხანს ყურებისას საგნებს ამოტრიალებულს ხედავდა. ამიტომ ახალი კითხვები დაებადა: ხედავდა ყველა ერთნაირად თუ ისევე, როგორც ხასიათი, ხედვაც ინდივიდუალურ შესაძლებლობებს ფლობდა. ოცნებობდა:
– კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს სატელევიზიო შოუში: ”ადამიანი კამერით”. თქვენი იდეა, ზაზუნებისთვის ტელერეცეპტორები შეგეერთებინათ, წარმატებით დასრულდა და სხვა ცხოველებშიც ჰპოვა ასახვა, იცოდით მაშინ, რომ თქვენი მიზანი გაცილებით ფართო დანიშნულებისთვის იყო?
– პირველ რიგში, მადლობა უნდა გადაგიხადოთ მოწვევისთვის. მიხარია, რომ თეორიული მასალის გარდა, თქვენი მეშვეობით საზოგადოება ინფორმირებულია ლინზების იქნება თუ ობიექტივების სფეროში მიმდინარე პრაქტიკული სიახლეებით, რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, მიუხედავად იმისა, რომ მაინტერესებდა ინდივიდის ქცევის არე და მიმაჩნდა, რომ ის უშუალოდ ხედვასთან უნდა ყოფილიყო კავშირში, იდეა, შემექმნა მიწისქვეშეთში პროექტი ძველი არ არის. მას შემდეგ დამებადა, რაც ძველი პროექტის ამოწურვაზე დავფიქრდი. მას აშკარად ჰქონდა ხარვეზი იმ მხრივ, რომ ცოდო ყოფილიყო ფინალისათვის.
– და ლოგიკურ დასასრულამდეც მიხვედით.
– დასასრულამდე, ან პირიქით, დასაწყისში ამოვყავით თავი.
– შეგიძლიათ ზუსტი დრო გვითხრათ, დასაწყისი როდის დაიწყო ანუ როდის გადაწყდა კამერა ადამიანზე გამოგეცადათ.
– მაშინ, როდესაც მშობლებთან ერთად ჩანჩქერის სანახავად წავედი. მშობლები კამერის ტარებას მიშლიდნენ, რადგან მაშინ შინა პატიმრობა მქონდა. მე კი საოცარმა სურვილმა ამიტანა პეიზაჟის დაფიქსირების. ზრდასრულ ასაკში კი ხელოვნური განაყოფიერებით მიღებული მასა პრაქტიკისთვის გამოვიყენეთ. მაშინ ის არალეგალური იყო და წლებმა გასტანა, სანამ არ დავიკანონეთ. ამისთვის უფრო მოქალაქეებს უნდა ვუთხრათ მადლობა.
– მაყურებელი შოკში ჩააგდო იმ გოგონას ტრაგიკულმა ცხოვრებამ, სიცოცხლე თვალების ამოჩიჩქვნით რომ დაასრულა. იყო  საპროტესტო აქციებიც, მაგრამ თქვენ არც ერთხელ გაგიკეთებიან კომენტარი. ადანაშაულებთ თავს მის სიკვდილში?
– (დუმს) ადამიანს ყოველთვის აქვს თავისუფალი ნება. შეუძლებელია დაადანაშაულო მოვლენა, როცა შეგიძლია დანკიცხო არჩევანი. ამ შემთხვევაში სუიციდი. ეტყობა, წინა ცხოვრებაში ძალიან ჭორიკა ვინმე იყო. (დუმს) ჩვენ ჩანასახშივე ტელერეცეპტორები დავამონტაჟეთ, რამაც ორსულობის დროს ქალის შიგნით მიმდინარე პროცესები ვიხილეთ. მშობიარობის შემდეგ კი გოგონას ყოველი ხედვა ჩვენი დაკვირვების სფერო იყო. 10 წლისას კი უკვე ტვ პროექტში შესთავაზეს გამოქვეყნება. მის ხედვას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანა ერთდროულად ადევნებდა თვალს. ამან მოიზიდა სპონსორები და მას არაფერი გასჭირვებია. რეკლამის გამო უძლიერეს სკოლებში, უნივერსიტეტებში, სამსახურებში სთავაზობდნენ მიწვევას. იკვებებოდა უფასო საკვებით, რაც მისთვის მოჰქონდათ პროდუქტის პიარისთვის. ფაქტობრივად, საზოგადოებად გახდომით, საზოგადოება გახდა მისი. რამდენჯერმე მის მოკვლას შეეცადნენ აქტივისტები. განსაკუთრებით, იმის გამო, რომ კამერა თვალში იმგვარად იყო დამონტაჟებული,  რომ სიზმრეები და ოცნებები ხდებოდა ხილული. ზოგიერთს კი მათი შინაარსი გულზე არ ეხატებოდა. ამის გამო ვუწოდეთ ჩვენს პროექტს დასაბამშივე ”გეძინოს კურდღელივით”. ბავშვი ზედმეტად ფრთხილი გახდა, კურადღების ცენტრში ყოფნის გამო.
– მას შემდეგ, რაც პროექტი პოპულარული გახდა, მან მომავალი გამჭირვალე გახადა. შეიცვალა სისხლის სამართლისადმი მიდგომაც..
– არა და მე მხოლოდ ჩანჩქერის გადაღება მინდოდა. (დუმს) მაგრამ აღმოჩნდა, რომ უკამეროდ, ნებისმიერ დროს გადაღების, სიზმრების და ოცნებების დაფიქსირების შანსი ბევრს უნდოდა. სპეც. სამსახურებმა კი თვალში აპარატთან ერთად იმგვარი მოწყობილობები ჩაუდგეს, რომ ნებისმიერი დანაშაული მათ ბაზაში ხვდებოდა. არქივში ამ ბოლო დროს შემცირდა დანაშაულთა რიცხვი მისი გარდაუვალი აღმოჩენის გამო.
– გმადლობთ, გულახდილი საუბრებისთვის, რეკლამის შემდეგ აუცილებლად დაგიბრუნდებით ახალ სტუმართან. არ გადართოთ, ჩვენ ამას გავიგებთ.
ანტონიუსმა პროჟექტორებს შეხედა, შემდგომ დარბაზში მსხდომ ხალხს დაუწყო თვალიერება, მას უკვე ჰქონდა მისი სახის მილიონობითი ფორმა. დარბაზი აპაჭუნებდა თვალებს, ყველას სურდა რამდენიმე მეტრის მანძილზე მდგომი ანტონიუსი დაეფიქსირებინა, ამჯერად ჩანჩქერის ფუნქციას რომ ასრულებდა.
– ანტონიუს, გადაღება დამთავრდა.
მაგრამ თვალში კამერა ჯერ არ იყო გამოგონილი, ასე რომ შექმნა ბლოგი და ოცნებების დაფიქსირება დაიწყო.

4 responses to “გეძინოს კურდღელივით

  1. საინტერესო იქნებოდა ოცნებებისა და სიზმრების ხილვა, ყოველთვის მინდოდა ამ ყველაფრის ყურება, ოღონდ საზოგადოებისთვის რომ არ ყოფილიყო ხელმისაწვდომი. ყველაფერი რასაც ვხედავთ რომ ინახებოდეს სადმე და ნებისმიერ მომენტში იყოს ხელმისაწვდომი კარგი იქნებოდა თუ ცუდი ვერ ვყალიბდები.

  2. მაგაზე მეც მიფიქრია, მაგრამ სიტუაციის შებრუნებისას ვხვდები რომ არც თუ ისე კარგი უნდა იყოს 🙂

გამოთქვით აზრი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s