მაგნუმი

გერტა და ანდრე პარიზში შეხვდნენ. ორივე გერმანელი ებრაელები, კომუნისტები და ქვეყნიდან გაძევებულები იყვნენ. ანდრე ქალს გადაღებას ასწავლიდა, ახალი ამბების განხრა აირჩიეს. შესთავაზა: გადაღებისთვის მზად ხარ, ომში ხომ არ წავსულიყავითო. ერთხელაც სახელები გერდა ტაროდ და რობერტ კაპად გადაიკეთეს და ესპანეთის შუაგულ ომში წავიდნენ. მაშინ ომის ჟურნალისტიკა მასიური არ იყო და ნანახი მოსმენილისგან განსხვავდებოდა. მაგალითად, კაპამ საიდუმლო ოპერაცია გადაიღო და პოლიტიკური სიურპრიზი ჩაშალა. საზოგადოება ფოტოებით გააფრთხილა.

გერდა რობერტთან იყო, როცა რობერტმა ჯარისკაცი დაცემის პროცესში გადაიღო. არა ცოცხალი კაცი, არც მკვდარი, სიკვდილის წამი დავაფიქსირეო. სხვადასხვა იყო რეცენზია: ”სიკვდილისთვის მზადება”, ”სიკვდილი ესპანეთში: სამოქალაქო ომი ყოველწლიურად 500,000 სიცოცხლეს იწირავს” და სხვა. ისიც ითქვა, ფოტო გადიდებისას, შარვალი ტყვიისგან გახვრეტილი არ არის, ტანკები კი სხვა მხარეს მიდიანო. გერდა თუმცა ერთადერთი მოწმე არ იყო, მაგრამ მის და სხვების სიტყვას, არ დაეჯერებოდა. ასეა თუ ისეა, რობერტმა იმ ჯარისკაცის სიკვდილი მაინც იწინასწარმეტყველა. ფოტოს ნეგატივი მოღწეული არ არის, მაგრამ ფოტო ომის სინონიმად იქცა.

ომმა პიკს რომ მიაღწია, რობერტმა გერდას ხელი სთხოვა.  გერდამ რობერტის სიყვარულით კამერა შეიყვარა, უფრო მეტად, ვიდრე რობერტი. ქალმა იუარა. ისინი საყვარლები იყვნენ, მაგრამ კაცი, ჩემი ცოლიაო, ამბობდა. თან კვიმატი ენა ჰქონდა: ომი ჩემი სამსახურია, ომში იმიტომ ვმუშაობ, უმუშევრობა რომ მინდაო. გერდა და რობერტი იდეალისტები იყვნენ.

გერდასთვის ეს ომი იყო მაღალ ქუსლებზე. ქერა, მოკლე თმით და წვრილი ნიკაპით ქალი აიტაცებდა რობერტს და თავგადასავლებში ამოაყოფინებდა თავს. რობერტს უყვარდა რისკი. ინფორმაცია ერთადერთია, რაც სიცოცხლის სანაცვლოდაც არ მენანებაო. ხუმრობდა კიდეც, ქალი საჭიროა ომის ფოტოფრაფიაში, ნეგატივების დაბეჭდვას უკეთებს ორგანიზებასო.

გერდა ოცდაექვსის იყო, რომ მოკვდა. ისე დაიჭრა, მოკვდა. ბრუნეტეში მოკვდა. ინგლისურად უფრო კარგად ჟღერს: ”blond of brunete”. იმ მანქანაში იჯდა, დაჭრილები რომ გადაჰყავდათ და ტანკი შეეტაკა. სამაგიეროდ, ისტორიას პიონერად შემორჩა: პირველი ფოტოჟურნალისტი ქალი იყო, ომის წინა რიგებს რომ იღებდა და პირველი ფოტო რეპორტიორიც, ფოტოგრაფობას რომ შეეწირა. რადიოებმა გამოაცხადეს, რომ გერდა ფოტოგრაფი ქალების პანთეონი იყო, როგორც პოლიტ. ვალდებულებების და ახალი ქალის როლის გამოფენა. ხოლო რობერტს გერდას სიკვდილის მერე ცოლი არ მოუყვანია. უფრო აქტიურადაც შრომობდა, ომი არ დატოვა, რომ არ გადაეღო.

მერე ვიღაცამ წიგნი დაწერა სამოქალაქო ომის ფონზე ებრაელი წყვილი ფოტოებით რომ იბრძვის. წიგნზე დაყრდნობით ფილმიც გადაიღეს, სახელად ”დაელოდო რობერტ კაპას”. ახლა ვაპირებ ყურებას და კითხვას. ასეთი ჩვევა მაქვს, ერთდროულად ვიკითხო და ვუყურო, დაპაუზებებით. ისე, სხვა ბევრი წიგნიც დაიწერა და სიმღერაც. ვიკიპედიაც გამონახავს მათთვის ადგილს.

ჰოდა, გერდაც უცდიდა, მანამდე, სანამ იმ ქვეყნად რობერტს შეხვდებოდა, რობერტმა ბევრი ჯარისკაცი და ტანკი გადაიღო. გერდას ცდა არ გასჭირვებია, რობერტი სიკვდილს არ უფრთხოდა. ისიც ომში მოკვდა. უფრო სწორედ, ომში დაიჭრა, მაგრამ კამერა ჩაიხუტა, საავადმყოფოშიც არ გაუშვია ხელიდან.

მასზე მიწეპებული მოკვდა. ეს ინდოჩინეთში მოხდა. იაპონიაში ყოფნისას შესთავაზეს სამხრეთ აზიაში ფოტოგრაფობა. თანხმდა და როცა მისი მანქანის ირგვლივ სიტუაცია დაიძაბა, დატოვა ჯიპი. 5 წუთის შემდეგ აფეთქების ხმა გაისმა,-კაპამ ფეხი ნაღმს დააბიჯა. მეგობრებმა მეკლინმა და ლუკასმა ცოცხალს მიუსწრეს, გადაიყვანეს პატარა  საავადმყოფოში, რომელიც ღია ცის ქვეშ იყო. მაგრამ კაპა დაიღუპა. ხელში კამერა ეჭირა.  მისი ნამუშევრების მნიშვნელოვანი ნაწილი საერთაშორისო ფოტოგრაფიის ცენტრშია გამოფენილი, აი, იქ, მისმა პატარა ძმამ რომ დააარსა.

ძმას კორნელი ერქვა. მერლინ მონრო, ჯონ კენედი, ზოგადად იმ დროინდელი ცნობადი სახეები კადრებში მოაქცია და ძმის ოპოზიციად იქცა. სიკვდილის მემატიანე ოჯახში ერთი წევრიც გვეყოფა, მე სიცოცხლე უნდა აღვწეროო. განაცხადებდა ხოლმე ამაყად.

კაპას ერთი ჩვევა ჰქონდა: ადამიანებს ახალ ამბებში ითრევდა, ყველა მის მეგობარს იგივე ემართებოდა, ვისაც თვალში ამოიღებდა. კაპას ახირებას, ინფორმაცია უნდა გადაიცეს, მარტო გერდა არ შეეწირა. მაშინ სურეალიზმი აქტუალური თემა იყო, ადამიანები სიზმრებს იღებდნენ და ცხოვრებას აწეპებდნენ. ჰენრი მენ რეის ფოტოებით იყო გატაცებული, აი ის, თეთრ შუქს რომ იღებდა და უცნაურ ქალებს. კაპა დასცინოდა, სურეალიზმში რა გინდა, ფოტოჟურნალისტი გახდი, თორემ მანერიზმში გადავარდები. სურეალიზმი გულშიც შეგიძლია დაიტოვოო. დასცინა არა, უფრო ურჩია, რომ ახლა სამყაროს ოცნება კი არა, გამოფხიზლება უნდოდა. მერე კი ჰენრიზე საუბრისას აღნიშნავდა ხოლმე, თუნდაც ბოლომდე ეღო ის ყვავილები და შიშველი ქალები, საუკუნის ფოტომხატვრად მაინც იქცეოდაო.

ჰენრი რობერტის ოპოზიციური იყო, რამდენადაც რეპორტაჟული ჟანრულის პარალელურია. ტეხილი კუთხით მაინც, რამდენადაც სინამდვილეა ერთგან წამყვანი, მეორეგან კი – ფორმა. ვერც ფოტოგრაფისა და გადასაღები ობიექტის ურთიერთობაში ეთანხმებოდნენ ერთმანეთს. გერდა სანამ ცოცხალი იყო, ამ მხრივ რობერტის აზრს იზიარებდა:  თუ შენი ფოტოები საკმარისად კარგი არ არის, მათთან საკმარისად ახლოს (close) არ ხარო, – კაპას საკვანძო ფრაზა იყო. ჯორჯიც ეთანხმებოდა, მაგრამ სეიმური კი ამბობდა: გადაღებისთვის საჭიროა იღბალი და კუნთის საკმარისად გამოძრავება, ღილაკის დაჭერა რომ შეძლოო. იმასაც ამბობდა, შორი მანძილიდან არც პეიზაჟი მინდა, არც ადამიანიო. ჰენრი კი გული-გონება-თვალის სამებაზე საუბრობდა, მეგობრები როცა შეიკრიბებოდნენ. მაგალითად, იმაზე, რომ ჰენრის ფოტოები დადგმულს ჰგავდა. არა და ის ცნობილი კადრიც შემთხვევით მოხდა: თავისთვის ედგა აპარატი, აჩხაკუნებდა და კაცი გუბეს გადაახტა.

რობერტმა დევიდი და ბრესონი პარიზში გაიცნო. დევიდი ვარშავიდან ახალი ჩამოსული იყო, ახალ ბინაში იჯდა, ჰქონდა ერთი მაგიდა, მაგიდაზე გლობუსი და ამბობდა, ნელ-ნელა პარიზის ნაწილი ხდებოდა. კისერზე რამდენიმე კამერა ჩამოეკიდა, მშიერი სახეების და გაყოფილი მიწების გადაღება არ გამომრჩეს, მდიდრებს სახეზე უნდა ავაფაროო. არ უყვარდა მდიდრები და ებრძოდა. სამაგიეროდ, რობერტს სცემდა პატივს, ჯერ კიდევ ესპანეთის ომში წაყვა, გერტას სიკვდილის მერე კი ერთად ორგანიზაცია ჩამოაყალიბეს.

ეს მოხდა მეორე მსოფლიო ომის მერე, სადღაც ორი წლის მერე, როცა რობერტმა, დევიდმა, ჯორჯმა და ჰენრიმ საკუთარი ფოტო სტუდია გახსნეს. ენთუზიასტი კაპა ჰყავდათ და იდეა მისი იყო, სახელად კი მაგნუმი დაარქვეს. მაგნუმი ქიმიური ელემენტია, წვის დროს თეთრ შუქს რომ გამოყოფს და ფოტოაპარატში იყენებენ.

დაიქსაქსნენ. როჯერი აფრიკასა და შუა აღმოსავლეთში განაწილდა, ბრესონმა აღმოსავლეთი აირჩია, ვილიამსმა და სეიმურმა ევროპა-ამერიკა გაიყვეს. კაპა დირექტორი კაცი იყო და სადაც უნდა წავიდოდა.

ჯერ სტუდიის ფულს გაჭირვებით შოულობდნენ, მასში გაერთიანება არავის უნდოდა. არც კი ვიცი,  ბოშჩოპმა და ჰაანსმა რატომ მოინდომეს მასში გაწევრიანება. მაგრამ პირველი ფოტოგრაფები იყვნენ, რომლებიც დაემატნენ. ამას წინათ კი ბიშოპის ნაწერს შევხვდი: მე უძლური ვარ დიდი ჟურნალების მიმართო, – წერდა. დიდი კონკურენციის პირობებში მას არავინ აქვეყნებდა, მითუმეტეს, სიმართლის ნახვა რისკთან იყო დაკავშირებული. თავის დროზეც, ”მაგნუმი” ამ ფუნქციას ემსახურებოდა, – ეჩვენებინათ ის, რისი დანახვაც არავის უნდოდა. ახლა ის მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ფოტოგაერთიანებაა. და ასევე ხუთი მეგობრის ისტორია, სადაც ომი მხოლოდ ფონია.

 პოსტში მონაწილეობენ: რობერტ კაპა პორტფოლიო

კორნელ კაპას

გერდა ტაროს

ჰენრი კარტიე ბრესონის

დევიდ სეიმურის 

ჯორჯ როჯერის 

3 responses to “მაგნუმი

  1. საინტერესო იყო,ჯიუტი კაპა ხომ ჩემი ერთერთი ფავორიტი ღის ფოტგრაფიაში.

გამოთქვით აზრი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s