როცა მე არ ვარ

  მას შემდეგ, რაც პერსონაჟები დავხოცე, კულინარიული რეცეპტებითა და დოკუმენტური წიგნების კითხვით ვირთობ თავს. წერითაც სხვათა ნაწერებზე ვწერ და თუ ოთახში მარტო ვრჩები, დოკუმენტურ ფილმებს ვუყურებ.
იმიტომ, რომ შემოქმედებითი მარხვა მაქვს, სანამ უკანასკნელი კალორია უკანასკნელი უჯრედიდან გავა.
იმიტომ, რომ ქოთნის ყვავილსაც ვერ ვუვლი, რომ არ დამიჭკნეს.
იმიტომ, რომ სურვილების შეკავების ვრცელი პრაქტიკა მაქვს.
ჩემკენ სიახლეებია: ოჯახში ახალი წევრი გვყავს და ხანდახან მის ქურთუკს ვხმარობ.
ამას წინათ ტყეში ვიყავი წაბლზე, მანამდე მე და მეგობარი ტერასაზე ვიწექით და ბუზების ნაცვლად ვითვლიდით, თბილისის რამდენი ბინა იყო განათებული. ჩაგვეძინა.
ბინა ვიქირავე. უფრო სწორედ, მე – არა. ნათესავია, თვითონ დროებით ვერ ცხოვრობს და შემიფარა.
არც დენია და არც გაზი. მარიამი მამხნევებს, ვითომ ელექტროენერგია ჯერ არაა გამოგონილი და ჩემში ანტიკური სული შემოდის.
როცა აწვიმდა, ბამბის შალი მოვიხვიე და ერთი პატარა და არც ისე ძველი ფილმი გამახსენდა.
დავფიქრდი, რომ რაა როცა მე არ ვარ.
ქუჩაში რომ დამინახოთ, ყურთსასმენებით დავდივარ, იგი მე არ ვარ.
მკლავზე ჩანთა თუ გადამიკიდავს, იგი მე არ ვარ.
ბიჭთან ერთად თუ მნახეთ, იგი მე არ ვარ.
ნელი ან ნაზი ნაბიჯებით თუ დავდივარ, იგი მე არ ვარ.
წინდების გარეშე თუ მნახეთ, იგი მე არ ვარ.
არც მაშინ არა ვარ მე, როცა არ ვწერ.
არა და მაშინაც ვწერ, როცა არა ვწერ.

2 responses to “როცა მე არ ვარ

გამოთქვით აზრი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s