შავი ყუთი და ერბოს ქილა

თქვენ თუ იცით, იმ მკვლევრის სახელი, დანაშაულთა მიზეზებზე რომ მუშაობდა. მე-19 საუკუნე იყო, აღზრდისა და ბუნების დაპირისპირებაზე იწერებოდა, ანუ რომელი მეტად იყო განმაპირობებელი პიროვნების ამორალობისთვის. ჩვენთანაც შემოვიდა მსგავსი დებატები და პოემაც დაიწერა, ალბათ ხვდებით რომელიც. ამ მკვლევარმა კი მე დავაკონკრეტებო და გარეგნობაა თავი უბედურებისაო. ციხეები დაუვლია, პატიმრების საერთო სახე შეუდგენია და დამაჯერებლად ამტკიცებდა, კაცებს გრძელი ცხვირი და შეკრული წარბები აქვთ, მამაკაცურები და თმიანები არიან ქალებიო. ამგვარად, დამნაშავეთა გამოაშკარავების წამყვანი მიმართულება დანერგა და ხელისუფლებამ მსგავსი აღწერის ხალხის წინასწარ დაპატიმრებაც სცადა: ”ასე აღარავინ არაფერს გააფუჭებს”. თუმცა ნაღებ საზოგადოებაშიც აღმოჩნდნენ მსგავსი ადამიანები და გეგმა ჩანასახშივე ჩაიშალა. მერე სხვა მკვლევრები გამოვლენ და იტყვიან, დროთა განმავლობაში ერთად მცხოვრები ხალხი სახლში თუ ციხეში ერთმანეთს ემსგავსება და ბუნებრივიც იყოო. ან შავ ყუთში….

შავი ყუთი მაქვს. ამიტომ დავიწყე ამ თემაზე საუბარი. პროცესორის ფუნქციას ასრულებს. თქვენ შეგიძლიათ პანდორა დაარქვათ. მასშია თავმოყრილი ადამიანები, რომლებსაც შევხვდი. ისეთებიც, ასეთებიც, კარგებიც, ცუდებიც. ვფიქრობდი, თხრობა მანტია მოსხმული კაცის აღწერით დამეწყო, განაჩენი რომ გამოაქვს ჩემთვის ან უფრო ადრე პერიოდიდან, იარაღის ყიდვას რომ ვცდილობ. თავიდან დაწყებაც შეიძლებოდა, მაგრამ სტატისტიკა ვარჩიე ლირიკული გადახვევისთვის, ვითომ ბუნებაა.

მთელი დღეა ემ16-ის აღწერილობას ვათვალიერებ და ბიუჯეტს ვითვლი: რომანი უნდა დავწერო, ყუთიდან ყველა მოიყრის თავს. დაწერილი გავყიდო, იმ ფულით რომ კალაშნიკოვი ვიყიდო. პერსონაჟები უნდა ჩავცხრილო. ისეთი არაფერი იფიქროთ, ახალ ცხოვრებას ვიწყებ.

იმგვარად მომდის, მუსლიმანები ამერიკას რომ ებრძვიან მათგანვე შესყიდული იარაღით. შეიძლება თხრობა დავასრულო  პერსონაჟთა რეაქციებით, მონანიე სიტყვებით ან მსაჯულის რეაქციით, რომ ცალკე საკანს გამომიყოფს, ახალ პერსონაჟად რომ არავინ ავირჩიო.

2 responses to “შავი ყუთი და ერბოს ქილა

  1. ლომბროზო 🙂

    ამასწინათ ვფიქრობდი ზუსტად. შემთხვევით, პანდორას ყუთი რომ ჩამივარდეს ხელში, თუ გავხსნი მეთქი.

გამოთქვით აზრი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s