არ ვემხრობი დებულებას, რომ ყველაფრის ხმამაღლა თქმა არ შეიძლება. აქ ღორისა და მარგალიტების იგავის გახსენება შეიძლება. თუმცა კომფორტულ პირობებში რამისთვის იდუმალების მისანიჭებლად დუმილის შენარჩუნების მომხრე არ ვარ. პირიქით, სიტყვას იმხელა მნიშვნელობას ვანიჭებ, რამდენადაც არსის განსაზღვრაა შესაძლებელი. არც იმ დებულებას ვემხრობი, რომ ესა თუ ის ხელოვნების ნიმუში განვლილი დროის მიხედვით შევაფასო, დაახლოებით ისე, როგორც ჰერმანევტიკა აკეთებდა: ანალიზის დროს მხოლოდ კლასიკური ძეგლები გამოეყენათ. მეგობრებისგან ხშირად მსმენია, რომ არ კითხულობენ მოდურ წიგნებს, არ უყურებენ ფილმებს, რომლებიც მხოლოდ გარკვეული დროის ფარგლებში ცოცხლობს და მეტი დატვირთვა არ აქვს. ამ თეორიით კი მთელი სამეცნიერო ფანტასტიკის უარყოფა ხდება, როგორც სწრაფად დაბერებადი ლიტერატურის. რომ გავითვალისწინოთ დღევანდელი სწრაფად განვითარებადი ტემპი, ტექნიკური მიღწევები მალე კარგავს ეფექტურობას და სიცილს-ღა იწვევს.
როდესაც გადასახადთა ქვითრებს ვახარისხებდი, თავს ერთი ძველი ნაცნობი დამადგა. იმდენი ქაღალდი იყო, დიდი პერფორმანსის გასაკეთებლად გამოდგებოდა. თავიდან ჯერ კინოზე ვისაუბრეთ, როგორც მოკლე ისტორიის მქონე დარგზე, შემდეგ წიგნებზე. განსაკუთრებით მკაცრი მიდგომა ჰქონდა სამეცნიერო რეცენზიის წერისას, როცა განიხილავენ მხოლოდ იმ ლიტერატურას, რომელზეც იციან, რომ უკვე წარმატებულია ან იქნება. კითხვა თავად მაწვნის ქილებზე გადახურული ქაღალდებიდან დავიწყე. მერე რა, რომ სიამოვნებას მხოლოდ ორი წუთი მანიჭებდა, სიამოვნება სიამოვნებაა ხანგრძლივობის მიუხედავად. ბგერების მნიშვნელობაზე შექმნილი ლექსებიდან არაგონის ”სუიციდი” მახსენდება, ინგლისური ანბანი რომ წერია მხოლოდ. კითხვა კი ყველგან და ყველაფრის შეიძლება, ავტობუსის გაჩერებასთან სარეკლამო ბილბორდები თუ საგადასახო ქვითარები, მაგრამ პირველ რიგში უნდა იკითხო ის, რასაც ხელს აწერ, მაშინაც კი, თუ სიამოვნებას ორი წუთითაც არ იღებ.
ჩემი პირველი ხელმოწერა კი ადრეულ ბავშვობაში მოხდა სათამაშო პირადობის მოწმობები რომ დაგვირიგეს და დროში გაიწელა. ამ თემაზე საუბარს ცნება ეკონომიკის რაობა მოჰყვა, როგორც პირველად საწყისს აცდენილის. ისევე, როგორც დემოკრატიის არასწორი ინტერპრეტაციის. ხშირად მსმენია წუწუნი იმის შესახებ, რომ გადახდილ თანხას არასასურველ სფეროს ახმარენ. დავუშვათ, ჯარს და, დავუშვათ, პაციფისტი ვარ და არ მსურს ჩემგან გაცემული თანხმა მოხმარდეს იარაღს. ამავე დროს თანახმა ვარ გადასახადები გადავიხადო და მე წინააღმდეგობაში მოვდივარ თავთან. უნდა არსებობდეს რაღაც სისტემა, რომელიც ყოველ გადახდილ თეთრს ითვლის და გადამხდლისთვის საინტერესო სფეროში აბანდებს. თუ დემოკრატიაა, დემოკრატია იყოსო, ვთანხმდებით. ვთანხმდებით იმაზეც, რომ საინტერესო სპეციალობაა შუამავლობა. როცა ხალხის აზრს, წყლის გაყვანილობა ურჩევნიათ თუ გზის დაგება, ამცნობ მთავრობას და პირიქით. მთავაზობენ და ვთანხმდები. არასდროს ვაგდებ ქვითრებს, სიამოვნებას კითხვისას ვერ განიცდი, მაგრამ საშთამომავლო მნიშვნელობა აქვს.
ანა, შნ ფეისბუქზე გახსნილ ბლოგერების ჯგუფ :მაგნუმ ოპუსში ხარ”?
დიახ,ვარ. მანდ თიკო მქვია..