არასდროს მიყვარდა ცეკვა. მითუმეტეს მისი ყურება, წუთნახევარი ძლივს ვჩერდებოდი სკამზე, თუმცა მის შესახებ სიამოვნებით ვისმენდი. ქართველებისთვის ცეკვა ყოველთვის სუფრის შემადგენელი ნაწილი იყო, და კოსმიური ძალის მოხმობად ითვლებოდა, მიღებული პრექრისტიანული, ზოროასტრული და ქრისტიანული წესების გაერთიანებით, როგორც სხვა გარეგანი გამოხატულებები. მაგალითად, საკვებისა და სასმელის რიტუალი, სადაც ხინკალი შედგებოდა თავისგან-მზისგან, ნაოჭებისგან-სხივებისგან, წვენისა და გულისგან-ზღვისგან და მიწისგან, ხოლო ღვინოს თიხის ჭურჭელში ასხამდნენ, რომლისგანაც, მათი რწმენით, მოიზილნენ ადამიანები. მისგან ხელს განიბანდნენ ან მიწაზე მიაპკურებდნენ სისხლის ზემოდანაც შეგრძნების მიზნით.
ცეკვის დროს კი ენერგიის მართვა ხდებოდა. მაგალითად, სამაიის დროს მოცეკვავეები სამყაროს ზენა და შინა ძალებს განასახიერებდნენ. სამობის თეორია მიცვალებულთან ქცევის წესებშიც ვითარდება და მათ სამფეროვან სუდარას აფარებდნენ, მიცვალებულის კულტივიზირებას ეწეოდნენ. მაგალითად, მათ სახელზე წყაროს აშენებდნენ, როგორც ქვესკნელისა და შუასკნელის გამაერთიანებელს.
ქართული ცეკვა ძირითადად ომზე იყო დამყარებული. ისიც და ჭიდაობაც წრეზე სრულდებოდა. თავიდან ჯერ მზეს, ღმერთ ჰელიოსს და მთვარეს – არმაზს – სცემდნენ თაყვანს, შემდეგ კი მათი ენერგიის გაკონრტოლებას ცდილობდნენ. გრაფ სტეფანე კ. ვალევსკის კავკასიაში მოგზაურობის დროს აღწერილი აქვს ცეკვა-ჭიდაობის დროს სუნთქვის საკონტროლო ვარჯიშები და დასავლელ მედიკოსებს მათ პრაქტიკაში დამკვიდრებას ურჩევდა. ლოცვის დროს კი კავკასიელები ახდენდნენ სასიცოცხლო ენერგიის კონცენტრირებას თავში, სხეულში არსებული პოლუსების ერთმანეთისგან იზოლირებით და თავში ჩაკეტვით. ახდენდნენ სისხლის თავში დაგროვებას (რაც კავკასიელი მუსლიმებისთვისაა უფრო დამახასიათებელი), შემდეგ კი სისხლის გაწმენდას თავიდან, მუხლებზე დგომით, სხეულის უკან გადაწევით და მერე მიწაზე დახრით.
დიდი ხსნის მანძილზე კავკასიელებს სჯეროდათ სუნთქვის დაყოფა მზისა და მთვარის ენერგიის მისაღებ წყაროდ, რომ მარჯვენა ნესტოთი სუნთქვა მზის სუნთქვა იყო და ბრძოლისუნარის გაღვიძებას ეწეოდა, მარცხნიდან კი სიბრძნის მიღებას უწყობდა ხელს. ხოლო როცა კავკასიელი ორივე ნესტოთი სუნთქვადა ენერგიას იღებდა და გასცემდა. ფეხის თითები დაკავშირებული იყო სმენასთან, სმენის ნერვთან და კოორდინაციას უწევდა ჰარმონიას და რიტმს. ცეკვა-ჭიდაობის დროს კი ხელის ტრიალს იმ მომენტიდან იმ მხარეს ურჩევდნენ, რომელ სუნთქვაშიც თავად იმყოფებოდნენ. მოძრაობის დროს შეძახილები კი აძლევდა სუნთქვას საჭირო ვიბრაციას სტიქიების გასაღვიძებლად.
ცეკვა ქართველებისთვის არა მხოლოდ გასართობი სანახაობა იყო, არამედ მშვიდობის ჟამს საბრძოლო ფორმის შენარჩუნება. ბავშვები მას მცირე ასაკიდან მისდევდნენ და დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ შემობრუნების თემას: ტრიალებდნენ თეძოთი მცირე და დიდი სუნთქვის მონაცვლეობით. ჩოხის კალთა კი მთელი ცეკვის მანძილზე კაბის კალთას არ უნდა შეხებოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ცეკვის მთელი არსი იშლებოდა.
თავისი მნიშვნელობა გააჩნდა, ასევე, თითების განლაგებას ცეკვისას. მაგალითად, ცერიდან ნეკისკენ რომ გადავითვალოთ, პირველი ნებისყოფას ნიშნავს, მეორე – ბედს, მესამე – მასწავლებელს, მეოთხე – სიყვარულსა და ჰუმანიზმს, მეხუთე კი – ხორციელ სიყვარულსა და ამ სიყვარულის ნაყოფს. ასე რომ, მასწავლებლები ურჩევდნენ ცეკვისას განსაკუთრებული კონცენტრაცია თითებზე მოეხდინათ, ხოლო ცერა თითი უნებურად მუშტის შეკვრის დროს სხვა თითებში არ მოექციათ. ეს ჟესტი გარემოსადმი მათი ქმედების სიცრუეს აღნიშნავდა, ანუ რაღაც ”ნიჩურტას” მსგავსი ფუნქცია ეკისრა. მუშტის დარტყმის ნაცვლად კი მარჯვენა ხელი მარცხენაზე მოეკიდათ, ისე, რომ მარჯვენა წინ წამოწეული ყოფილიყო. მარცხენა ხელის მაჯის ჩაბღუჯვის ნაცვლად, ხელი მის გარე მხარეს მოეჭირათ, მარჯვენა ხელის ცერა თითი მარცხენა ხელის მაჯას სწვდებოდა, ისე. ამის გარდა, მარჯვენა ხელის დანარჩენი თითები აწვებოდნენ მარცხენა ხელის გულის ჩაღრმავებებს. ორივე ხელის მოხრილი თითები ერთმანეთს ეჭიდებოდა, ხოლო ცერები სხვა თითების სახსრებს გარეთა მხრიდან უნდა შეხებოდა.
ჭიდაობა ცივი იარაღის გარეშე ხდებოდა და ძირითადად, ცალი ხელით. მეორე ზურგს უკან უნდა დამალულიყო და მისი წინ გადმოტანა დაცემისას შეიძლებოდა მხოლოდ ტრამვის თავიდან ასაცილებლად. მიწათმოქმედი ხალხი ვართ და მატერიალური მიმართებით, სულზე სხეულის გავლით ვზრუნავდით, ფორმაში ყოფნა კი შემონახულია სხვადასხვა გასართობ თამაშებში. ზოგი მკვლევარი ქართველთა ზრუნვას სხეულიზე ჰათჰა-იოგას თავისებურ ვარიანტად მიიჩნევს.
ორჯერ წავიკითხე, იმდენად საინტერესოდ გიწერია.
გმადლობ, დიდი ხანია ამ საკითხზე დაწერა მინდოდა,
თუ დაინტერესება იქნება, შეიძლება განვავრცო ან სხვადასხვა ცეკვა ცალ-ცალკე განვიხილო..
მაგარი პოსტია, ძალიან საინტერესო. ეს რა წყაროებზე დაყრდნობითაა დამაინტერესა
ძირითადად სამი წიგნი გამოვიყენე, ესენია:
იური ყეინაშვილი ”მოხეტიალე ბეწვმოსილი” (ასე უწოდებს ”ვეფხისტყაოსანს”);
რუსუდან ცანავა ”მითორიტუალური მოტივები”
მაგრამ მათი ძირი არის ვალევსკის ”კავკასიური იოგა” (აქედან ყველაზე მეტი ავიღე და ჩემს სხვა ნაწერებშიც გამოვიყენე).
გამოხმაურება: შავ ხვრელამდე, დიდო დედაო, დემესთვის! | Merz AnnA Blume
http://www.gangeba.com