როგორ ხარო და

მე და შენ სკოლის ეზოში ვისხედით, რომ მითხარი, დიდი ხანია არაფერი დამიწერია, ალბათ მაშინ ვწერ, ცუდად როცა ვარო. მახსოვს შარშან ვირტუალურადაც ვითამაშეთ: ვინ უფრო უბედური იყო, საერთო მოთხრობაც გამოგვივიდა და გავხალისდით. ახლა სამსახურამდე ფეხით გავიარეთ და თან ძველი მეგობრისგან მესიჯი მივიღე: ”გნახავ”. ცაში ავიხედე და (სავარაუდოდ) გადმომფრენი ფრინველები დავინახე ცივ ქვეყანაში რომ მოვიდნენ. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მეთქი და კაშნის ფრიალით გავუყევი გზას საინტერესო წიგნებთან რომ მიმიყვანდა. წავიკითხე ცუდად ყოფნისას დაწერილი შენი მოთხრობები და მეგობარს მივწერე: ”მეც გნახავ.” შენ კი გულში გისურვე, თუ ასეა, აღარასდროს არაფერი დაგეწერა.

ნახვის დრო რომ დადგა, საჯარო საპირფარეშოში ჩავიკეტე და წყალი სახეზე რამდენჯერმე შევისხი. თმის რეზინა მოვიძრე, მაგრამ თმა კაშნისგან ელექტროვდებოდა და ისევ გავიკეთე. რამდენიმე წუთი ვუყურებდი ჩემს თავს შორიდან: შავი თმა მქონდა, შავი ფანქარი მესვა თვალებზე, მეცვა შავი პალტო და კეტები, – შავ-თეთრ ფოტოს ვგავდი, რომელსაც წითლად გაფერადებული ჰქონდა მხოლოდ კაშნი, შარვალი და ჩანთა. შეიძლება ითქვას – ტუჩებიც და ცხვირიც, – ზამთარი მსხვერპლს, თფუ, სილამაზეს მოითხოვს.

ქუჩაში გამოვედი და შეხვედრის ადგილამდე ნელა ვიარე. იშვიათად მიჩნდება პროტესტის განცდა, ძირითადად, ჩემს კვადრატში ვცხოვრობ და პროტესტი ინტრო ვერსიაში მიმდინარეობს. ბავშვობაში ძალით მოშინაურებულ ძაღლებზე თუ ჩიტებზე კი გაქანებით ვიბრძოდი: ”ნუ ჩაკეტეთ ოთახში, დააბრუნეთ დედასთან”. თავისუფლების ეს მოთხოვნა კი ნელ-ნელა გამიქრა. ზუსტად მას მერე, რაც მეგობარს დავშორდი. თუ დამშორდა.. რომ მნახავს, ვეღარ მიცნობს.. რომ ვნახავ, გულწრფელი ვიქნები.. რომ ვნახავ, დავმშვიდდები.. მე ვიქნები კარგად და მაინც დავწერ. აქ სტოპ!

ჩავუსაფრდი შენობის კუთხესთან, ვხედავდი როგორ დადიოდა აქეთ-იქით და მივწერე: ”აღარ მოვალ”. მან ისევ გაიარა აქეთ-იქით და მომწერა: ”სად ხარ მითხარი და მე მოვალ”. გამეღიმა და გამოვჩნდი. ალბათ ეს პასუხი მჭირდებოდა. მე ვარ კარგად და მაინც ვწერ.

3 responses to “როგორ ხარო და

  1. ალბათ იშვიათად შეხვდები ადამიანებს, რომლებიც კარგად არიან და მაინც წერენ. ან არა, ვცდები, მე მგონია ასე.

  2. შენ კი შეგიძლია ამ ბლოგზე, კარგად ხარ თუ ცუდად, შეგიძლია მაინც ფლოსტებით იარო. ჩემზე მეტი კომენტარი გაქვს 🙂

გამოთქვით აზრი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s