ონავარი

ბავშვობაში რეზინის სათამაშოებს აგროვებდა და დეიდამისის ძველ ნემსებს არჭობდა, დიაბეტი გაქვთ და გეხმარებითო. დეიდამისს მართლა დიაბეტი ჰქონდა. სიბერეში ისე გასუქდა, ონავარს სულ უკვირდა, ნემსს რომ ირჭობს, რატომ არ იფუშებაო. რას ეტყოდნენ, უხერხულ კითხვად ნათლავდნენ და საბანს კისერთან უკუჭავდნენ: ძილის დროაო. ონავარს კი არ ეძინებოდა, ხვალინდელ დღეზე ფიქრობდა და ამბობდა: ”გოგონებს ექიმობანას ვეთამაშები”. გაიზარდა და თამაში ჩვევაში ექცა: სულ აინტერესებდა შიგნით რა იყო. დაშლა ადვილია, აწყობა ძნელიო.

დეიდამისი ახალგაზრდა გარდაიცვალა, ონავარს იმდენი უტირია, სანამ არ დაშრა. ამბობენ, ცრემლი მას მერე ამოეწურაო. ამოწურვით კი ცხოვრებაში ბევრი ამოუწურავს, მათ შორის თავი იმდენად, სილაღეს რომ მხოლოდ სხვისი სხეულის მორგება ანიჭებდა. ბარში გაცნობილ გოგონებს დარბაისლურად ეპყრობოდა, მათ უპირატესობას აღიარებდა და ოცი წუთით თხოულობდა. ამბობდა: ”რამდენი ქალიც გყოლია, იმდენი ადამიანი ხარ”. ვერც ქალები ემდუროდნენ: დეპრესიაშია, ბავშვობის კომპლექსები აქვსო.

სიბერეში ისე დამძიმებულა, მთელი ქალაქის ცოდვები და მადლი მასზე გადმოვიდაო. პირჯვარი ყველას მაგივრად გადაიწერა და თვალები მინაბა. ქუჩაში გამვლელს გამოეცნაურა და უთხრა: შენი თავის სანაცვლოდ, ყველა დანარჩენის თავს განახებო. ხუმრობდა: როცა იკითხავენ, რითი მოკვდაო, შაქრით უპასუხეთ, შაქრითო. ჭირი და ლხინიც ონავარშიო.

გამოთქვით აზრი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s