მთვარის მეორე მხარე

იოგა ამბობს, სულამდე სხეული უნდა ისწავლოო. სხეულს ვერ განაგებ და სხვას როგორო. ჯერ ხელისგულებს ვაკვირდები და გონებაში დიდხანს ვიზეპირებ ხაზებს. მოუხერხებელ პოზაში ვდგები და გამადიდებელ სარკეს ვიშველიებ. ვარჯიშის დროს იჭიმება კუნთები, რომელთა არსებობაც არ ვიცოდი. გადავწყვიტე, დავაკვირდე მიკროსკოპით სხეულს.

თავში მიელვებს აზრი, რომ მკვდარი ვარ. ვასკვნი: შეუძლებელია თავი წარმოიდგინო მკვდრად, – გონება თვალს ყოველთვის მიადევნებს წარმოდგენილ გვამს თუ მოტირალ ნათესავებს. მოკლედ, ყველაფრის წარმოდგენა შეიძლება მკვდარი თავის გარდა.

შარშან ფობიებზე უნდა დამეწერა. ვერაფერი მოვიფიქრე, უშიშარი ვარ მეთქი და ზღაპარი დავწერე ჭია მაიაზე. რეალურად არც არაფერი მაქვს, თვითსინანულის განცდას დასჯის შიშად თუ არ აღვიქვამთ. შიშების გასარკვევად სიზმრებს მივმართე. როგორი კოშმარები მესიზმრება:

მაგალითად, ორი კვირის წინ ჩემს ორგანიზმში შემოსული უცხო სხეული ცხვირიდან სისხლს მადენდა.  ორ დღეში დავიცლებოდი და მოვკვდებოდი. ახალი მეზობელი იყო. ეტყობა, სიზმრისთვის გამოვიგონე. სასეირნოდ დამპატიჟა და მეც ვეპრანჭებოდი.
არა ისე, სხვა დროს პირველად რომ მენახა სამომავლო ურთიერთობისთვის, არამედ – ისე..

მკითხეს: რა გინდა სიკვდილის წინ გააკეთო?
– სკაიპის ისტორიას წავშლი.
საშინელი შეგრძნება მაქვს, რომ საკუთარ ინფორმაციას ვეღარ გავაკონტროლებ.
– ”პრიკინ”? იმაზე კი არ ვდარდობ, რომ მოვკვდები, იმაზე, რამე არ დარჩეს.

წინა კვირას დიდი თოვლი რომ მოვიდა,  მე და თეო საგუნდაოდ წავედით. მერე კინოში დამპატიჟა: ეგზორციზმს ვუყურეთ. მხატვრული ფილმი იყო, რეალითი შოუს მოტივებზე: განდევნის პროცესში ფარულად დაყენებული კამერები, ინტერვიუები.. თავიდანვე მიაწერეს, ფილმი ვატიკანმა აკრძალაო. იტალია სატანიზმის ცენტრად განიხილეს, ვატიკანი კი უძლური მის მიმართ. ერთი მღვდელი ამბობდა:  ცხოვრებაში ღმერთზე მეტი დემონი მინახავსო.

მეჭირა პოპკორნი და ვფიქრობდი: დემონები სხეულში შესასვლელად ნებართვას თხოულობენ, ირიბად, მაგრამ მაინც. ჯერ ცოდვებს გაახსენებდენ და ამით მათ საკუთარ თავებთან იდენტიფიცირებას მოახდენდენ. ღამით კი შეშფოთებულ ”მეს”, რომ მეორედ მოსვლისას ყველა საიდუმლო გაცხადდება, ვპასუხობდი: ეცლება შენთვის ვინმეს?

3 responses to “მთვარის მეორე მხარე

  1. “მკითხეს: რა გინდა სიკვდილის წინ გააკეთო?
    – სკაიპის ისტორიას წავშლი.
    საშინელი შეგრძნება მაქვს, რომ საკუთარ ინფორმაციას ვეღარ გავაკონტროლებ.
    – ”პრიკინ”? იმაზე კი არ ვდარდობ, რომ მოვკვდები, იმაზე, რამე არ დარჩეს.”

    სამი დიდი ძახილის ნიშანი. მეგონა, მარტო მე ვიყავი ასეთი გიჟი.

  2. “მკითხეს: რა გინდა სიკვდილის წინ გააკეთო?
    – სკაიპის ისტორიას წავშლი.
    საშინელი შეგრძნება მაქვს, რომ საკუთარ ინფორმაციას ვეღარ გავაკონტროლებ.
    – ”პრიკინ”? იმაზე კი არ ვდარდობ, რომ მოვკვდები, იმაზე, რამე არ დარჩეს.”-მეც, მოლისი არ იყოს, მეგონა მარტო მე მაწუხებდა ეს… ბლოგის დარჩენაც მაწუხებს, ანდერძსაც კი ვიგონებ ხოლმე, ვის გადავუნაცვლო. და საერთოდაც, ძალიან მინდა არაფერი, არაფერი არ დარჩეს და არც არაფერი არ იყოს იქ…გაქრი და მორჩა

გამოთქვით აზრი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s