ძველი ქართული გაზეთი

მე–19 საუკუნის დასაწყისში საქართველოში გაზეთი დაიბადა. თუმცა ზ. ჭიჭინაძე გვაწვდის ცნობას, რომ საქართველოში პერიოდიკა მანამდეც იყო, მაგრამ ამ ცნობას არავინ უდასტურებს. ცნობილი ისაა, რომ მე–18 საუკუნის ბოლოს საქართველოს ბოლო მეფის შვილმა იოანე ბატონიშვილმა წარუდგინა საქართველოს უკეთ მოწყობის პროექტი. გიორგი მე–12–ს პროექტი მოეწონა, მაგრამ მერე ქვეყანა აირია, დამოუკიდებლობა დაკარგა და პროექტი არ განხორციელდა.

1819წ. 8 მარტს საქართველოში “საქართველოს გაზეთი” გამოდის. ეს იყო პირველი პერიოდული გამოცემა ამიერკავკასიაში. გაზეთი ოთხ გვერდიანი იყო. არ ჰყავდა ერთი რედაქტორი. კავკასიის სამხედრო შტაბი სсემდა. კვირაში ერთხელ გამოდიოდა. ჯერ რუსულად და რუსულიდან ქართულად ითარგმნებოდა. გაზეთის გამოშვების ინიციატორი რუსეთი იყო. ოფიციალური უწყებანი და ბრძანებანი იბეჭდებოდა. მცირე ტირაჟის იყო. არავინ ყიდულობდა. 1820 წელს გაზეთს სათაური გადაერქვა. “ქართული გაზეთი” დაერქვა. 3 წელი გამოდიოდა და 1821 წელს შეწყდა.

1828 წელს გამოდის გაზეთი “ტფილისის უწყებანი”, დაახლოებით იმავე ფორმატის, ისიც ოთხ გვერდიანი და კვირაში ერთხელ გამოდის. ოფიციალური ორგანოა, მაგრამ წინა გაზეთისგან იმით განსხვავდებოდა, რომ რედაქტორი ჰყავდა. მთავარი რედაქტორი პავლე სანკოვსკი იყო. რუსული ნაწილი – გრ. გორდეევი. ქართული გაზეთის – ს. დოდაშვილი, რომელიც ხანდახან შეძლებდა და თემას გადაუხვევდა.

1832 წელს “ტფილისის უწყების” დამატებად პირველი ქართული ჟურნალი “ტფილისის უწყების სალიტერატურონი ნაწილნი”. მარტო ქართულად გამოდის. თვეში ორჯერ. მისი გამოცემა მალევე შეწყდა, ’32 წლის შეთქმულებას იდეოლოგიურად ამზადებდაო. ოფიციალურ მიზეზად კი უსახსრობა დასახელდა.

ამის მერე საქართველოში დიდი ხნის განმავლობაში არაფერი გამოდის. ქართული სტამბებიც გაანადგურეს. ხოლო 1838 წელს რუსული გაზეთი გამოდის სახელად “закавказкий весник” მისი ქართული ვარიანტი 1840 წელს გამოვიდა, “კავკასიის მხარეთა უწყებანი” ერქვა.

40–იან წლებში რუსული ” закавказ ” 1852 –54 წწ. გიორგი ერისთავის “ცისკარი”, რომელიც ისევ 1857 წელს აღდგა. ამის მერე საქართველოში ინტერვალის გარეშე გამოდის გაზეთი.

2 responses to “ძველი ქართული გაზეთი

  1. გამოხმაურება: ქინდლის რომანტიკა « merzannablume

გამოთქვით აზრი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s