ამფხიკეს.
სიცხეზე მიმწვარი სხეულივით,
და სიბრტყეზე ვიგრძენი თავი,
უმისოდ,
უსრულოდ.
ემოციით ამოვისუნთე,
ტუჩები დავჭიმე და
ფილტვებიდან სული ამოვუშვი.
როცა ცივა,
მაშინაა შესაძლებელი
თიხაში ერთხელ ჩაბუდებული
სულის დანახვა.
მერე მას ხელები მივუშვირე
და გავათბე.
თუ ორთქლი იყო, სული კი არა.
ამფხიკეს.
ისე ამფხიკეს,
რომ აღარ დავრჩი.
მე მაინც მიყვარს.
ჰეი ბლუმ,ჩემს სულში რატომ იქექები :დ
ძალიან ჩემია