მეგობარი გამოძახებით ანუ მასობრივი მარტოობა

თითქმის დარწმუნებული ვიყავი, რომ სახლში ვიღაც იყო. მანქანაში ჩამსვა. უკანა სიდენიაზე მივწექი, მგზავრობისას გამომეძინა. ვფხიზლდებოდი, როცა შუქნიშნებზე ჩერდებოდა. და სიგნალების ხმები ისმოდა. ერთ-ერთ გაჩერებაზე ქალი მძღოლის ფანჯარასთან მივიდა, კვამლისგან გასანიავებლად რომ იყო ღია და საკუთარი ტანი შესთავაზა. ის ჩვენთან ჩაჯდა. გავიცანი უცნაური სახელით და დალევა შევთავაზე. გაუკვირდა იქ რომ ვიყავი. ვერ მხედავდა, სანამ არ დამაკვირდა. გზა ჩემზე საუბარში გავატარეთ, ნათესავი მირჩევდა ფსიქოლოგთან მისვლას. ვფიქრობდი, რა უნდა მოეცა ფსიქოლოგს ისეთი, რაც არ მქონდა. ან ზოგადად, ვინ იყო ის, – ვისაც ინსტიტუტში ფსიქ. ტექსტებს აკითხებდნენ. ის წიგნები მეც მაქვს წაკითხული. და მერე რა? სახლში მიმიყვანა და გზა განაგრძეს. მე კიდევ ვერ ვივიწყებდი მის რჩევას.

 მას შემდეგ, რაც დედამიწამ დაკარგა თავისი პრივილეგირებული მდგომარეობა სივრცეში, ცენტრიდან მექანიზმის ჭანჭიკად გადმოინაცვლა. შავ ჭირსა და მსგავს ეპიდემიებს ჯაჭვური რეაქცია აღმოაჩნდა. დროში, სადაც კომუნიკაციის უამრავი საშუალებაა, ადამიანი განწირულია მარტოობისთვის.

ისედაც მიმკვდარნი ჩვენი მეები, მუდამ წყეხის ქვეშ იმყოფებიან, თუ რომელიმეს არსებობა ვიგრძენით, ვებრძვით, რატომ გამოიღვიძეო. ვიბრძვით საკუთარი თავის წინააღმდეგ და ვერც ვხვდებით.  ვერავის ვენდობით, რადგან კედლებს არა მარტო ყურები აქვთ, პირებიც. ნებისმიერი ინფორმაცია ჩვენს წინააღმდეგ იქნება გამოყენებული. საქართველოში ამ მხრივ, საგანგაშო მდგომარეობა არ გვაქვს, მეგობრებიც გვყვავს, ურთიერთობისთვის ვიტოვებთ დროს. მაგრამ საშიშროებაა, უმეგობრობის წინაშე რომ დავდგეთ. ეს მასობრივი მარტოობაა, სადაც მეგობარი გჭირდება გამოძახებით. ანაზღაურების სანავცლოდ, შეგიძლია ნებისმიერი სისულელე მოყვე, სამაგიეროდ, კონფიდენციალურობის გარანტიაა. არ გემუქრება უინტერესო თემებზე საუბარი, ბოლო-ბოლო არ დაგცინებს და გაგიგებს. კიდევ სულის სფეროში შენზე ჭკვიანი და გამოცდილია

სადამდე დავეშვით. საკუთარ მეებთანაც იმდენად დავკარგეთ დიალოგის შესაძლო გზები, რომლებთანაც გვაქვს, მათთანაც კონფლიქტური. და შუამავლის ყოლა გვიხდება. ფსიქოლოგებო, გიფიქრიათ, რითი განსხვავდებით მეძავეებისგან? ერთნი სიყვარულს გვპირდებით ფულის სანაცვლოდ, მეორენი – მეგობრობას ფულის სანაცვლოდ. მეძავეობა უარყოფითად არ მიიღოთ, სალანძღავი სიტყვა ჩემთვის ნამდვილად არ არის. მეტიც, მომიტევეთ, თუ გაწყენინეთ. შედარების გაკეთება მაინც მინდა: მეძავი, რომელიც აშიშვლებს ტანს და მეძავი, რომელიც აშიშვლებს სულს. სასაცილოა მორალისტების შეხედულება, რომ ტანის გაშიშვლება სულის სიშიშვლეზე დამამცირებელია. მაგრამ მე ამ საკითხში კლიენტურა უფრო მაინტერესებს. რატომ ვვაჭრობთ, სად დავკარგეთ სული, იყო კი ის ჩვენთან და სხვ.

 მე არ გამოვდივარ ფსიქოლოგთან ვიზიტის აკრძალვაზე. მეტიც, თუ საჭიროა, მეც მივალ, მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის დამამცირებელია და სულ მექნება ეჭვი, რომ მხოლოდ ფულის გულისთვის მისმენს. და ვიცი, ისინი რომ არ არსებობდნენ, ბევრს არსებობაც გაუჭირდებოდა. მეორე მხარეც არის, როცა სხვისი აზრი გვკიდია. უბრალოდ იმ უტოპიურ ცხოვრებაზე ვოცნებობ, სადაც საკუთარ თავს ყველანი ვიცნობთ, არ დაგვჭირდეს იმის მიხვედრა, სად ჩავაბაროთ, როგორ დავძლიოთ ფობიები და როგორ გავარკვიოთ, გველანდება თუ ჩვენს ვანაში ადამიანი მართლა ტივტივებს.

ერთ ისტორიას გავიხსენებ, სოლომონ დოდაშვილს თუ.. მოკლედ, რომანტიკოსებს უკავშირდება: როგორ დაძლიეს საქართველოში შავი ჭირი. ეს კაცი შავ ღვინოს სვამდა ავადმყოფებთან. ისე, გასამხნევებლად, მეგობრულად. აღმოჩნდა, რომ ვისთანაც დალია, განიკურნა. თურმე შავი ღვინო კლავს ამ ჭირს. მოკლედ, სანამ გამოვალ დეპრესიიდან, კუჭის წყლული დამემართება. მაგრამ მეთვითონ 🙂 ეს ხუმრობით და სინამდვილეში ამ ბოლო დროს ძალიან ბევრს ვწერ. მეუხერხულება ყოველ დღე ახალი პოსტი. ჩემი ბრალი არაა, თითები თავისით მირბიან. 🙂

2 responses to “მეგობარი გამოძახებით ანუ მასობრივი მარტოობა

  1. კარგია,წერე.მიყვარს შენი პოსტების კითხვა ^^
    მე ფსიქოლოგია ავირჩიე ჩასაბარებლად და თუ ოდესმე ფსიქოლოგი დადგება ჩემგან,თუნდაც ფულის გარეშე სიამოვნებით დავეხმარები ადამიანს ინტერესის გამო .ამ შემთხვევაში ჩემთვის ინტერესია მამოძრავებელი ძალა და არა ფული.
    ისეკი მართლა გავს ერთმანეთს მეძავი და ფსიქოლოგი ,მაგაში გეთანხმები.

  2. ინტერესის გამოო, თქვი და თუ ასეა, მართლა კარგი ფსიქოლოგი გამოვა შენგან. რესპექტ! შეიძლება მოგაკითხო კიდეც, მაგრამ ფულს პრინციპულად არ მოგცემ 🙂

გამოთქვით აზრი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s