”იძინი” ქართულად ”ცვლილებათა წიგნს” ნიშნავს და ინისა და იანის მონაცვლეობაზე, დაპირისპირებასა და ერთიანობაზე მოგვითხრობს. ევროპაში სხვადასხვა ვარაუდი ჰქონდათ, რას ნიშნავდა ის. ზოგს ლექსიკონი ეგონა, ზოგს – ლოგიკის სახელმძღვანელო, ზოგს კი – პოლიტიკურ-ისტორიული ენციკლოპედია.
☯ ამ სიმბოლოს შესაბამისი ხაზები იყო წყვეტილი ( _ _ ) და უწყვეტი ( __ ). მათი კომბინაციით იქნა მიღებული ტოგრამები (სამი სიმბოლური ხაზის შემცვლელი ნიშნები) და ჰექსაგრამები (ექვსხაზა ნიშნები). ტიგრანების რიგი გრაფიკული გამოსახულებაა ”არაფრისგან არსის შობისა”.
შემოქმედებითი იმპულსი ჩაეშვება შემსრულებლი (ინის) ნაყოფისმომცემ წიაღში და აღაგზნებს მას. ნაყოფი დაინთქმება წიაღში და მოხდება ინში მოვანება. შემოქმედებითი იმპულსი იწყებს უკან დახევას. ის ეტაპი, როცა სტაბილრობას ვადა გასდის, ხოლო უკანდახევა ჯერ არ დაწყებულა, აღინიშნება პროცესის აპოგეით. ამის მერე იმპულსი და მიმღები წიაღი ინერციით ისევ ინარჩუნებენ ერთმანეთს, ჩაჭიდებას, რაც მთავრდება შექმნილი მდგომარეობის დაშლით, გადაწყვეტით. (სურათი 1.)
სულ 8 ტრიგრამა და 64 ჰექსაგრამა არსებობს. 64-ს უკავშირებენ გენეტიკური ინფორმაციის გაშიფვრისას აღმოჩენილ გენეტიკურ კოდს, რომელიც წარმოდგენილია 4 ნუკლეოტიდის სამმაგი შეხამება-შეუღლებით და სულ შესაძლებელია 64 ასეთი შეხამება.
მაგალითად, ერთ-ერთი თავი გვასწავლის საკითხის გადაწყვეტას ბედზე მინდობით. იმისთვის, რომ იძინით კარგად ვიმარჩიელოთ, პირველ რიგში გონებაში კარგად უნდა ჩამოვაყალიბოთ კითხვა, რომლითაც გვსურს იძინს მივმართოთ. ავიღოთ სამი ცალი თანაბარი ზომის მონეტა და სამივე ერთად ავისროლოთ ექვსჯერ. თუ ორი ან სამი მათგანი დაეცა ზურგზე (შუბლით მაღლა), წინასწარ მომზადებულ ფურცელზე გავავლებთ სწორ ხაზს. თუ მონეტები – ორი ან სამი – დაეცემა შუბლზე (ზურგით მაღლა), გავავლებთ წყვეტილ ხაზს. ექვსჯერ შესროლის შემდეგ ფურცელზე ექვსი ხაზი აღმოჩნდება. ჰექსაგრამა იხაზება ქვემოდან ზემოთ. (სურათი 2.)
ხაზებს გავყობთ ორად. პირველ სამს (ქვედა ტრიგრამას) მოვძებნით ცხრილის ვერტიკალურ რიგში, ხოლო ზედა სამ ხაზს (ზედა ტრიგრამას) ჰორიზონტალურ რიგში. მათი გადაკვეთის წერტილში მოცემულია ჰექსაგრამის ნომერი. (სურათი 3.) ყველაზე სახიფათო ნომრებია: 3, 29, 39, 47.
პ.ს. არ დავსვათ ერთი და იგივე შეკითხვა ორჯერ ან მეტჯერ და ერთი სეანსის განმავლობაში ერთი შეკითხვის ფორმულირება ხდება.
სახლში მისული დავუბრუნდები ამ პოსტს მონეტებით ^ ^
იქონია შედეგი? 🙂
პასუხი სად ვიპოვოთ???
აღნიშნულ გრაფებზეა გამოსახული
რას ნიშნავს გადაწყვეტა? პასუხებს კი ვპოულობ მაგრამ რას ნიშნავს ზუსტად ვერ ვგებულობ, იქნებ დამეხმაროთ ❤
ამას განმარტებები აქვს და სად დაკარგეთ ?? 🙂
მკითხე და გიპასუხებ. ბოდიში დაგვიანებული პასუხისთვის.
გამარჯობა. პასუხები ბოლო ფოტოზეა დართული
ვერ ვხედავ პასუხს
ჰორიზონტალურისა და ვერტიკალურის კვეთაზეა შენი რიცხვი. რიცხვს კი ბოლო ფოტოზე ახსნა აქვს