გვირილა

ქალები შეგროვილიყვნენ, ჩემთვის თმა რომ დაევარცხნათ. რიტუალად აქცევდნენ და მუდამ ხელში ეჭირათ. გრძელი თმა მქონდა, ხვეული და ქერა. ის დრო იყო, ჯერ სკოლაში რომ არ დავდიოდი და მათამამებდნენ: სულ წითლები მეცვა თავიდან ბოლომდე, ასე მაცმევდნენ.

”ქრისტინა” – წიგნს ერქვა, წაგიკითხავთ? მუხლებში ჩამიდებდა დედა და მიყვებოდა. პერსონაჟის თმას მამსგავსებდნენ, მაინტერესებდა და ვკითხულობდი. მერე სიბოროტე გავაკეთე, ყველაზე ცუდი მხრიდან ვუყვებოდი ხალხს მის შინაარს. მინდოდა არავის მოსწონებოდა.

მალე დადგა ჟამი თმის გადაპარსვისა. ჩემს უბანში ბავშვებს ასე ექცეოდნენ. შეიძლება სხვასაც. დედას შევეხვეწე, არ გინდა მეთქი. დამიჯერა. მხოლოდ შემჭრა. წამიყვანა და შემჭრა. ფეხებამდე ხუჭუჭა თმა აიღო ვიღაც ქალმა და მოჭრა.

მოკლე თმა სწორი გახდა, გამუქდა. გვირილა აღიავებსო, დედამ. ჩვენს სახლში ხშირად მზადდებოდა მისი ნახარში. ახლა თავად ვიღებავ შავად.

ოპტიმისტური მცენარეა. მისი ფურცლები ისეა მოწყობილი, რომ მუდამ უყვარხართ. მერე გავიგე, რომ სამკურნალოცაა. ხალხი სისხლდენის შესაჩერებლადაც იყენებს და ჭრილობათა მოსაშუშებლად. ჩემი პირველი დაინტერესება სახალხო მედიცინით მას და მელაკუდას უკავშირდება. მედეა მომწონდა არგონავტებიდან და ვბაძავდი: ჯადოქარი გამოვალ მეთქი, ვამბობდი.

გვირილა ორსქესიანია, იშვიათად ცოლსქესიანი. ჯამი არა აქვთ. მენსტრუაციის დროს ძველად საფენებთან ერთად იდებდნენ, ტკივილები რომ დაამებოდათ, ორგანიზმი გაესუფთავათ. ვკითხულობდი, რომ ხმარობდნენ ვაგინალური ინფექციისას და ძუძუსთავების ჭრილობებზე მისადებლად. თურმე ინდიელები აბორტის წამლებს რომ ამზადებდნენ, აბებში მათ ურევდნენ, ინფექცია რომ არ შეჭრილიყო. ყველა გვირილას არა, მედიცინაში იყენებენ მათ კარგად განვიტარებულ ვარიანტს ანუ როცა მათი ღერო 30-50 სმ-ია.

გვირილას ნაყენს დამამშვიდებელი ფუნქცია აქვს. როცა აფთიაქში ვყიდულობ, არ მშველის, მაგრამ როცა თავად ვამზადებ, მთენთავს. რიტუალი უწყობს ხელს რომ დამშვიდებისთვის მოვემზადო. ეტყობა. ალბათ ერთხელაც რამეს ავიკიდებ ან ალქიმიკოსი გამოვალ. გიფიქრიათ, როგორი სიკვდილი გაქვთ სანატრელი? ჰო, სიკვდილიც შეიძლება სანატრელი  იყოს. ყოველთვის მინდოდა ექსპერიმენტს მოვეკალი. დამეწვიეთ:

6 responses to “გვირილა

  1. “ჰო, სიკვდილიც შეიძლება სანატრელი იყოს.” – არ მეგონა ჩემ გარდა კიდევ ვინმე თუ ფიქრობდა ასე, მე კოცონზე დაწვა მინდა ^ ^

  2. სანატრელი სიკვდილი,,
    ჰმმ.ძალიან ბევრს ვფიქრობ მაგაზე.იცი რამდენი სიკვდილი მაქვს წარმოდგენილი თავისი გულისამაჩუყებელი ბოლო სიტყვებით?ძალიან ბევრი.
    მაგრამ ყველა თვითმკვლელობაზეა,სამწუხაროდ.

გამოთქვით აზრი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s