(ნაწილი პირველი)
ბიბისის ინტერვიუში როცა კარლ იუნგს ჰკითხეს საზოგადოების სიზმრებზე, მიუთითებდა თუ არა ომის დაწყებას, უპასუხა, რომ ხალხი ისე იყო ომით შეშინებული, მათი სიზმრები მომავალს კი არა, წარსულზე საუბრობდნენ.
სიტყვა ან გამოსახულება სიმბოლურია, თუ საკუთარ თავში მეტს მოიცავს, ვიდრე მისი ჩვეულებრივი მნიშვნელობაა. ადამიანი ხშირად თვითონვე ირჩევს სიმბოლოებს სპონტანურად და ქვეცნობიერად. მას არ ძალუძს გაიგოს ან მიიღოს მთლიანი ინფორმაცია. მისი შესაძლებლობები ხედავდეს, ესმოდეს, დააგემოვნოს ან გრძნობდეს ყოველთვის დამოკიდებულია შესაბამისი ორგანოების გავარჯიშებით. შესაბამისი ზომებით ეს შეზღუდღვები შესაძლებელია გადაილახოს. ცოდნას არ ძალუძს დაეხმაროს გონებას ზღვარის გადალახვაში. ზოგჯერ მიღებული ინფორმაცია არ აღწევს ცნობიერს და მისი გარჩევა შეგვიძლია მოგვიანებით. დაიგნორებული მასალა ხშირად ქვეცნობიერიდან ვერ აღწევს თავს მისი არაფრად მიჩნევის გამო. მან შესაძლოა სიმბოლოების სხეულით სიზმარში მოხვდეს. სწორედ სიზმართა შესწავლამ მისცა საშუალება ფსიქოლოგებს შეესწავლათ ქვეცნობიერის ასპექტები ფსიქიკური გამოვლინების ცნობიერი მიღება.
უამრავი ადამიანი იტანჯება პიროვნების გაორებით. ეს არ არის პათოლოგია. ”ადამიანის მარჯვენა ხელმა არ იცის რას აკეთებს მარცხენა”. დროთა განმავლობაში ადამიანის აზროვნება ვითარდებოდა ნელა და რთულად. დღესაც აზროვნების შესაძლებლობა შორსაა იდეალურისგან. გონების დიდი ნაწილი დაფარულია დღესაც ბნელით. რასაც ჩვენ ფსიქიკას ვეძახით, არავითარ შემთხვევაში არ არის ის ცნობიერის იდენტური.
ანტროპოლოგთა აზრით, პირველყოფილი ადამიანები თავიანთ ფსიქიკურ დაავადებას ”სულის დაკარგვას” უწოდებდნენ. მათი რწმენით ჩვეულებრივი სულის გარდა ”ტყიური”, მეორე სულიც გააჩნდათ, ამას აღიქვამენ მისტიკად. ხშირად პირველყოფილებს სწამდათ, რომ სული ჩასახლებული იყო რომელიღაც ცხოველში, რომლის მიმართ ის სულიერ ნათესავობას გრძნობდა. ”ტყიური სულის” ფლობა ხეში აღიქმებოდა როგორც მშობლის ძალაუფლება ინდივიდზე. ორივე შემთხვევაში სულის შეურაცხყოფა ადამიანის შეურაცხყოფად აღიქმებოდა. პიროვნება იყოფოდა რამდენიმე ნაწილად. ეს იმას ნიშნავს, რომ ინდივიდუალური ფსიქიკა შორს იყო მთლიანობის ჰარმონიიდან. პირიქით, არაკონტროლირებადი ემოციების ტალღა ემუქრებოდათ.
ჩვენც შეიძლება ვერ ვაკონტროლოთ ჩვენი ქმედება, განწყობის ძალაუფლების ქვეშ ვიქცეოდეთ, რომელიც ამ ყველაფერს სიკეთესთან ერთად, განუწყვეტლივ იცვლება. იშვიათად თუ ვინმე საკუთარ თავს კონტროლს გაუწევს. ვვარაუდობთ, რომ საკუთარი თავის კონტროლი შეგვიძლია, მაგრამ გარშემომყოფები ზოგჯერ ამჩნევენ იმას, რასაც ჩვენ თვითონ ვერ ვხედავთ.
შესაძლებლობა, რომ გონების იზოლირება მოხდეს, ფასეულია. იგი შესაძლებლობას გვაძლევს ყურადღება რაიმე კონკრეტულს მიექცეს. მთავარი საკითხავია, ვაკეთებთ ამას შეგნებულად თუ არა. პირველ შემთხვევაში ამას ცივილიზაციისკენ მივყავართ, მეორეს – ”სულის დაკარგვამდე”.
ზიგმუნდ ფროიდი პირველი იყო ვინც ემპერიული გზით სცადა გამოეკვლია ცნობიერის ქვეცნობიერი ფონი. თავის კვლევებში იგი ყურადღებასს სიზმრებს უთმობდა. თვლიდა, რომ იგი არ იყო შემთხვევითი და ასოსიაციურად დაკავშირებული იყო გადატანილ ფიქრებთან და პრობლემებთან.
ეს დაშვება დაფუძნებული იყო ნევროლოგთა თეზისზე (პიერ ჟანე, მაგალითად) , რომლის მიხედვით ნევროლოგიური სიმფტომები უკავშირდებოდა კონკრეტულ ცნობიერ განცდებს. ზ. ფროიდი და იოსიფ ბრეიერი მივიდნენ დასკვნამდე, რომ ნევროლოგიური სიმფტომები: ისტერია, ტკივილები, არანორმალური ქცევა, – ამ ყველაფერს სიმბოლური დატვირთვა აქვს. თვითგამოხატვის ფორმას კი სიზმრად ახდენს.
პაციენტს, რომელიც შეჯახებია აუტანელ სიტუაციას, აქვს გადაყლლაპვის დროს სპაზმა. ანალოგიურ სიტუაციაში სხვა პაციენტს ემართება ასთმა ან არ შეუძლია ”გადახარშოს” რომელიმე არასასიამოვნო ფაქტი, აი, ასე გამოხატავს ქვეცნობიერი თავს.
სიზმარი შეგდება რთული და პატარა ფანტაზიებისგან. თუ გამოვიყენებთ ფროიდისეულ მეთოდს, ”თავისუფალი ასოციაციისა”, გამოჩნდება, რომ სხვადასხვა სიზმრის შეერთებით შეიძლება მივიღოთ ბაზური სიუჟეტი. მივხვდი, რომ პაციენტის კომპლექსის შესასწავლად არაა აუცილებელი გამოვიყენოთ სიზმრები პროცესის ”თავისუფალი ასოციაციების” წერტილები. მაქამდე მისვლა სხვადასხვა გზით შეიძლება: ლოცვით, მედიტაციით, ნახატებით და საუბრითაც კი.
სიზმრის დროს არეულია კოორდინაციის შეგრძნება. მის შესასწავლად ისეთი მდგომარეობაა საჭირო, თითქოს უცხო ნივთს უყურებდე. მე ვშორდები ფროიდის ”თავისუფალი ასოციაციის” მეთოდს, თუნდაც იმაში, რომ ფროიდი მარტო სიზმრებით ცდილობდა პაციენტების ”კომპლექსების” გამოკვლევას. ვერბალური ტესტები ამის მაგალითია (პაციენტს უსახელებენ სიტყვას და ის პასუხობს თუ რასთან ასოცირდება იგი მისთვის).
შეიძლება მხოლოდ სექსუალური აქტის სიზმრები არ გვესიზმრებოდეს, როგორც ფროიდი თვლიდა. ანუ სიმბოლურად გასაღებს, რომელსაც ნახვრეტში არჭობთ, შეიძლება უბრალოდ გასაღებს ან სხვა რამეს აღნიშნავდეს და არა მხოლოდ სექსუალურ აქტს.
მაგალითად, ჩემს პაციენტს ესიზმრა მთვრალი, უგემოვნო ქალი, რომელიც სიზმარში მისი ცოლი იყო, თუმცა რეალურ ცხოვრებაში ამ ქალს არასდროს მიეკარებოდა. საშუალება რომ ჰქონოდა ჩემს პაციენტს, გადაიკარგებოდა სადმე, ოღონდ ის საშინელი სიზმარი დაევიწყა. მივედი დასკვნამდე, რომ პაციენტს ჰქონდა საკუთარი თავის კომპლექსი და საკუთარ თავს ისე საზიზღრად მიიჩნევდა, როგორი სიმბოლოც იყო მისი ვულგარული ცოლი სიზმარში. თუ მე არ მეცოდინებოდა წინაპირობები, რომ მას ასეთი ქალი არ ყავს ცოლად და არ მოსწონს ასეთები, მე ვერ გავიგებდი ამ სიზმრის სიმბოლურ არსს. ასე რომ, წინაპირობები მაინც მნიშვნელოვანია.
ჰოდა ფრაზით ”ყოველ მამაკაცში იმალება ქალი” მივედი ჩემს დასკვნამდე. ყოველ კაცშია ქალური და კაცური საწყისები. ამ ქალურ საწყისს კაცში მე დავარქვი ”ანიმა”. შეიძლება კაცური საწყისი ნორმალური იყოს, მაგრამ ქალური საწყისი – საზიზღარ მდგომარეობაში. ჩემს პაციენტს ამ დროს სიზმრის მეშვეობით უთხრა ქვეცნობიერმა: ”ზოგ შემთხვევაში საკუთარ თავს ისე ვგრძნობ, როგორც ეს დაცემული ქალია”. ადვილი გასაგებია რატომ უკეთებენ იგნორს სიზმრების შეტყობინებებს. ადამიანებს გაგების, სიახლის შიში აქვთ. ფსიქოლოგია ”ახალგაზრდა მეცნიერება, უკავშირდება ”მიზონეიზმს” მის ყველა ექსტრემისტულ გამოვლინებაში.
სიზმარი ქვეცნობიერის სპეციფიკური ენაა. როცა რამე გვავიწყდება, სინამდვილეში კი არ გვავიწყდება, ცნობიერიდან სიღრმეში გადადის. პაციენტები ხშირად თავიანთ თავებზე ტყუილებს თხზამენ. მითუმეტეს, თუ პაციენტი ისტერიულია. ბევრ რამეს ვერ ამჩნევს. ის ამჩნევს მხოლოდ ქვეცნობიერით. ეს აშკარად ჩანს ჰიპნოზის სედეგად. ადვილი საჩვენებელია, რომ მას ყველა დეტალი ახსოვს.
ფროიდმა სხვადასხვა ადამიანებზე შემთხვეული მეხსიერების დაკარგვა აღწერა. როგორც ნიცშე იტყოდა, სადაც სიამაყე ხელშეუხებელია, მეხსიერება გაცლას დააპირებს. როგორც ცნობიერიდან შეიძლება ინფორმაცია ქვეცნობიერში გადავიდეს, ისე პირიქითაც შეიძლება მოხდეს. ამ შემთხვევაში ვიძახით, რომ ცუდი წინათგრძნობა გვაქვს. ადამიანის ფსიქიკის შესაძლებლობა შექმნას სიახლე, მნიშვნელოვანია განსაკუთრებით სიზმრის სიმბოლიკის გაგებისთვის. იდეები მოგვდის სიზმარში სიმბოლოებით. ეს სიმბოლოები ქმნიან ახალ ფიქრებს, რომლებსაც აქამდე არ გადაეკვეთათ ცნობიერის საზღვარი.
სიზმარი არ ჰგავს ისტორიას, მოყოლილს ჩვეულებრივად. ყოველი ინდივიდი განსხვავებულად იგებს აბსტრაქციას თუ საერთო გაგებას, მეტიც თავისებული ინტერპრეტაციით იყენებს კიდეც. სიზმრის ერთ-ერთი ფუნქციაა, მიგაქცევინოს ყურადღება იმაზე, რაც არ გაღელვებს, ვერ ხვდები რომ შენთვის ეს პრობლემას წარმოადგენს. ხშირად ერთიდაიმავე სიზმარი ესიზმრებათ წლების განმავლობაში. ქვეცნობიერი რაღაცას მიანიშნებს. მათ არ ესმით და სანამ პრობლემა რჩება, სიზმარი ტრიალებს. ზოგჯერ ეს მიანიშნებს მომავლის სირთულეებზე. აქ არავითარი მაგია არ არის.
აი, ქალს ესიზმრებოდა, რომ რაღაც ხიფათი შეემთხვეოდა. ერთხელ მასზე მანიაკმა იხმარა ძალა. სინამდვილეში ეს შემთხვევა არ უნდა აღვიქვათ ისე, რომ სიზმარმა მომავალი გვიკარნახა. უბრალოდ ამ ქალს თავგადასავალი სჭირდებოდა და ქვეცნობიერად ხიფათები სურდა. ”თაგვმა თხარა თხარაო”.
განსაკუთრებით საყურადღებოა განმეორებადი სიზმრები. იყო შემთხვევები, როცა ერთიდაიგივე სიზმარი ესიზმრებოდათ ბავშვობიდან მოყოლებული. ეს შემთხვევა ზოგადად მიუთითებს ცდაზე, გამოასწორონ კონკრეტული დეფექტი სიზმარში მაინც. ზოგჯერ ასეთი სიზმრები ვხვდება ფსიქოლოგიური ტრამვის შედეგად.
ძალიან მაინტერესებდა ყოველთვის ფროიდის აზრის სიზმრებთან მაგრამ მისი ნაშრომები ვერასოდეს ჩავიგდე ხელში რომ წამეკითხა 🙂 საკმაოდ საინტერესო იყო
ბიბლუსში შეგიძლია შეიძინო ფროიდის თხზულებები სადაც ძილზე და სიზმარზე წერს.
I couldn’t resist commenting. Exceptionally well written!