მათემატიკა ფსიქოლოგიაში: სად არის სურათის თავი დამალული?

მათემატიკა ფსიქოლოგიაში

იქ, სადაც წარსულია.

კიბერნეტიკა ადამიანს შეისწავლის როგორც სისტემას, შემოფარგლული ველით. ადამიანის დახასიათება, როგორც სისტემის, ამოიწურება იმ პროცესებისა და მდგომარეობების თავისებურებებით, რომელთა მატარებლადაც იგულისხმება. თვითონ სიტყვა ”კიბერნეტიკა” გემის მესაჭეს ნიშნავს, პლატონთან გვხვდება და როგორც ნ. ვინერი თვლის, გადატანითი მნიშვნელობით ავტორი ადამიანის მართვის ხელოვნებას გულისხმობდა.

კიბერნეტიკული პრიზმა ბუნებაში მიმდინარე მოვლენებს მთლიან სისტემად განიხილავს და არა მათ ჯამს. დაირღვევა რა სისტემა, დაიშლება თავად. ის შეისწავლის ადამიანს, როგორც სისტემასს, შემოფარგლულს გარკვეული ველით. ადამიანის დახასიათება, როგორც სისტემის, ამოიწურება იმ პროცესებისა და მდგომარეობის თავისებურებებით, რომელთა მატარებლადაც იგულისხმება.

თუ A ქვედა ზღურბლია, B – ზედა, მაშინ AB ინტერვალი იმ შესაძლებლობების არეალია, რომლითაც ადამიანი სამყაროს შეიმეცნებს.

__________.____________.___________
……………….A…………………..B………………….

ზიგმუნდ პიოტალი, რომელიც მხედველობით მანკს ანუ დაქუცმაცებულ მხედველობას იკვლევდა, ასეთ ხალხზე ატარებდა ექსპერიმენტს. ცდისპირებს სწრაფად აჩვენა ჯერ თეთრ ფურცელზე დახატული ყვითელი ჯვარი, რომელზეც თქვეს, რომ მხოლოდ თეთრ ქაღალდს ხედავდნენ, შემდეგ კი მუქი ქაღალდი უჯვროდ, სადაც ცდისპირებმა დაინახეს ყვითელი ჯვარი.

მსგავსი ექსპერიმენტი ჩაატარეს ჯანმრთელ ადამიანებზეც. ქალაქის სურათებს სწრაფად ათვალიერებინებდნენ. შემდეგ კი სთხოვდნენ, მოეთხროთ მასში ნანახი. გამოიტანეს დასკვნა, რომ სურათის ვერაღქმად ნაწილს ცდისპირები სიზმრად ხედავდნენ.

ურთიერთკავშირი გაცნობიერებულსა და ქვეცნობიერად დამახსოვრებული სურათის ნაწილებს შორის კანონზომიერი აღმოჩნდა და გამოიხატა, როგორც ზრდა და შემცირება ორი პერიოდული ფუნქციისა сosф და sinф წარმოსახვითი ერთეულები საშუალებით.

გაყოფა სურათის საერთო შინაარსისა, გამოისახა მათემატიკურად ეილის თანაფარდობით.

△  = сiф = сosф + sinф

სადაც △ არის ცვლილება შინაგანი სიტუაციის, საცდაო სუბიექტისთვის, ერთი ექსპოზიციის დროს (0.01წმ.).

ეს ფორმულა წარმოადგენს ლოგარითმული ფუნქციის შებრუნებულს. აქ შეიძლება სამართლიანი იყოს ფეხნერის კანონი:

E = n1nr

სადაც E შეგრძნების სიდიდეა, ხოლო R – იმპულსის ინტენსივობა.

აღქმის სტრუქტურა, მისი ობიექტური გეშტალტური ხასიათი სრული არაა და ცდისპირი იწყებს ”ზრუნვას”, ჩნდება ნებისმიერი აღქმის აქტიური დაკვირვების მომენტი (ყურადღება). აღქმა ამ შემთხვევაში თავის მაღალ საფეხურს აღწევს.

აღქმის მეორე ფაზა, რომელიც ცნობიერების შიგნით მიმდინარე პროცესებს მოიცავს, იზომება აღქმის ლატენტური პერიოდით ანუ იმ დროით, რომელიც ცდისპირს სჭირდება სურათის ჩვენებიდან აღწერის დაწყებამდე.

აღქმამ შეიძლება მიიღოს სამი სახე: იგივური გარდაქმნა, დამახინჯებული გარდაქმნა, ნულოვანი გარდაქმნა. ობიექტური სინამდვილის სრული ასახვა უდრის აღსაქმელი სურათის ყველა ელემენტსა და ადამიანის მიერ დანახული სურათის ყველა ელემენტს შორის თუა ურთიერთცალსახა თანადობა.

მოკლედ, მარტივად რომ ვთქვა, თუ რამდენიმე მოვლენა ხდება, ისინი ითქვიფება ერთმანეთში და ერთმანეთს ფაქტებს უცვლის. თუ ქმარს გონია, რომ ღალატობს ცოლი, შეიძლება ეს წინა ცოლებისგან ვერშემჩნეული, ვერაღქმული ღალატი იყო და ახლა უდანაშაულოდ სდებს მას ბრალს. სინამდვილეში არავითარი არეალობა არ არსებობს.  უბრალოდ მისი დაკავშირება ხდება შეცდომით. მთავარია, 3დე ფორმატში ყურადღებით უყურებდეს მოვლენებს ნეიტრალური განწყობის ჟამს.

გამოყენებული ლიტერატურა: ”არაცნობიერი ფსიქიკური კიბერნეტიკულ პრიზმაში” და ”კიბერნეტიკა და ფილოსოფია”

2 responses to “მათემატიკა ფსიქოლოგიაში: სად არის სურათის თავი დამალული?

  1. რაღაც ძალიან დავიბენი, ორჯერ წავიკითხე და მხოლოდ ის გავიგე რომ სამყაროს ჩემეული აღქმა აქამდე უსაზღვრო რომ მეგონა გარკვეულ ჩარჩოებში ჯდება

  2. კი,კიბერნეტიკა თვლის, რომ დათვლა უსასრულობამდე სადღაცას სრულდება და მთლიანობის ცნებას სხვა დატვირთვაც აქვს, ვიდრე მხოლოდ ჯამის.

გამოთქვით აზრი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s