კარიერის ჭა

 ქმარი რომ სამსახურიდან დაღლილი მოვა და შენც რომ მიხვალ და კვერცხი რომ მლაშეა და გეტყვის: ”დედაკაცო, რა უმაქნისი ხარ”. და შენ რომ ჩანგალს კისერში შეურჭობ. აღიგზნება და სექსი გექნებათ(ნუ, წარმოდგენაში კარგი) და მერე ბოდიშს რომ მოგიხდის და კართოფილის თლას დაიწყებს. ასეთი სიყვარული მინდა. ♥
არასდროს მყვარებია ფული იმდენად, რომ რომელიმე ვიტრინაში დანახული მოდური კაბის ან საფუნთუშედან გამოსული ახლადგამომცხვარი კრუასანების სუნის 🙂 მივიწყებისას მათი ჩემგან შორს არსებობის გამო სინანული დამრჩენოდა. ვატყობ, ახალ სამსახურებს იშვიათად ვეძებ. მეტიც, დროდადრო იმ ცოლს ვემსგავსები, სამსახურიდან დაბრუნებულ ქმარს ჩაციებულ ღვინოს რომ ახვედრებს იმ რაოდენობის, რაზეც ფული გასწვდება. ყოველ დილით სარკესთან წუწუნებს, რომ არ აცვია მოდური კაბა და ქმრის პიჯაკს საკუთარ ტანზე იკეთებს, კაბად რომ იქცეს და თან მოდა შემოიტანოს. მერე ყველაფერი ბანალურად ვითარდება. ჩემოდნებით ხელში სადარბაზოს კართან ვჩნდები და სივის შედგენას ვიწყებ.
სამუშაო გამოცდილება დიდი მაქვს, მაგრამ არა ხარისხიანი. გამოვიცვალე ბევრი სამსახური. მაგრამ ირონიით საკუთარი პროფესიით არ მიმუშავია. დღის წესრიგში მაქვს, შეიძლება ითქვას. ერთადერთი რაც მახალისებს, კადრების აყვანაა. თუმცა ხალხთან ურთიერთობა დიდად არ მიტაცებს, მითუმეტეს მათთან.. მოკლედ, შავი ღვინის მოყვარული მიზანთროპი ვარ, აი, ისეთის, სისხლში რომ მიდის. თან მარად სტუდენტობა მირჩევნია: თეორია და წიგნები.

ყველაფერში ასე ვარ: რელიგია, სამსახური, ურთიერთობები, – როგორც იტყვიან, ჭას სხვადასხვა ადგილას ვთხრი, იმის მაგივრად რომ ერთი ამოვთხარო და ღრმად.
ამ პოსტის გამოქვეყნება რისკია. ასე რომ, პ.ს.-დ მივაწერ: მე იმიჯს ვიცვლი. ❤

გამოთქვით აზრი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s