–სახლში არის ვინმე?
ძილის წინ მომიყევი რამე.
წამიყვანე უსაათო ოთახში და იქ
მე ვაფუჭებ კოსმოსს,
რომელშიც ვცხოვრობდით
ქაოსის ქუჩაზე და კვდები.
მერე ვირევით და ვცვლით ადგილებს.
იმ დღეს სახვევები მომხსენი
ნაოპერაციები პირიდან
და გაკერილ ძაფებს პინცეტით ვიძრობ.
–სახლში არის ვინმე?
გადააგდე სიგარეტი.
ნუ მოწევ. მომწიე შენკენ.
ვაფუჭებ კოსმოსს,
რომელშიც ვცხოვრობდით
ქაოსის ქუჩაზე და კვდები.
ჩუ! ვერ გაიგებ, რომ ვარ კიბორგი
ან ემოციებს კოსმოსში ვკარგავ.