ჩემი შობა

აქედან დაიწყო ჩემი ათვლა. მიყვარს ჩემი დაბადების დღე. არ გავს სახალხო დღესასწაულებს, როგორიცაა ახალი წელი, ქალთა დღე თუ შობა. ეს დღე მარტო ჩემია. ვწერ იმ მარტივ ქმედებებზე, რაც არასდროს გამიკეთებია და წლის გეგმაა. მაგალითად,

მე არასდროს

მე არასდროს ჩამოვსულვარ გაჩერებაზე – ელ-დეპო.

მე არასდროს გამიბერავს კევი.

არც ბუშტი გამიბერავს.

მე არასდროს გავპარულვარ სახლიდან.

მე არასდროს მქონია საკურორტო რომანი.

მე არასდროს მომიწევია სიგარეტი ბოლომდე.

და არ დამილევია მთლიანი ლუდის ბაკალი.

არ შევუწუხებივარ პახმელიას.

არასდროს გამიკეთებია ოქროს ბეჭედი.

მე არასდროს მიჩხუბია გოგოსთან.

მე არასდროს მომიმატია 52 კილოზე მეტი. (იმედია, ეს არ მოხდება).

2011წლის 7 ნოემბერი

რას ვწერდი წინა წლებში: 

გაზეთის მოთხრობა

სიგარეტის ბიჩოკი ვარ. მომწიეს. მრცხვენია.

მე მაგროვებენ. მთვრალები ვართ. სტუმრები მყავს. სხვა წითელი ბიჩოკები.

ჩამაქრეთ.

მე სრულის მეექვსედი ვარ.

ვეცემი სამყაროს, სადაც მულტი-კულტურული სიმღერა ილუზიას ქმნიდა.

ჩავქრი.

დღეს ჩემი დაბადების დღა.

მიყიდეს.

გამყიდეს.

მომწიეს.

ვეცემი სამყაროს და ცეცხლოვანი თმები მიქრება.

ბიჩოკი ვარ.

2007წლის 7 ნოემბერი

სიმშვიდე

ღმერთმა კვერცხუჯრედს შთამბერა სული და მითხრა: გამრავლდი.
გამომიყვანეს ლორწოვანი სისველით საშოდან.
მანამდე მქონდა თითქმის ათთვიანი წარსული და წარსულამდე კითხვის ნიშანი.
მთელი ცხოვრება გავატარე, რომ ამომეხსნა კითხვის ნიშანი.
ვსვამდი წერტილებს, მერე ვაკეთებდი მძიმეებად.
თუ ჩემი ცხოვრება წიგნია, ადამიანებს ვიყენებ სანიშნედ.
მანიშნებთ როდის რა ვიგრძნო.
ვცხოვრობ ბოლომდე, ტკივილის მიღმა, ილუზიას ვიდებ ქუდბედად.
ვცხოვრობ ხელახლა დამცირების, დაგორების, შეცდომების შემდეგ გულზე მიკრული სენტავიკებით.
სხვის გამოყენებულ, ამოკემსილ გრძნობებს ვიყენებ საკუთარი გრძნობების გვერდით.
ვცდილობ გავიგო, რომელი გრძნობაა ჩემი და რომელი მიბაძვა. რომელი აზრია ჩემი და რომელი მიბაძვა. რომელი მორალია ჩემი და რომელი მიბაძვა.
არ გავცემ რჩევებს. არ ვიღებ რჩევებს. არ მინდა ვიყო სხვისი პლაგიატი.
ვმრავლდები.
ვმრავლდები სიმშვიდით.
ვამრავლებ სიმშვიდეს.
ისინი ამრავლებენ სხვებში.
ვმშვიდდები.
მიხარია.
ერთმანეთის ორთქლში გამთბარი ხელებით სიმშვიდე მრავლდება.
დღეს ჩემი დაბადების დღეა!

2010წლის 7 ნოემბერი

ფოტოზე მე ვარ. 2009 წელი იყო.

გამოთქვით აზრი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s