ქალი, რომელიც ვიცინოდი

დაბალი ჭერი ოთახს იმდენად ხუთავდა, რომ მხრებში გაშლას უფრთხოდნენ. სიგარეტის კვამლი ჭერთან ნისლს ქმნიდა. თითქოს არავინ ანიავებდა, აქედან ცოდვა არ გადიოდა. აქ მოსულს, გექმნებოდა შთაბეჭდილება, რომ ყველა ცოდვა გიმძიმდა, ერთბაშად სხეული გტკივდებოდა და ძილი გერეოდა, იმდენად, რომ ჭიქა კონიაკიც გათრობდა. ძირითადად ოთახის კუთხეში ვიჯექი. აიწონა-დაიწონა სკამზე გრძელ ლაბადას ვქსოვდი. ფარული გვერდი მქონდა საიტზე, სადაც ჩემზე იგებდნენ. ეს იყო ჩემი პირველი კონტაქტი კლიენტთან. სანამ გახდას დაიწყებდნენ, ყველაფერი ვიცოდი მათზე. უფრო სწორედ, ყველაფერი, რაც მათ სურდათ მცოდნოდა. ერთადერთი პირობა მქონდა: ყველას უნდა ეკეთა რაც სურდა, მთავარია სცოდნოდა, რა სურდათ. ამისთვის ვაკითხებდი წიგნებს, ვურჩევდი რელიგიურ დაწესებულებებში დასვენებას, გულახდილ ვიზიტებს ახლობლებთან, სამსახურის შეცვლას და მხოლოდ ამის შემდეგ თუ მოდიოდნენ, იხდიდნენ მოხერხების მიხედვით. ზოგი საცვლების ამარა რჩებოდა. მე კი მათ ბოლო სურვილს ვუსრულებდი. ძირითადად მოწევას ითხოვდნენ ან დალევას. მათ ოდნავ ვიხუტებდი კალთაში და დედა-შვილურად ვკოცნიდი თმაში. განსაკუთრებით სუნი მომწონდა, თუ სქელი თმა ჰქონდათ. ნებას ვრთავდი საშუალება თავად შეერჩიათ. ძირითადად აბაზანას ითხოვდნენ. მე ვაცნობდი, თუ რა მოუვიდოდა მათ გვამს. ისინი მისმენდნენ. ზოგი უკან ბრუნდებოდა. მე მსურდა უკან დაბრუნებულიყვნენ. თანხას  ძირითადად წინასწარ ვიღებდი. ფული არ მაინტერესებდა. ბავშვთა სახლში ან სამშობიაროებში ვრიცხავდი. ქუჩაში ხალხი ძირითადად დაძაბულად მაკვირდებოდა. უფრო სწორედ, ისინი ჩემს ნაოჭებს გაეკვირვებინა. ვერ გაეგოთ ვიღიმოდი თუ ნაოჭები იყო. ყვირილიც ასეთი მქონდა. ვერ გაეგოთ ვიცინოდი თუ ვყვიროდი. და მეც ვყვიროდი. მაგრამ აბაზანაში მწოლარე ადამიანთან – არა. მათთან ყოველთვის დინჯი ვიყავი. ხელიც არ მიკანკალებდა, აბებს რომ ვასმევდი. ჩაცუცქული ვიჯექი და ველოდებოდი, როდის მთხოვდნენ შველას. მზად ყოველთვის მქონდა აფთიაქის ყუთი.  როცა კვდებოდნენ, ხელს ვუჭერდი. ბოლოს გულს ვუმოწმებდი. შემდეგ მათ გვამს ვწვავდი და კანონი ვერ მაგნებდა. ფრთხილად ვმოქმედებდი. ინტუიციაც მეხმარებოდა. თან გრძელ ლაბადას ვქსოვდი. იმ ლაბადაში ფერფლს ვახვევდი. უცნაური პროფესია მქონდა. ვხუმრობდი, როგორ დაერქმებოდა ოფიციალურად ან სარეკლამო ბუკლეტებისთვის სიტყვებს ვარჩევდი: ”გამოცდილი რეპეტიტორი ვამზადებ სუიციდში. ფასი შეთანხმებით და შედეგის გარანტიით.” შეთანხმების დროს არ მქონია რამე დიდი პრობლემა. წითელ პერანგა ქალი ვიყავი, რომელიც არ დაკარგულა. ჩუმად წავედი სამყაროში, სადაც მეზობლები არ მყავს, მეგობრები გვამები არიან, ხოლო სახლი დიდი ხანია არ განიავებულა. ვაღებ ფანჯარას, რომელიც დაირაზა და ვუშვერ სიგარეტის ნისლს და კონიაკის აორთქლებულ ნაწილს ჰაერში. საკუთარი პროფესიის სუიციდი მინდა. მე მძულს თვითმკვლელები. მე მძულს ჩემი სხეული. ვანიავებ. ვიწმინდავ სისხლებს. ასე არ კმარა. მე დავამზადებ იმდენ ახალ ადამიანს, რამდენსაც შევძლებ. გავზრდი. ნაცნობების ახალ საიტს ვქმნი.

 

გამოთქვით აზრი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s