მე ისეთი წვრილი ხელები მაქვს, ბუნებრივ მდგრადობას არ ემორჩილება და კანკალებს. შემოსაზღვრული სამაჯურები ლამისაა ჩასძვრეს და გაშიშვლდეს. ხელებს ყოველთვის რცხვენიათ ერთმანეთის გარეშე. ხშირად შარვლის უბეში ვიყოფ და ვითბობ. ნამიანდებიან. მე ისეთი წვრილი ხელები მაქვს, ვერ გეყოფი. თხელი და თეთრი. შენს ხორბლისფერ ხელებს ვატოლებ. მერე გულახდილად ვიცინი და ფეხის უბეში ვაბრუნებ. ვირცხვენ.
მომეფერეო, გულაღმა წვები. ამბობ, ცივი და სველი ხელები ინტროვენტ, მაგრამ ვნებიან გოგონებს აქვთო. მეშინია ჩემი ხელები არ გეყოფა და წახვალ გრძელხელება, თბილმტევნიან ქალთან.
ფრიად მოხარული ვიქნები ავტორი თუ დამიტოვებს რამე საკონტაქტო ინფორმაციას
skype: a3256ta436346it346ai
აჰმ თბილია ძალიან! ვაიმეე ! როგორ მიყვარს ხელები! ❤