თუთაშხა

მზე დედაა ჩემი, მთუარე – მამაჩემი.

ძველად რომში მთვარის კალენდრით სარგებლობდნენ. მერე იულიუსმა მზის კალენდარი შემოიღო. მათი წელიწადი 355 დღეს შეიცავდა და 2-3 წლის მერე წელიწადის დროთა დასაწყისი სხვა თვეებზე გადადიოდა.

მთვარის კალენდრის მაგალითია მაჰმადის კალენდარი. მის მიხედვით მუსლიმები დღესასწაულებს თვლიან. ის ახალი მთვარის პირველი დღიდან იწყება. მათი ახალი წელი შემოივლის ყველა დროს.

ებრაელები მთვარე-მზის კალენდარს იყენებენ და მათ მეცამეტე თვესაც ურთავენ. მათ მიხედვით თითოეული თვის პირველი რიცხვი მოდის ახალი მთვარის ახლოს, ხოლო ახალი წელი დგება შემოდგომით. ზედმეტი თვე თებერვალში ემატება ისეთ წლებს, რომელთა რიცხვიც უნაშთოდ იყოფა ოთხზე. ზედმეტი რიცხვი მოთავსებულია 23-სა და 24 თებერვალს შორის.

ხალხები მთვარეს ქალს უკავშირებდნენ, რადგან მთვარის ფაზის ყოველ 28 დღეს ბიოლოგიური ცვლილებები ხდება მათ ორგანიზმში.

ძველ ხალხებს ეგონათ, რომ მზის ან მთვარის დაბნელებისას ურჩხულს შეესანსლა ციური სხეული. ისინიც გამოდიოდნენ გარეთ და ხმაურს გამოსცემდნენ. ეგონათ, ვეშაპი დაფრთხებოდა და მნათობს ამოარწყევდა. ისინი ყოველთვის იმარჯვებდა ვეშაპზე და დღესასწაულობნენ.

ვეშაპი არა, მაგრამ საქართველოში მამალი მთვარის მფარველია. ორშაბათს მთვარის დღე ერქვა – თუთაშხა. კ. კეკელიძემ სიტყვა თვეც (თთუე) სიტყვა მთვარედან მოდისო. ივანე ჯავახიშვილი ვარაუდობდა, რომ ქართველებს ძველად მთვარის კალენდარი გვქონდა. ამის დამადასტურებლად მოყავს ხატოშის რელიგიურ დღესასწაულები: ”გერისთაობა” აგვისტოში და ”ნაციხურობა” აღდგომის მეორე კვირის ორშაბათს. დღესასწაული მთვარის მეოთხედის თაყვანისცემაზეა დამყარებული.

2 responses to “თუთაშხა

  1. როგორ მაშინებს მთვარე, იცი? მართლა რაღაც მისტიკური პლანეტა უნდა იყოს. თან აქ, გერმანიაში, სასწაულად ახლოსაა ადამიანებთან (სავარაუდოდ, ჩრდილოეთი სარტყელის გამო უნდა იყოს, რამდენადაც ჩემი გეოგრაფიული ცოდნა გასწვდება) და სავსე მთვარე როცაა, გარეთ თუ ვარ იმ მომენტში, მგონია, ეგაა და თავზე დამეცემა.

    ღამე რომ იცის ოთახში შემოხედვა მთვარემ, შეგიმჩნევია? ფარდებს ვაფარებ და ყველაფერს ვკეტავ ამ დროს, ძალიან არასასიამოვნოა. რა creepy კომენტარი დავწერე, მაგრამ ასეა :დ

გამოთქვით აზრი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s