მე ვიყიდები.
სხეულით, პირ-სახით, მიმიკით, ბიოგრაფიით, მომავალი სვე-ბედით, მშვენიერი ენით, ნაქარგი სამოსით, ვაჟკაცური ხასიათით, სტუმართ-მოყვარეობით, დიდებული სანახაობით, კარგი სუნით, ნაამაგევი სახლით და კარით. ვიყიდები მე დედით და მამით, შეყვარებულით, შვილი ჯერ არ მყავს, ძმით, ნათესავებით, მეგობრებით, მეზობლებით(ამ ბოლოს არ გირჩევთ).
მყიდის ყველა: დედ-მამა, შეყვარებული, შვილი ჯერ არ მყავს, ძმა, ნათესავები, მეგობრები, მეზობლები(ყველაზე მეტად), ლოთები და ფხიზლები, ჭკვიანები და შტერები, ვაჭრები და ბიზნესმენები.
ვიყიდები ყველგან: მაღაზიაში, ჯიხურში, ბაზარში, ინტერნეტში, გაზეთში, ტრანსპორტში დღისით თუ ღამით, სიცხეში და სიცივეში, დარში და ავდარში.
ვიყიდები ერთიანად: თმის ღერიდან ფეხის გულამდე, სულიდან სხეულამდე, გონებიდან ინსტინქტამდე.
მეყიდება ნაწილ-ნაწილ: ცხვირ-პირი, გულ-მკერდი, გენეტალიები, ფეხები, ხელები, ცალკე თმა, თვალები. ვიყიდები პატარ-პატარა ნაჭრებად, ვისაც რამდენი სურს და როგორც უნდა: ნისიად, ფულით, უფასოდ, ჩეკით, ქეშად, დროებით და სამუდამოდ, ადგილზე მოსვლით თუ ტრანსფერით.
მიყიდეთ ბარემ მთლად, გამწეწეთ და გამგლიჯეთ. თორემ ეს სიზიფე აგორავებს ამ ქვებს და ტვინი შეჭამა! გმადლობთ.