იყო და არა იყო რა, ღმერთმა ხატად თვისა ადამი და ლილიტი შექმნა. მათ ჰქონდათ ვნებიანი ცხოვრება, სანამ ადამმა ცოლს ღმერთთან არ უღალატა. ჰო, უღალატა, მანამდე სამივე ერთად ცხოვრობდა სამოთხეში. ადამი თამაშობდა ცხოველებთან, ლილიტი კი ცნობიერების ხის ნაყოფით იკვებებოდა. ქალი ცნობიერებას რომ ეგებოდა, ადამს ის მეტად მოსწონდა, ღმერთი შეშფოთდა. დაიბარა ადამი და უთხრა: ჩემზე სალოცავად დრო აღარ გაქვს, ცოლს შენ უნდა იქვემდებარებდე, ყურადღებას აქცევდეო. წამოვიდა ადამი და ცოლს ეკამათა. კამათი ჩიხში მაშინ შევიდა, როცა მას სექსში დომინანტობა აუკრძალა. ლილიტმა ადამი სხვის ჭკუაზე მოარულ სუსტ კაცად ჩათვალა და ცხრა მთისა და ზღვის იქით გაფრინდა.
იმის მერე ღმერთი და ადამი ქალის დაბრუნებას მუქარით ამაოდ ცდილობდნენ. ანგელოზებიც აფრინეს შუამავლად. მაგრამ ლილიტს ადამია ისევე სძულდა, თავის დროზე როგორც უყვარდა. მერე ღმერთმა ევა გამოიგონა: დამჯერი და მეოჯახე მეუღლე, რომელიც კაცის ჭკუაზე გაივლიდა, რადგან მის ნაწილად იგრძნობდა თავს. ის ხომ ადამის ნეკნია და მეტი არაფერი. სიტყვა ადამს სიმბოლური მნიშვნელობა აქვს, ღმერთის მსგავსს ნიშნავს, ევა კი – იმას, რომ იყოს დედა. გაჩენილია, რომ ემსახუროს ”სახედ ღვთისას”. ღმერთმა დააწესა, რომ ცნობიერების ხეს არ მიეკარონ.
ლილიტი გაფრინდა მასთან, ვინც მას არსებულ ნორმებზე არ გაცვლიდა. ეს სატანა იყო. სამუელმა ის შეიყვარა და გააღმერთა. ღმერთის მუქარა კი ასრულდა, ლილიტის შვილები უბედურები არიან და მალე კვდებიან. მანამდე კი საბედისწერო კაცები და ქალები არიან. შური ლილიტმაც იძია. გველის ფორმა მიიღო და ევა აცდუნა. მეტიც, მისი ხელით ადამიც აცდუნებინა. ამით ამტკიცებს, რომ პიროვნება სიყვარულში დომინანტი ვერ იქნება. და ნეკნსაც შეუძლია რაღაც.
ღმერთმა ადამი და ევა ადამიანად გახდომით დასაჯა, პატრიარქული წყობა დაუბარა და უთხრა, რომ მოვა ის, ვინც მათ ცხოვრებას შეცვლიდა. ლილიტის გველის ფორმა კი უხსენებლად იქცა და სიბრძნის პარალელურად უარყოფით დატვირთვას იძენს. ისტორია ლილიტის ქალიშვილით გრძელდება. ის კაენს უყვარდება, მისგან იგებს სამყაროს არსს, მარადიული სიცოცხლის ნაკლობებს და წესად სიკვდილი შემოაქვს. თავად ლილიტი კი ხდება ცდუნების, სექსის, ავადმყოფობის, წყვდიადის სინონიმია, ქალის, რომელიც ავი თვალია, ცხოვრობს წყალში, ღამ-ღამობით სტუმრობს კაცებს და დომინირებს მათზე. ”ძილში დაცემას” ლილიტის სიზმრად თავდასხმად მოისაზრებენ, ამიტომ ადამიანმა ეს ცოდვა უნდა მოინანიოს.
ჭირი – იქა, ლხინი – აქა,
კაცი – იქა, ქალი – აქა.
მერე ქრისტიანობამ ღვთისმშობელი შემოიღო. ქალს ღირსეულის შარავანდედი გადასცა და ამით ევას ცოდვა გამოისყიდა. თუმცა იუდეიზმში ისევ მოქმედებს კანონი, რომ კაცი არის ღვთის დიდება, ცოლი კი – ქმრის დიდება. ქალს და კაცს აქ სხვადასხვა ტიპის სული აქვს. კაცი ზრუნავს სულის ცხონებაზე, ქალი კი კაცის ცხონებაზე და ამით ცხონდება. რელიგიებში მცდარი აზრიც იყო, ღმერთი მამრიაო, ამბობდნენ. მონათვლამ წინდაცვეთა შეცვალა, ეკლესიის ჩამოყალიბებში წვლილი შეჰქონდათ ქალებსაც.

ყურანი მონაზვნობას არ იწონებს.
მრავალცოლიანობა გამოწვეული იყო ომებით და კაცების შემცირებით ქალებთან შედარებით.
ჩადრის ტარება დაკავშირებულია ”ევას კომპლექსებთან”, რათა ისევ გველმა არ აცდუნოს ქალი. ასევე თვლიან, რომ ქალს შეუძლია წმინდა ცეცხლი უწმინდური ჰაერით ჩააქროს, ამიტომ პირს აფარებენ ნაჭრით.
საუკუნეების განმავლობაში ქალი სასამართლოში სანდო მოწმე ვერ იქნება, თუ ქმარი არ ახლდა. ხელოვნების დარგებშიც შეზღუდული იყო. მისი არტი შემოიფარგლებოდა ქარგვით, კერვით, ქსოვით.პირველ საეკლესიო კრებაზე დასმული იყო საკითხი: ადამიანია ქალი თუ ეჭმაკი. მაკონის საეკლესიო კრებაზე სადავო შეიქმნა ქალის სხეულში სულის არსებობის აზრი. ერთი ხმის უპირატესობით ცნეს, რომ ქალს აქვს სული. მესონის საეკლესიო კრებაზე დაისვა საკითხი: ადამიანია თუ ცხოველი ქალი. ცელსიუსი ”მართალ სიტყვებში” წერდა. რპ, თუ ღმერთს მიწაზე სულის გამოგზავნა უნდოდა, რა საჭირო იყო მოეთავსებინა ისეთ უწმინდურ ადგილას, როგორიც ქალის მუცელია.
1690 წეს ფრანკფურტში გამოვიდა წიგნი: ”ქალი ადამიანი არ არის”.
1750 წელს ლაიფციგში – ”საყურადღებო საბუთი იმისა, რომ ქალი ადამიანთა მოდგმას არ მიეკუთვნება”.
”სპირიტუალ ფემინისტებმა” საკუთარი რელიგიაც შექმნეს. ქალღმერთს სცემდნენ თაყვანს.
ინდუიზმში მამათა ვალის გადახდა ვაჟის შეძენით შეიძლებოდა. ქვრივი ქალები აქ თვითდაწვას ეწეოდნენ. კაცები ცოდვებისგან რომ ეხსნათ.
ბუდიზმმა ქალთა ორდენები კაცთას დაუქვემდებარა, თუმცა ქალს მაინც მეტი უფლებები აქვს აქ ვიდრე სხვა რელიგიებში. ბუდას აზრით, ქალთა და კაცთა განსხივოსნების გზა ერთია. ბუდიზმია არა მარტო თავისუფლების მიღწევის გზა ქალთათვის, არამედ საზოგადოებაში ჩაგრული ადგილისგან გაათავისუფლა ისინი. ცოლებს შეეძლოთ დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღება რაც მათ ეხებოდათ. შეეძლოთ, თუნდაც მონასტერში წასვლა ნებართვის გარეშე.
ვოლტერი აღმოსავლეთსა და დასავლეთს ანსხვავებდა ადგილობრივების ქალთან ურთიერთობით. ფროიდმა ცივილიზაციას ქალებმა ჩაუყარეს საფუძველი ”თავიანთი სიყვარულის პრეტენზიებით”, მაგრამ დაუპირისპირდნენ, როგორც ლიბიდური სიყვარულის განვითარებისთვის არახელსაყრელს. ქალი კასტრირებული კაცი იყო და აღიქმებოდა კაცის ეროგენულ ზონად, მის ნაწილად. იუნგისთვის ქალია ევროპის სოციალური და სულიერი კრიზისის ბირთვში. წყარო: რამდენიმე წიგნია, ოღონდ სახელები არ მახსოვს
პირველი “სიყვარულის” დროს მოხდა. რა თქმა უნდა ძმასთან მივედი. ავტორიტეტი იყო, მისი ნებართვის გარეშე შანსი არ მქონდა. და ფრთიანი ფრაზა: “ჩემი და კია, მაგრამ ქალი სულელიაო”.
ეს იმიტომ გავიხსენე, რომ პოსტის კითხვისას პროტესტი გამიჩნდა. ზედმეტად უტრირებულად მომეჩვენა. თუმცა, გონების თვალთ ჩემს გარშემო მიმოვიხედე და.. დღეს უბრალოდ შეფუთულია ეს საკთხი, თორემ არსებითათ არაფერი შეცვლილა. და არც შეიცვლება.
პ.ს. საინტერესო ბლოგი გაქვს. “მოგდევ”
ასეტი რაგაცეებს როგორ წერტ გმერტი არ გწამტ ტუ ესჰმაკები ხარტ როგორ სჰეიდზლება მასეტების დაწერა რაებს აკეტებტ ვინეები ხარტ ტუ აკეტებს მასეტ რააგაცეებს მოინანიეთ აგარ ქნატ მასეტები გთხოვთ მთელი გულით და სულით
ო. კრიტიკაც მოსულა. რა საინტერესოა. ვგიჟდები ონლაინ მქადაგებლებზე.