ადამიანის აგებულება რელიგიების მიხედვით

”სპირიტიზმი და მატერიალიზმი ერთი და იგივეა, ისინი მხოლოდ განსხვავებულ ფაზებს წარმოადგენენ, რომლებშიც თანმიმდევრულად იმყოფება ერთი და იგივე ადამიანი”.
ოტტო ვაინენგერი

და შექმნა ღმერთმა ადამი ხატად ღვთისა. თავისნაირი სრულყოფილი და სამება.  მოდი, ვნახოთ, რას ამბობენ სხვადასხვა რელიგიები ადამიანის ანატომიაზე.  ბევრ რელიგიას სწამს, რომ ადამიანს სული ფილტვებში გადაეცა. მისი კონტროლით შესაძლებელია ფრენა და წყალზე გავლა. ამ ცენტრს ტრალმუტაციის ცენტრი ჰქვია. გულის კონტროლის მეშვეობით ხდება ადამიანის შემდგომი განვითარება. მესამე თვალი ავითარებს შემეცნების შესაძლებლობას.

ადამიანის აგებულება ძველ ეგვიპტელთა მოძღვრების მიხედვით:
1. ხატი ანუ სხეული;
2. კა – ორმაგი;
ხუ – გონიერი სუბსტანცია;
3. ბა-ბაი – ნათელმოსილი არსი.

ადამიანის აგებულება ზოროასტრიის მიხედვით:
1. ფიზიკური სხეული;
2. ჯან და სამშვინელი, რომლებიც ინარჩუნებენ სხეულის ფორმას და წესრიგს. ადამიანის პიროვნება, რომელიც შეიცავს გონებას ( ბოკ ), განსჯასა და წარმოდგენას ( კუან ) და სამშვინველის წმინდა სუბსტანციას ( ფერუერ ).
3. აკკო – შეუცვლელი ღვთაებრივი საწყისი, რომელიც აღძრავს კეთილის ქმნიკენ და არიდებს ბოროტს და რომელიც ამცნობს მომავალ უკეთეს ცხოვრებაზე.

კაბალაში მოცემულია:
1. ფიზიკური სხეული;
2. ნეფეში – მაფორმირებელი საწყისი, გამოსახულება;
რუაჰ – სამშვინველი;
3. ნეშმა – წმინდა სული.

ოვიდიუსის მიხედვით:
1. სხეული – მიწაში გარდამავალი.
2. მოჩვენება – დაძრწის საფლავთან ახლოს.
აჩრდილი – ეშვება ქვესკნელში.
3. სული – ზეცად მაღლდება.

პარაცელსის მიხედვით:
1. სხეული – მატერიალური ნაწილი;
2. ერვესტურუმ – ასტრალური ადამიანი;
მუმია – ცხოველური სული;
3. სულიერი სამშვინველი.

ფსიქოლოგიის შესწავლის საგანი მშვინვიერი სხეულია. როგორც გრიგოლ ღვთისმეტყველი ამბობს, რომ სამშვინველი სიცოცხლესა და მადლს ერთდროულად ღებულობს. როგორც სხეულში, ისე სამშვინველში განასხვავებენ 3 წევრს: შეგრძნებადი სამშვინველი, განსჯითი სამშვინველი და ცნობიერი სამშვინველი. და ისევე, როგორც სამშვინველს ქვემოდან ზემოთ საზღვრავს სხეული, ასევე ზევიდან ქვევით აფართოვებს მას სული.

ბევრს სწამს, რომ ადამიანი სამი სამყაროს მოქალაქეა. სხეულით ეკუთვნის იმ გარემოს, რომელსაც ფიზიკურად აღიქვამს, სამშვინველით თავად იქმნის თავის სამყაროს.

რ. შტაინერის აზრით, როგორც სასიცოცხლო ფორმა, ფიზიკური სხეული აღვსილი ეთერული სხეულით. მის ფარგლებს გარეთ ყოველთვის მოჩანს მშვინვიერი სხეული ( ასტრალური ხატება ). მათ გარშემოა შეგრძნებადი სამშვინველი, რომელიც მხოლოდ თავისი მიდრეკილებით, სიამოვნებით და უსიამოვნებით ცხოვრობს, ზუსტად ემთხვევა ფარგლებს მისი შეგრძნებადი სამშვინველისა. ამ წარმონაქმნებს, რომლებიც ღრუბლებივით მოიცავენ ადამიანის ფიზიკურ სხეულს, ეწოდება ადამიანის აურა. ”მეს” შეუძლია მარადისობის მიღწევა.

მშვინვიერი სხეული და შეგრძნებადი სამშვინველი მიწიერ ადამიანში გაერთიანებულია. ისევე როგორც ცნობიერი, სამშვინველი და თავად სული. ღერო სამშვინველია, რომელიც ერთის მხრივ, ფესვებს იდგამს, მეორეს მხრივ, ყვავილებს შლის.

სამშვინველი ცხოვრობს სხეულსა და სულს შორის. ის აწმყო დროსა და ყოფადს შორის დგას. მოგონებით ინარჩუნებს გუშინდელს და ქმედებებით იმზადებს ხვალინდელს. ადამიანის სული კი იზრდება გადამამუშავებელი განცდებით.

სამშვინველი ორ სამყაროს აკავშირებს. წინარე ცხოვრება განსაზღვრავს გარემოს. სამშვინველი ექვემდებარება თავისივე შექმნილ ბედისწერას – კარმას. სხეული – მემკვიდრეობის კანონს. სული – გარდასხეულების კანონს. სული წარუვალია დაბადება და სიკვდილი ფიზიკური კანონისამებრ ბატონობენ სხეულებრიობაზე. მშვინვიერი ცხოვრება კი, რომელსაც განაპირობებს ბედი, არის შუამდგომელი ამ ორს შორის მიწიერი ცხოვრების მანძილზე, მთელს შემდგომ ცოდას ადამიანის არსების შესახებ წინ უნდა უძღოდეს ”სამი სამყაროს” ცოდნა. მნიშვნელოვანი განსხვავება მშვინვიერ და ფიზიკურ მოვლენებს შორის არის ის, რომ პირველთათვის მათი ურთიერთობა არის გაცილებით შინაგანი. მშვინვიერ სივრცეში ყოველივე შორეული და მახლობელი მხილველს წარმოუდგება ისეთ მანძილზე, რომელიც შეესაბამება მის შინაგან ბუნებას. მშვინვიერ სამყაროში საგანთა გარჩევის ძალაა სიმპათია, ანტიპათია.

მშვინვიერი ნათელი, ქმედითი მშვინვიერი ძალა და საკუთრივ მშვინვიერი ცხოვრება ეკუთვნიან იმ სფეროებს და აქედან ეძლევიან მშვინვიერ არსებებს. ცხოველში სული შეიგრძნობს საკუთარ თავს სამშვინვლად. და არ აღიქვამს თავს სულად. ადამიანში კი სული შეიმეცნებს საკუთარ თავს სულად და რამდენადაც ეს ხდება ფიზიკური პირობების მეშვეობით, იგი შეიმეცნებს მხოლოდ სულის აჩრდილისებრ ანარეკლს, აზრს. სამებას თავის მხრივ ცალკე განშტოებები აქვს.



ძირითადი წყაროები: რ.შტაინერი, ალ. კლიზოვსი, ვ. რცხილაძე

გამოთქვით აზრი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s