როცა არ ვიცი

რამდენიმე სანტიმეტრით ნიადაგში ვარ.

თეოდორმა ასპირინი წყალში გახსნა. ფანჯარა შემოეღო. თავის ტკივილმა გაუარა. მაღვიძარა ლეიბის ქვემოდან გამოიღო. აიპოდში დისკი ჩადო. გარეთ ყურთსასმენებით გავიდა. ისევ ის მუსიკა. ამინდი ზამთარს მიუახლოვდა.
მეტეორიტებით კოსმოსიდან ეცემოდა. ტვინში რაღაც გაეჩხირა. ჰამაკში კატაობისას გადმობრუნდა. მიწა, რომელზეც დაეცა, გლუვი იყო. ჩაიწია. მაღვიძარა ლეიბის ქვემოდან რეკავდა. მეტეორიტებით კოსმოსიდან ხელახლა დაეცა. სხეული ტვინიდან აეწვა. მიწა მწარე იყო. ჩაეძინა. სინამდვილეში ეს მხოლოდ მოელანდა. იმ დღეს მეტეორიტებს არ უწვიმია. არც ჰამაკიდან დაცემულა ვინმე. სინამდვილეში მხოლოდ აიპოდში დისკი ჩადო. გარეთ ყურთსასმენებით გავიდა.
ბოლოს რაც ახსოვს, ჩექმის ფოთლებში ჩაფლობა იყო, ხიდან მოწყვეტილი გირჩების ფერი, წყალში გახსნილი ასპირინის გემო, ავტომობილის ფარების ყვითელი შუქი. მუსიკა – გლუვი. მუცელში დარტყმა მძიმე იყო. შიგნიდან ეტკინა. გადარჩებაო.
ფანჯრები ჩავწიეთ. შენ მანქანიდან გადმოხვედი. ყურთსასმენები მამისთვის უკვე გამოეძროთ. ვიფიქრე, სიკვდილის მერე მეც დამრჩება თვალები და პირი ღია.
პოლიციელმა შეამოწმა მამის ნივთები. აიპოდი აიღო. სახე აუჭარხლდა. თვალები მიელულა. აიპოდს მითმობს. მე ვართმევ. მიღიმი. უკანა სიდენიაზე მოვათავსე. წავედით სახლში. თავი მტკივდება. ასპირინს წყალში ვაგდებ. შენ ყურთსასმენს და აიპოდს აცალკევებ. მე ასპირინს ვსვამ. აიპოდს რთავ. არაფერი ისმის. დისკს ვამოწმებ. ადგილზეა. შენ კეტავ დილით შემთხვევით შემოღებულ ფანჯარას. გიცდი, როდის შეგიყვარებ. ვმეცადინეობთ: ენა სისტემაა, ენა ნიშანთა სისტემაა, ენა სამეტყველო ბგერათა სისტემაა, ენა პირობით ნიშანთა სისტემაა, – თავი აღარ მტკივა.

– მე ქვეყნის დამცველი ვარ.
– მე კი ქვეყნის დამცველის ცოლი.

საზოგადოებამ დაბადებით დაჰიპნოზებული თაობა შვა. ჰიპნოზი – ძილის ღმერთი, თანატოსის, სიკვდილის ღმერთის ძმა. ჩემი მაზლი.
ტყესა და ქალაქს მდინარე, მეტსახელად, აქერონტი ჰყოფდა.

– ჰიბრიდული ხარ. შენ არასდროს იცი რა გინდა. სამაგიეროდ, მე მთლიანი ვარ და ვიცი რა არის საჭირო, – თეოდორმა თქვა და თეოდორმა პარიზის თეატრში წარმატებები მოიპოვა. მალე მთელმა საფრანგეთმა გაიგო მასზე და დასი ვერსაჟში დაპატიჟეს წარმოდგენის ჩასატარებლად.

იმიტომ რომ ასეთ ხასიათზე ვარ.

One response to “როცა არ ვიცი

გამოთქვით აზრი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s