ვერთმფრენი

 

ჩვენ მეგობრები ვართ.

დაზელილი ხელისგულებით ხელისგულებზე ვმკითხაობთ. შენი სიცოცხლის ხაზი ამოიწურება ხვალ.

ჩვენ შორის რამდენიმე განსხვავებაა.

შენ ღმერთი გიყვარს უიმედოდ. მას კი უიმედოდ ვუყვარვარ მე.

მე ალისა მეტად მიყვარს.

ექიმებმა საოცრებათა ქვეყანაში მოათავსეს. იგი იქ ემიგრანტია. ორი შვილის დედა, ჩემი ცოლი.

ლურჯი კაბა აქვს.

ჩვენ ხანდახან ვიჭრით თვალის გუგებს და ვუყურებთ ღმერთს, – სამყაროში შემოჭრილ სინათლეს. ღმერთი შავ-თეთრია. როცა უნდა, გაფერადდება.

თავო, დამიცავი ღმერთისგან.

მე ფსკერზე ვარ. იქ, სადაც არის ჭაობის ძირი. ქაოსო, მომაწოდეთ მძივები და მე ამოვალ საფეხურებით.

გაფრინდი ჩემთან ერთად. მე დავტოვებ ცოლ-შვილს, შენ დატოვე ღმერთი და ბაბილონის გოდოლთან დედამიწის ჭაობში ჩავიდეთ. მომიყევი ალისაზე ზღაპრებს და მომიყევი ზღაპრები ღმერთზე.

დავეშვით. დედამიწამდე 20 კმ  დარჩა. შეიკარით ღვედები, თუ შეიძლება. 

გამოთქვით აზრი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s