თეორიულად მიყვარს

მე თეორიტიკოსი ვიყავი, ის – პრაქტიკოსი.

ერთმანეთი ერთი ნახვით შეგვიყვარდა. უფრო სწორედ, ყოველთვის ერთი ნახვით გვიყვარს, უბრალოდ ხშირად ის ერთი დანახვა რამდენჯერმე განმეორებულ ნახვაზეა შესაძლებელი. სანამ ვნახავდი, ქვეცნობიერში იბადებოდა, ყალიბდებოდა და როცა მის ასლს ცხოვრებაში ვხედავ – მიყვარდება. თუ განწყობა წინ უსწრებს ყოველგვარ აზროვნებას და გრძნობას, წინ უსწრებს მოვლენებსაც, ჩვენც სწრაფად გადავლახეთ  ფორმალობები, მაგრამ გავიჭედეთ, იქ, სადაც ინტუიცია და განწყობა აცდა.

აცდა და დაიბადა ეჭვიანობა. წინ, რა თქმა უნდა, მოვლენათა უხეში განვითარებები უძღოდა. ინტუიცია მისტიური ძალებით ხომ ვერ იბადება: არ ჰქონია ხანგრძლივი ურთიერთობა, არ იყო ერთგული და სხვა. მის ფიქსირებულ განწყობებს ვადგენდი პროგნოზისთვის. ჰოდა, დამებადა აზრი: მიღალატებს!

მეუბნებიან, ”ეჭვიანობა ცუდია”, ”თავი აკონტროლე” და სხვას, მე კი ამაზეც მეშლება ნერვები და ვამბობ: ”ვიცი”. ლოგიკა არ ჭრის. ამ შემთხვევაში ლოგიკა მხოლოდ თავის მოტყუებაა და ”მოხდეს რაც მოსახდენია” და ”ბედის იმედზე ყოფნა” – აბსურდი. საჭიროა ფიქსირებული განწყობის შეცვლა. საჭიროა იმ რეალობის შეცვლა, რამაც განწყობა გამოიწვია. ჩავეძიე.

ჩავეძიე და აღმოვაჩინე: ნებისყოფა საზღვრავდა ცხოვრებას. როგორ ვთქვა: ……….. ნებისყოფა ფსიქიკური ძალაა და ამოძრავებს ცხოვრებას. განწყობა კი – მიმართულებას თუ აძლევდა მას. დავიწყეთ ნებისყოფებით თამაში, ის, რასაც ფლირტს ვეძახით. ამან კიდევ მეტად დამაეჭვა: მისი ნებისყოფა და განწყობა შეერთებული იყო, ჩემი – ერთმანეთს აცდენილი. მე თამაშს ძალით ვეწეოდი, ის – სიამოვნებით. უთანასწორო ურთიერთობაა, ვერაფერს იტყვი.

გავითიშე შინაგან მისწრაფებებსა და რეალობაში. მგრძნობელობა გაიყო. ნახევრად მიყვარდა, ნახევრად – აღარ. პიროვნების გაორებამდე მივედი. მიყვარდა რამდენადაც შევიმეცნებ, ვხედავ. ეს ჯდება ლოგიკის ფარგლებში. ხოლო ინტუიცია ამ შემეცნების დამხმარე წევრია და შიგნიდან დაძაბული სიტუაციის დროს გამოვიდა: პირველად ვიჩხუბეთ. თანაც ისე, ომახიანად. ემოციები არ იქნებოდა სამყარო რომ ერთგვარი იყოს. ლოდინისგან მივიღე სიამოვნება ფიქრით: თავგადასავალი. მისგან ნებისყოფა ავიღე. დაშორების შემთხვევაშიც, მოგებული ვარ.

გამოთქვით აზრი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s